პაატა მანჯგალაძე – ჩვენ ბევრჯერ ვნახეთ მათი მტრული ქმედებები, ვიცით მათი ბოროტი ოცნებები და სწორედ ეს უნდა დავასრულოთ 26 ოქტომბერს რათა დადგეს ხალხის ოცნებების ასრულების დრო

ჩვენ ბევრჯერ ვნახეთ მათი {ქართული ოცნების} მტრული ქმედებები, ვიცით მათი ბოროტი ოცნებები და სწორედ ეს უნდა დავასრულოთ 26 ოქტომბერს, რათა დადგეს ხალხის ოცნებების ასრულების დრო,- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მანჯგალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს ქართველების ერთმანეთზე დაგეშვას. „რას ასხივებდა გუშინდელი მათი შეკრება გარდა შიშისა და სიყალბისა? რაზე ისაუბრა ივანიშვილმა შუშის […]
ანა ნაცვლიშვილი – 42-ე დღეა, რაც მოწმენი ვართ იმისა, როგორ მიატოვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გაფიცული ადამიანები – კომპანია „ევოლუშენის“ თანამშრომლები, რომლებიც საკუთარი შრომითი უფლებებისთვის იბრძვიან

დღეს არის 42-ე დღე, რაც მოწმენი ვართ იმისა, როგორ მიატოვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გაფიცული ადამიანები – კომპანია „ევოლუშენის“ თანამშრომლები, რომლებიც საკუთარი შრომითი უფლებებისთვის იბრძვიან, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით 2 აგვისტოდან დღემდე შრომის ინსპექციამ პასუხიც კი ვერ მოამზადა და წარმოადგინა – რას აკეთებენ, რა […]
ანა ნაცვლიშვილი – ძალიან შეშინებულ მდგომარეობაში მყოფი ივანიშვილი ღირსებით სავსე ქართველ ერს არ გამოხატავს!

თუ ვინმეს სურს, საქართველოს სახე ისეთი იყოს, რაც ჩვენ გუშინ, ბიძინა ივანიშვილის სახით ვნახეთ, ამ ქვეყნის მაჯისცემას აცდენილია – გუშინ ივანიშვილი არა საქართველოს მოქალაქეებს, არამედ შეშინებულ და დაზაფრულ, ოკუპანტი ქვეყნის მთავარმართებელს გამოხატავდა, – ეს შეფასება მედიასთან გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა. ნაცვლიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე გამოჩნდა, რომ მმართველ პარტიას მოქალაქეების პრობლემებთან დაკავშირებით […]
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრება, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ონჩუ კეჩელმა განაცხადა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ჰაკან ფიდანი ბრიუსელში, 29 აგვისტოს დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე მიიწვიეს. „ჩვენ ამ მოწვევას მივესალმებით. ამას ვაფასებთ, როგორც ევროკავშირის მხრიდან დიალოგის ძიებას“, – განაცხადა […]
გუშინ კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ “ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ხალხისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს – სალომე სამადაშვილი

გუშინ კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ “ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ხალხისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს – 2012 წლისგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილი ტყუილ დაპირებებსაც ვერ გასცემს და ის, რასაც ხალხს ჰპირდება, ოპოზიციის განადგურებაა! – ასე ეხმაურება საარჩევნო გაერთიანება “ძლიერი საქართველოს“ წევრი სალომე სამადაშვილი 21 აგვისტოს, მცხეთაში, მცხეთა-მთიანეთის ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრას, სადაც მხარდამჭერებს “ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ […]
რუსული კანონის სარჩელზე პრეზიდენტს დამოუკიდებელი იურისტებიც წარმოადგენენ, მათ შორის ბესელია

რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტს ადმინისტრაციის იურისტების გარდა, დამოუკიდებელი იურისტებიც წარმოადგენენ. ფორმულას ინფორმაციით, მათ შორის იქნება ეკა ბესელია. ოპოზიციის მომხსენებელი საკონსტიტუციო სასამართლოში ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი თამარ კორძაია იქნება. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება პარლამენტიდან ქართული ოცნების წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლო არსებით განხილვამდე რუსული კანონის ამოქმედების შეჩერების საკითხს გამწესრიგებელ სხდომაზე 29-30 აგვისტოს […]
პრეზიდენტმა 2008 წლის შინდისის ბრძოლის მონაწილის, ალექსანდრე ონიანის ოჯახს საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი გადასცა, რომელიც მას 2021 წლის 11 აგვისტოს მიენიჭა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ლენტეხში, სოფელ ჟახუნდერში საქართველოს ეროვნული გმირის, 2008 წლის შინდისის ბრძოლის მონაწილის, ალექსანდრე ონიანის ოჯახს საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი გადასცა, რომელიც მას 2021 წლის 11 აგვისტოს მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 აგვისტოს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ჯებოტა, საყდრიონი, სიმონიანთხევი, გორანა, კვერნაულა და მიმდებარე სოფელბში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ძეგვი, შიომღვიმის ტერიტორია, ნიჩბისი, ქსანი, არმაზი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან […]
ნიდერლანდები უკრაინისთვის დრონების აღმომჩენ მობილურ რადარებს შეიძენს

ნიდერლანდები უკრაინისთვის დრონების აღმოსაჩენად 51 მობილურ რადარს შეიძენს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინას აღნიშნული მობილური რადარები, სავარაუდოდ, 2024 წლის მეოთხე კვარტალში გადაეცემა. რადარების მიმწოდებელია ნიდერლანდული კომპანია Robin Radar Systems-ი. „სისტემებს შეუძლიათ გააკონტროლონ გარემო და აღმოაჩინონ მაღალი სიჩქარით მოძრავი დრონებიც კი. რადარების მობილურობა შესაძლებელს ხდის მტრის დრონების მუდმივ აღმოჩენას და შემდეგ […]
წილოსანი იმეორებს ივანიშვილის სიტყვებს, რომ ენმ “ნიურნბერგის პროცესივით” უნდა გასამართლდეს

ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს იმეორებს და ნაციონალური მოძრაობის ნიურნბერგის პროცესის სტილში გასამართლებაზე საუბრობს. “ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილი ახლა იხდის სასჯელს, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის და ზოგადად, სამართლის აღსრულების დაპირების შესრულებაა, თუმცა ახლა რასაც ვპირდებით ჩვენს ამომრჩეველს, ეს არის მათი პოლიტიკური დასასრული. ის, რომ ნაციონალური მოძრაობა, […]