მასწავლებლის ეროვნული პრემიის გადაცემის ცერემონია 13 სექტემბერს გაიმართება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით 2024 წელს მასწავლებლის ეროვნული პრემიის გადაცემის ცერემონია 13 სექტემბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება დასრულებულია და სპეციალურად დაკომპლექტებულმა კომისიამ საუკეთესო ისტორიის მქონე 10 კანდიდატი უკვე შეარჩია. შერჩეულ პედაგოგებს საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი […]
“სამტედია” მთავარმა მწვრთნელმა დატოვა

ეროვნული ლიგის ბინადარი “სამტედია” ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მაკედონიელმა სპეციალისტმა დიმიტარ კაპინკოვსკიმ დატოვა. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას კლუბის Facebook გვერდი ავრცელებს. გუნდმა მას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. აღსანიშნავია, რომ კაპინკოვსკის ხელმძღვანელობით “სამტრედიამ” ბოლო 4 შეხვედრიდან (ერთი თასზე) ყველა მათგანში მარცხი განიცადა. “სამტრედია”, რომელიც ეროვნულ ლიგაში მოპოვებული 11 ქულით ბოლო მე-10 ადგილზეა, ახალ მწვრთნელს უახლოეს […]
აშშ-ის მთავრობას ძალიან კარგად ვიცნობ, მე მათ ერთი წუთითაც არ ვენდობი – ჯეფრი საქსი

რომ, როდესაც საქმე მიდგება იმაზე, ვინ არის სანდო, ვის დავუჯერო და ა.შ., ვფიქრობ, ჩემი პრობლემა არის ის, რომ მე ვიცნობ აშშ-ის მთავრობას, ვიცნობ ძალიან კარგად. მე მათ ერთი წუთითაც კი არ ვენდობი, – ამის შესახებ ამერიკელმა პროფესორმა, ჯეფრი საქსმა, ბრიტანელი ტელეწამყვანის, პირს მორგანის გადაცემაში საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მინსკი 2-ის შეთანხმებას გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად […]
პროკურატურაში დამიბარეს პაპუაშვილთან დაკავშირებით შეტანილ განცხადებაზე – მეზვრიშვილი

ნათია მეზვრიშვილი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ პროკურატურას პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის გამოკითხვაზე დაბარების მოთხოვნით მიმართა, საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს: ,,პროკურატურიდან დამირეკეს და დღეს მივდივარ პარლამენტის თავმჯდომარის – შალვა პაპუაშვილის მიერ ძალადობისკენ მოწოდებასთან დაკავშირებით ჩემს მიერ შეტანილ განცხადებებზე. როგორც ხედავთ, თითოეული განცხადება ეფუძნება ფაქტებს და მტკიცებულებებს. პროკურატურის როლი მნიშვნელოვანია ძალადობის აღკვეთაში და ძალადობისგან თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაში. […]
,, რამხელა ტკივილს ვატარებთ გულით და თქვენ “უმაქნისებს” “მკვლელებს” “უგულოებს” გვეძახით” – რას წერს ზუგდიდში დაღუპული ტყუპების მეზობელი

ზუგდიდში, ხანძრის დროს დაღუპული ტყუპების მეზობელი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყენებს: ,,შვიდი ტკივილიანი დღე გავიდა მას შემდეგ რაც ეს საშინელი ტრაგედია დაგვატყდა თავს და დღემდე მეზობლების ლანძღვა-გინების მეტი არაფერი მესმის.. არ ვაპირებდი არანაირი კომენტარის გაკეთებას მაგრამ ყველანაირ ჩარჩოებს გასცდა თქვენი ამაზრზენი კომენტარები. რამხელა ტკივილს ვატარებთ გულით და თქვენ “უმაქნისებს” “მკვლელებს” “უგულოებს” გვეძახით და გინებას არ […]
კლანისგან დამოუკიდებელი მოსამართლე არეშიძე მის მიმართ ოცნების ბრალდებას აბსურდულს უწოდებს

სასამართლო კლანისგან დამოუკიდებელი მოსამართლე ეკა არეშიძე ქართული ოცნების მიერ მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებას განცხადებით ეხმაურება და “აბსურდულს, დამამცირებელსა და ღირსების შემლახავს” უწოდებს. ქართული ოცნება 20 აგვისტოს გამოქვეყნებული განცხადებით მოსამართლეს თავს დაესხა. პარტია ამტკიცებს, რომ ეკა არეშიძის მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, 6 წლის წინ გამოტანილი განაჩენი “საეჭვო და გაუგებარია”, რასაც ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა მოჰყვა. […]
დათუნა სარალიძის საქმის მოსამართლე „ოცნების“ ბრალდებებს პასუხობს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძე „ქართული ოცნების“ ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ ამ ტიპის საჯარო განცხადება გამოძიების დაწყების საფუძველია. საუბარია მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს 20 აგვისტოს განცხადებაზე, რომელშიც „ქართული ოცნება“ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას „საეჭვოს“ უწოდებს. იმავე განცხადებაში მმართველი გუნდი თავს ესხმის იმ მოსამართლეს, რომელმაც იმ განაჩენით მიანიშნა, რომ მკვლელი […]
ზაჰესის დასახლებაში სკვერი მოეწყობა

ზაჰესის დასახლებაში, შოთაძის მეორე შესახვევში, დაახლოებით, 2000-მდე კვადრატულ მეტრზე სკვერი ეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, ასევე, მოსასვენებელი პავილიონი. „სკვერში დამონტაჟდება სარწყავი სისტემა და გარე განათებები LED სანათებით. ყველაფერი იქნება გათვალისწინებული, რასაც პარკებისა და სკვერების მოწყობის დროს ვაკეთებთ. მსგავსი სკვერების […]
ბიუჯეტმა თამბაქოს აქციზიდან რეკორდული, 721.6 მილიონი ლარი მიიღო

2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს ბიუჯეტში თამბაქოს აქციზიდან მიღებული თანხა რეკორდულად, 46%-ით გაიზარდა და 721.6 მილიონ ლარს მიაღწია. არსებული მდგომარეობით, ადვალური აქციზიდან მიღებული თანხა ფიქსირებულ აქციზს აჭარბებს. 2024 წლის 7 თვეში ადვალური აქციზიდან შესული თანხა 385.478 მლნ ლარი იყო, ხოლო ფიქსირებული აქციზიდან 336.184 მლნ ლარი. თამბაქოს აქციზი ორ ნაწილად იყოფა, მათგან პირველია სტანდარტული აქციზური მარკა, რომელიც […]
პარტიული სიების წარდგენის წესები არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის

საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს განმარტავს. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ყოველ პარტიას უფლება აქვს, წარადგინოს თითო პარტიული სია. პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (26 სექტემბერი). […]