“ვფიცავ, მისთვის არასდროს მიღალატია” – მორატამ 8-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლესთან დაშორების მიზეზებზე ისაუბრა

ესპანურ De Corazón-თან ინტერვიუში “მილანის” ფორვარდმა ალვარო მორატამ 8-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლე ალის კამპელოსთან გაშორების მიზეზებზე ისაუბრა. “განადგურებული ვარ, მაგრამ ვფიცავ, რომ ალისისთვის არასდროს არ მიღალატია. ის ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ქალია. ალისს კვლავ ესპანეთში დარჩენა უნდოდა და სხვა ქვეყანაში გადასვლა აღარ სურდა. მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, ჩვენ მაინც კვლავ ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს, ჩვენი 4 შვილის […]
მეზვრიშვილი პროკურატურაში პაპუაშვილზე შეტანილი განცხადების თაობაზე დაიბარეს

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი ნათია მეზვრიშვილი მის მიერ პროკურატურაში შალვა პაპუაშვილზე შეტანილი განცხადების თაობაზე უწყებაში დაიბარეს. როგორც მეზვრიშვილი ამბობს, პროკურატურას განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ ძალადობისკენ მოწოდებებზე მიმართა: „პროკურატურის როლი მნიშვნელოვანია ძალადობის აღკვეთაში და ძალადობისგან თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაში. ვიმედოვნებ, გამოძიება დაწყებული დამხვდება და სათანადო რეაგირება ერთი თვის დაგვიანებით მაინც განხორციელდება, რომ შემდგომი ძალადობის პრევენცია მოხდეს,“ […]
ასობით ფრანგი ტურისტი ტყის ხანძრების გამო მადეირადან გამოფრენას ვერ ახერხებს

ასობით ფრანგი ტურისტი გასული კვირიდან ვერ ახერხებს პორტუგალიის კუნძულ მადეირადან გაფრენას ტყის ხანძრების გამო, რაც ფრენების გაუქმებას იწვევს. ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ BFMTV-ზე დაყრდნობით იტყობინება.
აშშ-ის ექსპერტები: რუსეთმა არ იცის, აფრიკაში როგორ გამოიყენოს აღდგენილი დაჯგუფება “ვაგნერი”

მას შემდეგ, რაც მიმდინარე წელს განახლდა გასამხედროებული დაჯგუფება “ვაგნერი” და ახალი სახელიც დაირქვა – “აფრიკის კორპუსი” – კრემლის წარმომადგენლებმა, როგორც ჩანს, არ იციან, როგორი უნდა იყოს ან მისი შემდეგი ნაბიჯები, ან მისი როლი რუსეთის საერთაშორისო სტრატეგიაში, განაცხადეს ექსპერტებმა ვაშინგტონის ერთ-ერთ ანალიტიკურ ცენტრში 20 აგვისტოს. მასშტაბური განახლების მიუხედავად, ახლახან ფორმირებულ “აფრიკის კორპუსს” ძველი დაჯგუფებისგან, როგორც ჩანს, […]
პროფკავშირი იუწყება, რომ „ევოლუშენის“ თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა

„ევოლუშენ საქართველოს“ გაფიცულმა თანამშრომელმა პირი ამოიკერა – ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა პროფკავშირის, „ლაბორის“ ხელმძღვანელმა გიორგი დიასამიძემ. მისი სიტყვებით, 19 წლის ბიჭს არ სურს, მისი ვინაობა გასაჯაროვდეს, რადგან მისი ოჯახი არ არის ინფორმირებული. ეს ახალგაზრდა კომპანიაში დაახლოებით ერთი წელია მუშაობს. „რატომ მივიდა ეს ადამიანი ამ ზომამდე?! ცხრა დღეა, ეს ადამიანები შიმშილობენ და კომპანიის დაქირავებულ ტროლ-ბოტები […]
ბექა ოდიშარია – ხატია დეკანოიძეს მოუწია დაბრუნება საკუთარ დედა პარტიაში, რადგან მას უთხრეს, რომ ცალკე არაფრის მაქნისია

ხატია დეკანოიძეს მოუწია დაბრუნება საკუთარ დედა პარტიაში, რადგან მას უთხრეს, რომ ის ცალკე არაფრის მაქნისია – ვინც ვერ შეასრულა დავალება და ვერ მოიზიდა ამომრჩეველი, ისინი ისევ ჩაყარეს ამ საერთო მძიმე ბრენდის ქვეშ არსებულ პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, „ევროოპტიმისტების“ ერთადერთი წევრი, რომან გოცირიძე, სავარაუდოდ, […]
ქართული ოპოზიციისთვის რუსული ზეთია პრობლემა, თორემ მთელი ევროპა რომ უკრაინის გავლით რუსულ გაზს იღებს, ამერიკა რომ აორმაგებს რუსეთთან ვაჭრობას, ეს ყველაფერი პრობლემა არ არის
ქართული ოპოზიციისთვის რუსული ზეთია პრობლემა, თორემ მთელი ევროპა რომ უკრაინის გავლით რუსულ გაზს იღებს, ამერიკა რომ აორმაგებს რუსეთთან ვაჭრობას, ეს ყველაფერი პრობლემა არ არის “ქართული ოპოზიციისთვის რუსული ზეთია პრობლემა, თორემ მთელი ევროპა რომ უკრაინის გავლით რუსულ გაზს იღებს, ეს ყველაფერი პრობლემა არ არის”- წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მთავრობის მიერ ქართული ჯარისთვის რუსული ზეთის […]
,,200-ზე მეტი ქართველი სტუდენტი რუსეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში ისწავლის” – ,,ტასი”

“2024 წელს საქართველოდან 200-ზე მეტი სტუდენტი რუსეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში ისწავლის” – წერს კრემლის პროპაგანდისტულია მედია “ტასი”საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების განყოფილების განცხადებაზე დაყრდნობით. მათივე ინფორმაციით, სტუდენტები რუსეთში უფასოდ სწავლას სექტემბრიდან დაიწყებენ. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სტუდენტებმა უკვე მიიღეს რუსეთის საგარეო და შს სამინისტროებიდან შესაბამისი დოკუმენტაცია. ,,მთავარი არხი”
უკრაინის უმაღლესმა რადამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა

უკრაინის უმაღლესმა რადამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინელი დეპუტატი, იაროსლავ ჟელეზნიაკი ავრცელებს. იაროსლავ ჟელეზნიაკის ცნობით, რომის სტატუტის რატიფიცირებას მხარი 281-მა დეპუტატმა დაუჭირა. უკრაინის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის დებულებების რატიფიცირება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში უკრაინის სრულ გაწევრიანებას ნიშნავს. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას […]
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მოსამზადებელ მოკლევადიან პროგრამებზე მსმენელთა მიღება დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების ოთხ მოკლევადიან პროგრამაზე მეოთხე ნაკადის მსმენელთა მიღება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარე წლის 21 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება, სწავლა კი 16 სექტემბერს დაიწყება. განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების ოთხი მოკლევადიანი პროგრამა (თითოეული 75 საათის ხანგრძლივობით) – […]