გურიის რეგიონის მეთხილე ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორთან დავით წითლიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო აკეთში თხილის მწარმოებელ ფერმერებს შეხვდა. შეხვედრაზე ფერმერებმა „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით თხილის კადასტრში უკვე რეგისტრირებულია 45 000 ჰექტარზე […]
სახალხო დამცველი „ევოლუშენის“ გაფიცულ თანამშრომლებს გადაწყვეტილების მალე მიღებას დაჰპირდა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი „ევოლუშენ ჯორჯიასთან“ გაფიცული და მოშიმშილე თანამშრომლების სანახავად მივიდა. მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი საქმეს პირველივე დღიდან სწავლობს და შრომითი დისკრიმინაციის მიმართულებით წარმოებულ საქმეზე გადაწყვეტილებას მალე მიიღებს. “პირველი დღიდან, სანამ მოგვმართავდნენ, საკუთარი ინიციატივით დავიწყეთ მათი საკითხის შესწავლა. რამდენიმე საჯარო განცხადებაც გამოვაქვეყნეთ და მოვუწოდეთ, როგორც დამსაქმებელს, ისე შრომის ინსპექციას, რომ ჩართულიყვნენ ამ საკითხის […]
ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი შენელდა – გაყიდვები წლიურად 15%-ით შემცირდა

Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წლის პირველ ნახევარში ბათუმში სულ 7,041 ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით ნაკლებია. Galt & Taggart-ის შეფასებით, კლების ერთ-ერთი ფაქტორია ის, რომ ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი სენსიტიურია მიგრანტების ეტაპობრივი გადინებისა და მაღალი საპროცენტო განაკვეთების მიმართ, რაც უცხოელი მყიდველების საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე ნეგატიურად მოქმედებს. ანგარიშის თანახმად, […]
ნაცვლიშვილი: კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ქართული ოცნება საქართველოს წარსულია

კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ქართული ოცნება არის უკვე საქართველოს წარსული და არა და ვერ იქნება ამ ქვეყნის მომავალი. მათ არ აქვთ საქართველოს არცერთი მოქალაქის პრობლემაზე გამოსავალი და არ აქვთ არანაირი გეგმა და ხედვა, როგორ უნდა შეინარჩუნონ ის პროგრესი, რომელიც ქართველ ხალხს სურს. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ჩარჩენილია წარსულში და სურს, რომ ეს ქვეყანა დააბრუნოს წარსულში.
გოცირიძე: გუშინდელი მომართვების უდიდესი ნაწილი იყო პუტინის გასაგონად – “თქვენიანი ვარ”

რომ შევაჯამოთ, ეს არის დანაშაულებრივი პროგრამა, ქვეყნის ღალატის პროგრამა. ეს არის რუსეთში დაბრუნების პროგრამა, რასაც ვისმენთ. ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, ქართველი ხალხის დაკვეთა არ არის მთელი ოპოზიციის განადგურება. წინათ თუ 100 ქარხნის მშენებლობის ლოზუნგით მოდიოდნენ, წელს მთელი ოპოზიციის განადგურების ლოზუნგს სთავაზობენ წინასაარჩევნოდ, ივანიშვილს უნდა, რომ ეს უნდა ხალხს. ძალიან კარგად იცის მათი კვლევებითაც, რომ […]
ბათუმიდან სარფამდე 7.6 კილომეტრიანი გვირაბი გაიჭრება

საქართველო თურქეთს ახალი მაგისტრალით დაუკავშირდება. ზღვის სანაპიროს მომიჯნავედ არსებული გზა ჩანაცვლდება ახალი ასფალტ ბეტონის 11.4 კილომეტრის სიგრძის გზით, რომელიც მდინარე ჭოროხზე ახალი ხიდით დაუკავშირდება ბათუმის შემოვლით გზას, რომლის მშენებლობაც ამჟამად სრულდება. ახალი გზის უმეტესი ნაწილი მთლიანი სიგრძის 67% გვირაბში გაივლის, რაც მნიშვნელოვნად შეამოკლებს გზის სიგრძეს, რომელიც ამჟამად სანაპირო ზოლს მიუყვება და გაზრდის გადაადგილების სიჩქარეს. ბათუმი-სარფის […]
სახალხო დამცველი ევოლუშენ ჯორჯიას გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა

2024 წლის 22 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილე ირინე ჩიხლაძე შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდნენ, მათ წინაშე არსებული გამოწვევებისა და მოთხოვნების შესახებ მოისმინეს – ინფორმაციას სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ღონისძიებების მართვის სამმართველო ავრცელებს. „გაფიცულებმა სამუშაო ადგილზე არსებული შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტებზე, ასევე, ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ, არაჰიგიენურ პირობებზე და […]
რამაზ საყვარელიძე – კობახიძის გაფრთხილება ყველაზე მეტად ივანიშვილს ეხება, ტრამპს „ყური გაუხვრიტეს“, თავდასხმის შემთხვევები გვაქვს – რაც შეეხება ანგარიშსწორებას, თუ ყველას მიმართ დაიწყება, მოხდება ის, რაც საფრანგეთში რევოლუციონერებმა გააკეთეს

რაზეც ირაკლი კობახიძე გააფრთხილეს, მასთან ნათქვამი, ალბათ, ყველაზე მეტად ბიძინა ივანიშვილს ეხება, – ასე გამოეხმაურა ექსპერტი რამაზ საყვარელიძე იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ გუშინდელ ღონისძიებაზე, პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ტრიბუნა ტყვიაგაუმტარ მინებში იყო მოთავსებული. როგორც საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საფრთხის დონე გაზრდილია, ვინაიდან „რუსეთს, ჩინეთ-ევროპის სატრანსპორტო მაგისტრალის „გაფუჭება“ სურს და ამისათვის „სისხლს“ არ მოერიდება“. საყვარელიძემ […]
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის განმარტებით, ხვალ, დილის 10:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაზისუბნის დასახლებას, ვაზისუბნის 1-ელ, მე-2, მე-2ა, მე-3 და მე-4 მიკრორაიონებს, ვარკეთილის მასივის მე-4 მიკრორაიონის, მე-3 კვარტალს, ლეჟავას, პატარიძის, ვაზის, შანდორფ პეტეფის, დავითაიას, აშოტ კურაპალატის, შ. მშველიძის, კვაჭანტირაძის, ღვალაძის, მარშალ იოსეფ პილსუდსკის, სულაქველიძის,თამარ ღვალაძის მხტვრების, ანჩაბეთის, […]
შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტს შეუერთდა

შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტს შეუერთდეს, – მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება შვეიცარიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მათივე ინფორმაციით, შეზღუდვები 27 აგვისტოდან ამოქმედდება. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე სამხედრო აგრესიის საპასუხოდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი ევროკავშირმა 24 ივნისს დაამტკიცა. ის მოიცავს ზომებს რუსული თხევადი ბუნებრივი გაზის ინდუსტრიის წინააღმდეგ და ასევე […]