როგორი ამინდი იქნება 21–22 აგვისტოს?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 – 22 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება. „დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37-39 გრადუსს გადააჭარბოს, ხოლო მთიან რაიონებში 35-37 გრადუსს მიაღწიოს. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს. (საფრთხის დონე საშუალო)“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
ბარაქ ობამა – ამერიკა მზადაა უკეთესი ისტორიისთვის, ამერიკა მზადაა პრეზიდენტ კამალა ჰარისისთვის – არ გვჭირდება ტრაბახის, უუნარობისა და ქაოსის კიდევ ოთხი წელი

აშშ მზადაა ისტორიის ახალი თავისთვის პრეზიდენტ კამალა ჰარისის სახით, აშშ მზადაა პრეზიდენტ ჰარისისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობის მეორე დღეს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ამერიკა მზად არის ახალი თავისთვის. ამერიკა მზად არის უკეთესი ისტორიისთვის. ჩვენ მზად ვართ პრეზიდენტი კამალა ჰარისისთვის და კამალა ჰარისი მზად არის ამ სამუშაოსთვის,“ – აღნიშნა […]
ენტონი ბლინკენმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის მხარდაჭერის საკითხი და ღაზაში არსებული ვითარება განიხილა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის მხარდაჭერის საკითხი და ღაზაში არსებული ვითარება განიხილა, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „მხარეებმა უკრაინის მიმართ მათი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს“, – ნათქვამია განცხადებაში. სატელეფონო საუბრისას ენტონი ბლინკენმა და დევიდ ლემიმ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების […]
მოსკოვის მერის განცხადებით, უკრაინამ რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანა

მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი აცხადებს, რომ უკრაინამ რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანა. სერგეი სობიანინი „ტელეგრამზე“ წერს, რომ რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებმა მოწინააღმდეგის ათივე დრონის ჩამოგდება მოსკოვის ოლქის სამხრეთით, პოდოლსკში მოახერხეს და ამას „თავდასხმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მცდელობა“ უწოდა. მისივე თქმით, ინციდენტს ნგრევა ან მსხვერპლი არ გამოუწვევია. „ჩვენ ვაგრძელებთ ვითარების კონტროლს“, – წერს სობიანინი.
სამტრედიაში, 72 წლის ქალის მკვლელობისთვის 36 წლის კაცი დააკავეს

სამტრედიაში, 72 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული, 36 წლის კაცი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნასამართლევი პირია: “შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, გ.მ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა სამტრედიაში, მეზობელ ქალს – 1952 წელს დაბადებულ ნ.ხ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო […]
„ბარსელონა“ რაფაელ ლეაოს შეძენას აპირებს

„ბარსელონას“ სურს, „მილანიდან“ შეიძინოს პორტუგალიელი გარემარბი რაფაელ ლეაო. ამის შესახებ წერს კატალონიური გამოცემა Mundo Deportivo. წყაროს ცნობით, „ბილბაოდან“ ნიკო უილიამსის ტრანსფერის წარუმატებელი მცდელობების შემდეგ „ბარსელონამ“ ყურადღება ლეოზე გადაიტანა. იტყობინებიან, რომ „ბარსელონას“ ბიუჯეტი ფეხბურთელის ტრანსფერისთვის შეადგენს 58 მილიონ ევროს. კატალონურმა კლუბმა ასევე შეიძლება შესთავაზოს “მილანს” გარიგებაში თავისი ერთ-ერთი ფეხბურთელის ჩართვა. 25 წლის ლეაომ გასულ სეზონში 47 […]
უკრაინის გენშტაბმა თავის ყოველდღიურ ანგარიშებში პირველად ახსენა კურსკის ოპერაცია

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა უკრაინის ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ ყოველდღიურ ანგარიშებში, რომლებსაც საჯაროდ აქვეყნებს, პირველად შეიტანა ქვეყნის საზღვრებს გარეთ, რუსეთის კურსკის ოლქში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია. 20 აგვისტოს, ღამით გამოქვეყნებულ ანგარიშში გენშტაბი ერთი წინადადებით აღნიშნავს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები შეტევით ოპერაციას განაგრძობენ კურსკის მიმართულებით. 6 აგვისტოს შემდეგ, როცა უკრაინის ჯარებმა სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქის […]
დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 21 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების (ნაწილობრივ), ბუდაპეშტის, ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების, ვახტანგ ჩიქოვანის, ზემო დელისის, მეგრელიძის, მანუელ აფხაიძის, შალვა ნუცუბიძის და დელისის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ჩართული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, შეზღუდვა მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის რაიონის სოფლებს და ასევე სოფელ დიღმის რამდენიმე ქუჩას შეეხება. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 აგვისტოს 07:00 საათიდან 08:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ფასანაური, ლუთხუბი, […]
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი…

ჩემპიონთა ლიგის ახალი, 2024-25 წლების სეზონი განსხვავებული ფორმატით, ე.წ. შვეიცარიული პრინციპით ჩატარდება. გაუქმდა ტრადიციული ჯგუფებში გადანაწილება და 36 მონაწილეს (32-ის ნაცვლად) საერთო ცხრილი ექნება, თითოეული გუნდი კი პლეი-ოფამდე 4 საშინაო და 4 გასვლით მატჩს (სხვადასხვა მეტოქეებთან) ჩაატარებს. შეგახსენებთ, მოქმედი გამარჯვებული მადრიდის “რეალია”, რომელმაც ეს ჯილდო სარეკორდოდ, მეთხუთმეტედ მოიგო. უკვე ცნობილია ლიგის 29 მონაწილე, დანარჩენს კი […]