თიბისის პარტნიორი ლუდსახარში „ნატურალე ბრევერი“ უკვე არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია

შპს „ნატურალე ბრევერი“ ბოლო წლებში მომრავლებულ ქართულ ლუდსახარშებს შორის გამორჩეულია ადგილობრივ ბაზარზე.წარმატებას კომპანიის საერთაშორისო აღიარებაც ახლავს, ეს კი ხარისხისა და ექსკლუზიური პროდუქციის დამსახურებაა. მხოლოდ შარშან, London Beer Competition–ში კომპანიის ლუდმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, სიდრმა ბრინჯაოსი, World Cider Award–ში კი „ნატურალე ბრევერის“ სიდრი ვერცხლის პრიზიორი გახდა. 2016 წელს დაარსებული საწარმო ჰობიდან სერიოზულ ბიზენსად იქცა. სერგო მაკაროვს, […]

ცხინვალი: “ოცნების” განცხადება კონსტიტუციაზე წინასაარჩევნოდ შიდა მომხმარებელზეა გათვლილი

20 აგვისტოს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დროა საქართველომ მიიღოს 2008 წლის აგვისტოს შემდეგ არსებული რეალობა და აღიაროს რესპუბლიკის [დე ფაქტო] დამოუკიდებლობა. მანამდე “ქართული ოცნება” აცხადებდა, რომ საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის უნდა მოემზადოს, რისთვისაც უნდა შეცვალოს ქვეყნის კონსტიტუცია. პარტიამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ერთ-ერთი მთავარი ეროვნული ამოცანა უწოდა. “აშკარაა, რომ […]

ბლინკენმა დაასრულა ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში, ღაზის შეთანხმება კვლავ არ არის გამოკვეთილი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში განხორციელებული ტურნეს განმავლობაში შეეცადა დაეჩქარებინა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, თუმცა რეგიონი ისრაელსა და ჰამასს შორის შეთანხმების გამოკვეთის გარეშე დატოვა. ბლინკენი და ეგვიპტისა და კატარის წარმომადგენელი შუამავლები იმედებს ამყარებენ აშშ-ის მიერ შემუშავებულ ე.წ. “ხიდის შეთანხმებაზე”, რომელიც მიზნად ისახავს ორ მხარეს შორის უთანხმოებების შემცირებას უკვე 10 თვის განმავლობაში […]

ტიერი ანრიმ საფრანგეთის ოლიმპიური ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდეობა დატოვა

ტიერი ანრიმ საფრანგეთის ოლიმპიური ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდეობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ ფეხბურთის ფედერაციაში უკვე დაადასტურეს. ლეგენდარულ თავდამსხმელს კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებდა, მაგრამ პირადი მიზეზების გამო ეს გადაწყვეტილება მიიღო. ანრის ხელმძღვანელობით საფრანგეთის ოლიმპიური ნაკრებმა 2024 წელს ვერცხლის მედლები მოიგო და პარიზში გამართულ ფინალურ შეხვედრაში ესპანეთთან დამატებით დროში 5:3 დამარცხდა.

ბექა ოდიშარია – ნიურნბერგის პროცესისგან განსხვავებით, არავის დახვრეტასა და ჩამოხრჩობას არ ვითხოვთ – ისტორიაში ყველამ საკუთარი ადგილი უნდა დაიკავოს, რა ადგილი ექნებათ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტებს, ამას მალე ვნახავთ

ნიურნბერგის პროცესისგან განსხვავებით, ჩვენ არავის დახვრეტასა და ჩამოხრჩობას არ ვითხოვთ, თუმცა ქართული სასამართლოს წინაშე ამ ხალხმა უნდა აგოს პასუხი – ერთხელ და სამუდამოდ ისტორიაში ყველამ საკუთარი ადგილი უნდა დაიკავოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, 26 ოქტომბერს არჩევნებზე ერთ მხარეს იქნება #41, „ქართული […]

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – აშშ ჩინეთის მხრიდან ბირთვული საფრთხის შესახებ ნარატივს ავრცელებს

აშშ ჩინეთის მხრიდან ბირთვული საფრთხის შესახებ ნარატივს ავრცელებს, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ჩინეთი შეშფოთებულია ცნობებით იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-მა ბირთვული სტრატეგიული გეგმა დაამტკიცა, რომელიც ჩინეთის ბირთვული არსენალის სწრაფ გაფართოებაზეა ორიენტირებული. „აშშ ჩინეთის მხრიდან ბირთვული საფრთხის შესახებ ნარატივს ავრცელებს, სტრატეგიული უპირატესობის მოსაპოვებლად გასამართლებელ მიზეზებს ეძებს […]

www.eski.ge – სოციალური საწარმოების პირველი e-commerce პლატფორმა

სოციალური კონცეფციის მაღაზია „ესკი“ ბაზარზე 2022 წლის სექტემბერში გამოჩნდა და პირველი სივრცეა, რომელმაც საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების პროდუქცია ერთ სივრცეში გააერთიანა. ,,ესკიში“ საქართველოში მოქმედი 30-მდე სოციალური საწარმოს 785-ზე მეტი დასახელების ხელნაკეთი ნივთია თავმოყრილი. მას შემდეგ, რაც ესკის მაღაზია ქალაქის შუაგულში გაიხსნა, დამფუძნებლებმა პირველი მნიშვნელოვანი მისია დადეს — აუცილებლად უნდა შეექმნათ e-commerce პლატფორმა, რომელიც პარტნიორ სოციალურ […]

პარტიული სიების წარდგენის წესები არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის

საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს განმარტავს. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ყოველ პარტიას უფლება აქვს, წარადგინოს თითო პარტიული სია. პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (26 სექტემბერი). […]

გიორგი ვაშაძე – ჩვენი ერთიანობის გამარჯვება ნიშნავს აშშ-სთან უვიზო მიმოსვლას, მეტ ინვესტიციას, სამუშაო ადგილს, დიდ ბრენდებს, რომელსაც შემოვიყვანთ და ძლიერ საქართველოს, სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-სთან ერთად

ამერიკასთან ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია, ეს არის ჩვენი დასკვნა მრავალი შეხვედრის შემდეგ, რომელიც კონგრესმენებთან, სენატორებთან და ბიზნეს წრეებთან გვქონდა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ – ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ჩიკაგოში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან და სენატორებთან, მნიშვნელოვანი შეხვედრები ექნებათ, რომ საქართველოსა და აშშ-ს მჭიდრო კავშირის აღდგენა მოხდეს. „ამერიკასთან […]

პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ლანჩხუთის ოფისი გაიხსნა

პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ლანჩხუთის ოფისი გაიხსნა. როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ აღნიშნა, ლანჩხუთში იგრძნობა, რომ ხალხისგან არის დაცლილი, სიღარიბეა, “ეს უნდა შეიცვალოს 26 ოქტომბერს და სახელმწიფო ხალხს დაუბრუნდეს”. მისივე თქმით, რეგიონს არ უნდა ჰყავდეს ფეოდალები, რომლებიც მდიდრდებიან ხალხის ხარჯზე, ადგილობრივმა მოსახლეობამ ადგილზე თავად უნდა გადაჭრას პრობლემები. „ქალაქში იგრძნობა, […]