მოსკოვის მერი აცხადებს, რომ დედაქალაქზე დრონებით შეტევის „მასშტაბური მცდელობა“ იყო

გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის დედაქალაქ მოსკოვთან. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეგრამ-არხები იუწყებოდნენ. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა აფეთქებები უკრაინული დრონების მოსაგერიებლად რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობით ახსნა. პირველი ცნობა, რომ მოსკოვის ოლქის ქალაქ პოდოლსკში უპილოტო საფრენი აპარატის შეტევა მოიგერიეს, სობიანინმა ტელეგრამით გაავრცელა ადგილობრივი დროით 04:02 საათზე. მოსკოვის მერი წერდა, რომ წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა. […]
მარია ზახაროვა – ლატვიის მიერ უკრაინისთვის დრონების გაგზავნა უკრაინის კონფლიქტში რიგის ჩართულობას ადასტურებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას შეფასებით, ლატვიის თავდაცვის მინისტრის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ლატვია უკრაინას კიდევ 500 დრონს გადასცემს, უკრაინის კონფლიქტში რიგის მზარდი ჩართულობის დადასტურებაა. „ლატვიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის სიტყვებს განვიხილავთ, როგორც დადასტურებას უკრაინის შეიარაღებულ კონფლიქტში ამ ქვეყნის მზარდი ჩართულობის შესახებ. ოფიციალური რიგა განზრახ ასხამს ცეცხლზე ნავთს და პროვოცირებს სამხედრო ოპერაციების გეოგრაფიის გაფართოებას, […]
უკრაინის შს მინისტრი – უკრაინის ხელისუფლების ქმედებები კურსკის ოლქის იმ ნაწილში, რომელსაც ვაკონტროლებთ, მეტყველებს, რომ უკრაინა პასუხისმგებლობიანი ქვეყანაა

უკრაინის ხელისუფლების ქმედებები კურსკის ოლქში მეტყველებს, რომ უკრაინა პასუხისმგებლობიანი ქვეყანაა, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა. „ჩვენ არ მოგვიხდენია ამ ტერიტორიების ოკუპაცია. არ დაგვიმყარებია არანაირი ძალაუფლება, იქ მოქმედებს სამხედრო კომენდატურა და ის ხალხი, ვინც იქ დარჩა, ჰუმანიტარულ დახმარებას და მედიკამენტებს იღებს, რაც ჟენევის კონვენციებით არის გათვალისწინებული. ეს არ არის კეთილად წარმოჩენის […]
მოსკოვის მერი – მოსკოვზე დრონებით თავდასხმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მცდელობა განხორციელდა

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 10 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, რომლებიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდნენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, სერგეი სობიანინმა „ტელეგრამ“ არხზე განაცხადა. „მოსკოვის საჰაერო თავდაცვამ შესაძლებელი გახადა მტრის უპილოტო საფრენი აპარატების ყველა თავდასხმის მოგერიება. თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით 10 დრონი ჩამოაგდეს“, – წერს სერგეი სობიანინი და დასძენს, რომ აგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს. მისი […]
„რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა 6 სექტემბერს გაიმართება

„რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის 24-ე შეხვედრა 6 სექტემბერს გერმანიაში, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ამავე სახელწოდების საავიაციო ბაზაზე გაიმართება, – ინფორმაციას უკრაინული მედია აშშ-ის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით რამშტაინის საჰაერო ბაზაზე დაგეგმილ შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი უხელმძღვანელებს. აღსანიშნავია, რომ რამშტაინის ფორმატში წინა შეხვედრა 13 ივნისს გაიმართა და მასზე უკრაინის საჰაერო […]
ოლაფ შოლცი – გერმანიის პოზიციაში აბსოლუტურად არ არსებობს არასტაბილურობა კიევის მხარდაჭერასთან დაკავშირებით

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უარყოფს ინფორმაციას, რომ გერმანიას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტა სურს, – Deutsche Welle-ს ცნობით, ამის შესახებ შოლცმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. გერმანიის კანცლერის მტკიცებით, ბერლინის პოზიციაში აბსოლუტურად არ არის არასტაბილურობა კიევის მხარდაჭერასთან დაკავშირებით და ის გაკვირვებულია ბერლინის მიერ კიევისთვის სამხედრო დახმარების საბიუჯეტო დაფინანსების შემცირების შესახებ მიმდინარე დისკუსიებთან დაკავშირებით. შოლცის თქმით, „დიდი შვიდეულის“ […]
ჰუმელსი მალე შეიძლება “სოსიედადის” ფეხბურთელი გახდეს

35 წლის გერმანელი ცენტრალური მცველი მატს ჰუმელსი შეიძლება “სოსიადადში” გადავიდეს, – იტყობინება AS-ი. ბასკურ კლუბს ახლახან “ატლეტიკოში” გადაბარგებული რობენ ლე ნორმანის შემცვლელი სჭირდება და მზად არიან ჰუმელსს ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმონ. მატსმა ზაფხულში “დორტმუნდი” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, რომლის შემადგენლობაში 508 მატჩი ჩაატარა. Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 5 მილიონი ევროა.
მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ

მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ, – ამის შესახებ ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაკვამლიანების ან ცეცხლის […]
მიხეილ სააკაშვილი – „ნაციონალურ მოძრაობას” უხდება დაპირისპირება შუა საუკუნეების ჭორვილურ დიქტატურასთან, ეს არ არის თანაზომიერი ძალების შეჭიდება – მივესალმები ხატია დეკანოიძის ძალისხმევას შემოიტანოს ახალი სულისკვეთება მოძრაობაში

მას შემდეგ, რაც წლების მანძილზე უშედეგოდ გრძელდება “ქართული ოცნების” ბრძოლა “ნაციონალურ მოძრაობასთან” მის გასანადგურებლად, ივანიშვილმა გადაწყვიტა მისი აკრძალვა, არცერთი გამოწვევა არ უნდა დარჩეს უპასუხოდ,- ასე ეხმაურება მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნების” განცხადებას, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების მიზნით საკონსტიტუციო ცვლილებების […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ონიდან აღმოსავლეთით, 7 კილომეტრში, სოფელ სხანართან იყო. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4 მაგნიტუდა შეადგინა.