გერმანიის კანცლერი მოლდოვას სტუმრობს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი 21 აგვისტოს სტუმრობს მოლდოვას, სადაც ორმხრივი ურთიერთობის და უსაფრთხოების საკითხების შესახებ შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ მაია სანდუსთან და პრემიერ-მინისტრ დორინ რუჩანთან. “განხილული იქნება ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომის გავლენა მოლდოვის რესპუბლიკაზე” – წერს გერმანიის მთავრობა განცხადებაში და დასძენს, რომ შეხვედრებზე ასევე ისაუბრებენ ევროკავშირში მოლდოვის გაწევრიანების პროცესზე, და ამ პროცესში კიშინიოვის მიმართ […]

სუსის თანახმად, მუშაობენ გალის რაიონში დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქის გათავისუფლებაზე

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ. უწყების ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული “ცხელი ხაზის” მეშვეობით „დაადასტურეს უკანონო დაკავების ფაქტი და განაცხადეს, რომ ე.წ. „სისხლის სამართლის საქმე“ აღძრულია „უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. „ბრალდებით“, უკანონოდ დაკავებულ ორივე პირს ე.წ. „სასამართლოს“ […]

აშშ-ს არ სჭირდება დონალდ ტრამპის კიდევ ოთხი წლით პრეზიდენტობა, არ გვჭირდება კიდევ ოთხი წელი ხმაური, აურზაური და ქაოსი – ბარაკ ობამა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, აშშ-ს არ სჭირდება დონალდ ტრამპის კიდევ ოთხი წლით პრეზიდენტობა. ეს განცხადება აშშ-ის პირველმა ფერადკანიანმა პრეზიდენტმა ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე გამოსვლისას გააკეთა. მან მკაცრად გააკრიტიკა ტრამპის პოლიტიკა და მისი მიდგომები. „ჩვენ არ გვჭირდება კიდევ ოთხი წელი ხმაური, აურზაური და ქაოსი. ჩვენ ეს კინო უკვე ვნახეთ და ყველამ ვიცით, რომ […]

გიუნდოგანი 1 წლის წინ “სიტიდან” მეუღლის გამო წავიდა, ახლა კი სარას ამ საქციელმა დაგვარწმუნა, რომ ფეხბურთელი “ბარსელონასაც” ტოვებს

მსოფლიოს წამყვანი სპორტული გამოცემების ინფორმაციით, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში “ბარსელონას” ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი დატოვებს. ფეხბურთელმა კატალონიურ გუნდთან მოლაპარაკებები უკვე გამართა და სავარაუდოდ, გერმანელი “სიტიში” დაბრუნდება, სადაც 7 წელი უკვე ბურთაობდა. საინტერესოა, რომ 1 წლის წინ 33 წლის ფეხბურთელი მანჩესტერული გუნდიდან დიდწილად მეუღლის სარას თხოვნის შედეგად წავიდა, რადგან 27 წლის გოგონას ესპანეთში ცხოვრება […]

ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს

ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს. მოსახლეობის განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ სოფელში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდეს. ადგილობრივების განცხადებით, სასმელი წყალი ბოლო თვეებია არ მიეწოდებათ, რის გამოც სოფელში ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებიც იმყოფებიან, რომლებიც აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, რომ საავტომობილო გზა გაათავისუფლონ. „ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მივმართეთ, მათ ისიც ვუთხარით, რომ […]

გამოცადე სელფის მოზღვავებული 5G ინტერნეტი უკვე ბათუმშიც

სელფი მობაილმა, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა რომელიც საქართველოში 1,3 მლნ. აბონენტს ემსახურება, ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, ზღვის კურორტებზე მომხმარებელს უსწრაფესი მობილური ინტერნეტი დაახვედრა. სელფი მობაილის 5G ქსელით სარგებლობა შესაძლებელია ბათუმში, ქობულეთში, გონიოსა და კვარიათშიც. 5G -ში მობილური ინტერნეტის სიჩქარე 4G/LTE ქსელისაზე 10-ჯერ უფრო სწრაფია. სელფი მობაილის მოზღვავებული მობილური ინტერნეტით სარგებლობისთვის, ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი ინტერნეტ პაკეტები. გაიაქტიურე შენთვის […]

ალენ დელონის ოჯახი მსახიობის სურვილს – ძაღლის დაძინებას და მასთან ერთად დამარხვას – არ შეასრულებს

The Guardian-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი ფრანგი კინოვარსკვლავის, ალენ დელონის შვილები არ შეასრულებენ მსახიობის სურვილს, რომ მის ძაღლს ევთანაზია გაუკეთონ და მასთან ერთად დამარხონ. დელონის შვილებმა აღნიშნული გადაწყვეტილება ცხოველთა უფლებადამცველების პროტესტის შემდეგ მიიღეს. როგორც ცნობილია, მსახიობს სურდა, რომ თავისი 10 წლის ბელგიური მოლინუა, სახელად ლუბო, “დაეძინებინათ” და, სოფელ დუშში [ლუარეში], საკუთარ სახლთან მდებარე სასაფლაოზე, მასთან ერთად დაემარხათ. […]

“მწუხარებას გამოვთქვამთ მღვდელ თეიმურაზის გარდაცვალების გამო” – საპატრიარქო სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში მღვდელი თეიმურაზის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს: “მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის სოფელ დიდი ჩაილურის ყოვლაწმინდა ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი თეიმურაზ ქორიძე. მამა თეიმურაზი საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი იყო და სამსახურის დაარსების პირველივე დღეებიდან აქტიურად გახლდათ ჩართული მის მუშაობაში. მწუხარებას გამოვთქვამთ […]

არ ისვენებენ, ითხოვენ ყუმბარებს და ბომბებს ჩვენს თავზე – ოდიშარია „ნაცმოძრაობაზე“

„არ ისვენებენ, ცდილობენ რომ ქვეყანა აურიონ, ითხოვენ ყუმბარებს და ბომბებს ჩვენს თავზე“, – ამის შესახებ მმართველი პარტიის წევრმა ბექა ოდიშარიამ „ნაცმოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა. დეპუტატის თქმით, „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკური ველიდან უნდა მოიკვეთოს, ამის გარეშე საქართველოში მშვიდობა ვერ დაისადგურებს. „ეს პოლიტიკური განცხადება ერთგვარი ფარდის ახდა იყო იმ ქცევებზე და იმ მიზნებსა და ზრახვებზე, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ აქვს. ეს […]

17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს სამი ქართველი გოგონა იასპარეზებს

იორდანიის ქალაქ ამანში მიმდინარე 17-წლამდე მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს ასპარეზობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დასრულდება და დღესვე გამოსვლა გოგონათა შორის თავისუფალ ჭიდაობაში დაიწყება. ტურნიზე მონაწილეობას სამი ქართველი გოგონა მიიღებს. საქართველოს გოგონათა ნაკრების შემადგენლობა: 53კგ – ლიზა შავაძე 57კგ – მირანდა კაპანაძე 61კგ – ნინი ციცვიძე მთავარი მწვრთნელი: ბესო გუჩაშვილი შეგახსენებთ, რომ დღეს მსოფლიო პირველობაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში […]