გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე მანქანა შევარდა, რის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე მანქანის შევარდნას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი და საერთაშორისო მედია ავრცელებს. გერმანული გამოცემა dpa-ის ცნობით, ქალაქ მაგდებურგში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მძღოლი პოლიციამ დააკავა. საზოგადოებრივი მაუწყებელი MDR-ის ცნობით, მომხდარის შედეგად როგორც მინიმუმ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო AFP აღნიშნავს, რომ 60-80 ადამიანი დაშავდა. ქალაქის სპიკერი მიხაილ რეიფი ვარაუდობს, რომ […]
ოპოზიცია ძალიან მალე შეეგუება თავის ბედს და თებერვალში შეიძლება შეგვასწრონ პარლამენტში

ოპოზიცია ძალიან მალე შეეგუება თავის ბედს და თებერვალში შეიძლება შეგვასწრონ პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილია 800 ადამიანი და ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ოპოზიცია არის გაკოტრებული. „დღეს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილია 800 ადამიანი. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ […]
კონკრეტული ქმედებისკენ მოწოდება ახალ არჩევნებს ნიშნავს – პრეზიდენტი ეუთო/ოდირის დასკვნაზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ კონკრეტული ქმედებისკენ მოწოდება ახალ არჩევნებს ნიშნავს. “კონკრეტული ქმედებისკენ მოწოდება ნიშნავს ახალ არჩევნებს. ეს არის დემოკრატიული გამოსავალი, რადგან ღრმა კრიზისში ჩააგდო საქართველო ამ არჩევნებმა”, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე და აზიარებს ეუთო/ოდირის პოსტს, სადაც ნათქვამია, რომ ოდირი შეშფოთებულია ამომრჩეველზე განხორციელებული ზეწოლისა და სახელმწიფო […]
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია ამ დროისთვის დასრულებულია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა. დღესაც, მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ, საიდანაც მარშით რუსთაველის გამზირზე მივიდნენ. უკვე 23-ე დღეა, თბილისის ქუჩებში დღის განმავლობაში საპროტესტო მსვლელობები მიმდინარეობს, საღამოობით კი მთავარი საპროტესტო აქცია პარლამენტთან იმართება. ცნობისთვის, მასშტაბური აქციები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. […]
სალომე ზურაბიშვილი – ეუთო/ოდირის დასკვნაზე – კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოწოდება ახალი არჩევნების ჩანიშვნას ნიშნავს

მოწოდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ ახალი არჩევნების ჩანიშვნას ნიშნავს, – ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას. „მოწოდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ ახალი არჩევნების ჩანიშვნას ნიშნავს. ეს იმ კრიზისიდან გამოსვლის დემოკრატიული გზაა, რომლამდეც ამ არჩევნებმა საქართველო მიიყვანა,” – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე.
ახალი არჩევნები იქნება ერთადერთი განმუხტვა, რომელიც ბიზნესს კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება – კახა შარაბიძე

BLB-ს დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, კახა შარაბიძე ამბობს, რომ არსებული ვითარების ფონზე, ბიზნესზე წნეხი მზარდია, ქვეყანას კი ძალიან ცუდი საინვესტიციო იმიჯი აქვს. როგორც მან BMG-სთან განაცხადა, პროექტების პირველი დაპაუზება ჯერ კიდევ “რუსული კანონის” პროცესების დროს დაიწყო, თუმცა მაშინ იყო მოლოდინი, რომ არჩევნების შემდგომ ვითარება განიმუხტებოდა, რაც ასე არ მოხდა. შარაბიძე მიიჩნევს, რომ ახალი არჩევნებია ნაბიჯი, […]
გერმანიაში მანქანა შევარდა საშობაო ბაზრობაზე, არიან დაშავებულები

გერმანიის ქალაქ მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე მანქანა შევარდა ხალხის ბრბოში. მედია იუწყება, რომ, წინასწარი მონაცემებით, არის რამდენიმე დაჭრილი და შესაძლოა დაღუპული. პოლიცია არ გამორიცხავს ტერაქტს. Bild-ის ცნობით, დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. ცენტრალური გერმანული რადიო (Mitteldeutscher Rundfunk, MDR) მაგდებურგის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ არის მინიმუმ ერთი დაღუპული. Deutsche Presse-Agentur საქსონია-ანჰალტის სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მანქანის მძღოლი […]
ეუთო-ოდირი, ასევე ქართული საზოგადოება აღიარებს არჩევნებს – ეს არის მთავარი

ეუთო-ოდირი, ასევე ქართული საზოგადოება აღიარებს არჩევნებს – ეს არის მთავარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს გააცნო კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 53,4% ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს დადებითად აფასებს. „მე მინდა ასევე გაგაცნოთ სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომელიც ჩვენი დაკვეთით ჩატარდა. აქ იყო კითხვა არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით. კითხვა დაისვა […]
ეუთო/ოდირის დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული – ირაკლი კობახიძე

ეუთო/ოდირის დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული, ეს იკითხება ეუთო/ოდირის დასკვნის საერთო შინაარსიდან, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დასკვნაში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობა მთლიანობაში ქმნიდა ადეკვატურ ჩარჩოს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. „მინდა, გაგაცნოთ ის ძირითადი შეფასებები, რომლებიც გვხვდება ეუთო/ოდირის ტექსტში. […]
მზად ვართ, როგორც კანონმდებლობის, ასევე პრაქტიკის და ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით, ყველაფერთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ და სადაც შესაძლებელია რეკომენდაციების გათვალისწინება, ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ

მზად ვართ, როგორც კანონმდებლობის, ასევე პრაქტიკის და ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით, ყველაფერთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ და სადაც შესაძლებელია რეკომენდაციების გათვალისწინება, ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ მზად ვართ, როგორც კანონმდებლობის, ასევე პრაქტიკის და ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით, ყველაფერთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ და სადაც შესაძლებელია რეკომენდაციების გათვალისწინება, ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის […]