ოთარ შამუგია ზუგდიდში თხილის შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სამეგრელოს რეგიონში მოქმედ თხილის შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ, საქართველოს მასშტაბით, ,,გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში, თხილის შემნახველი და გადამმუშავებელი 23 საწარმოს შექმნა თანადაფინანსებულია 10.2 მლნ ლარით; მათ შორის, […]

ლევილში ოდას აშენებენ რესტორნის ფუნქციით, ბიუჯეტიდან 2 680 353 ლარი გამოიყო

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გეგმავს ლევილის მამულში ქართული ოდა სახლი განათავსოს. მის სივრცეში იგეგმება რესტორნისა და სუვენირების მაღაზიის მოწყობა. ამისთვის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა, რომლის ჯამური ღირებულება 2 680 353 ლარია. თანხის ნაწილი, 1 000 000 ლარი 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო, დარჩენილი 1 680 353 ლარი კი 2025 წლის ბიუჯეტში გაიწერება. ეროვნული მუზეუმი ეძებს კომპანიას, რომელიც […]

ვლადიმერ პუტინმა მთავრობის წევრებთან რუსეთის სასაზღვრო ოლქებში არსებული ვითარება განიხილა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობის წევრებთან რუსეთის სასაზღვრო ოლქებში არსებული ვითარება განიხილა. „აქ შეგკრიბეთ, რათა განვიხილოთ სიტუაცია, რომელიც ამჟამად, რუსეთის სასაზღვრო ოლქებში ვითარდება“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გამართული შეხვედრის დასაწყისში. ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე ბოგომაზმა ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ სასაზღვრო ძალებმა უკრაინული დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფის ოლქში შეჭრის მცდელობა შეაჩერეს. ასევე, კურსკის ოლქის […]

მეორე კვარტალში გუდაურში ბინების გაყიდვები შემცირდა

ანგარიშის თანახმად, მცირე ზომის ბინებმა (26-50 მ2) მთლიანი გაყიდვების 73.0% შეადგინა. ამასთანავე, გაყიდული ბინების 55.4% საშუალო ფასის სეგმენტიდან იყო ($1,001 – 1,500). “გუდაურში ამჟამად 6 დასრულებული საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები მიმდინარეობს პირველად ბაზარზე. 2024 წლის II კვარტალში გუდაურში ბინების საშუალო შეწონილი ფასი უცვლელად $1,420/მ2-ზე დარჩა. გუდაურში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 4.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც […]

უკრაინაში SOCAR-ის ბოიკოტისკენ მოუწოდებენ

“Meydan.Tv-ის” ინფორმაციით, უკრაინაში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია “SOCAR-ის” ბენზინგასამართ სადგურების ბოიკოტისკენ მოუწოდებენ. უკრაინელი აქტივისტები ამას “SOCAR-სა” და “გაზპრომს” შორის თანამშრომლობის გაფართოების შესახებ შეთანხმების გაფორმებით ხსნიან. ამ ქმედების საპასუხოდ, სოციალურ ქსელებში გაჩნდა მრავალი პუბლიკაცია, სადაც მოუწოდებენ, არ ისარგებლონ ქვეყანაში “SOCAR-ის” ბენზინგასამართი სადგურებით. საწვავის მსხვილმა უკრაინელმა იმპორტიორმა, კომპანია “Prime-ს” დამფუძნებელმა დიმიტრი ლეუშკინმა განაცხადა, რომ უკრაინის სამართალდამცავმა უწყებებმა დეტალურად […]

რატომ არ უნდა დავიცვათ ადამიანი, რომელსაც დიდი როლი აქვს იმაში, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა – კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებაზე

ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელსაც დიდი როლი აქვს იმაში, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, ამიტომ, უსაფრთხოების ზომები გაზრდილია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. კახა კალაძემ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის მაგალითიც მოიყვანა და განაცხადა, რომ ყველა იცავს უსაფრთხოებას. „ზოგიერთ ტელევიზიას აქვს სურვილი, ოპოზიცია წარმოაჩინოს როგორც განადგურებული და დაბეჩავებული. შეიძლება […]

უნგრეთი აცხადებს, რომ მიგრანტებს, რომლებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა სურთ, ბრიუსელამდე უფასო ცალმხრივ ბილეთებს გადასცემს

უნგრეთი მზად არის მიგრანტებს და თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა სურთ, ბრიუსელამდე უფასო ცალმხრივი ბილეთები გადასცეს, – Associated Press-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის აპარატის ხელმძღვანელმა, გერგელი გულიასმა განაცხადა. მან, ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, გააკრიტიკა ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც უნგრეთს, ბლოკის თავშესაფრის წესების მუდმივი დარღვევისთვის, 200 მილიონი ევროს ოდენობით ჯარიმის […]

ცოტნე ანანიძე – ოპოზიციაში ფორმალურად იყოფიან და თითქოს რამდენიმე ოპოზიციურ ცენტრს ქმნიან – მიშას ერთპიროვნული მმართველობის კომპლექსები ყველასთვის კარგად ცნობილია

ოპოზიციაში ფორმალურად იყოფიან და თითქოს რამდენიმე ოპოზიციურ ცენტრს ქმნიან – მიშას ერთპიროვნული მმართველობის კომპლექსები ყველასთვის კარგად ცნობილია,- ამის შესახებ აჭარის უმაღლეს საბჭოში “ქართული ოცნების” წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის აბსოლუტური უგულებელყოფა და კლასიკური ავტორიტარიზმი არ უნდა დაბრუნდეს საქართველოში. „სინამდვილეში, ოპოზიციიდანაც იგივე ხდება დღეს, ფორმალურად იყოფიან […]

Berklee Performance Center-ში ქართული მუსიკის საღამო გაიმართება

პირველად ბერკლის ისტორიაში, 5 ნოემბერს, Berklee Performance Center-ში, ბერკლის ყოველწლიური მე-16 ახლო აღმოსავლეთის ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ქართული მუსიკის საღამო, სადაც მაყურებელი მოისმენს ქართულ პოლიფონიურ მუსიკას, მელოდიებსა და რიტმებს გიორგი მიქაძის არანჟირებით და რეჟისორობით. საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ბერკლის სტუდენტები, სპეციალურად ამ კონცერტისთვის მოწვეული იქნება ქართველი არტისტი თამადა. ასევე იქნება ქართული ქორეოგრაფია ლაშა მძინარაშვილის ხელმძღვანელობით.

ნინო წილოსანი – გასაკვირი ის არის, რამ შეაშფოთა ჩვენი ოპონენტები და რატომ ანერვიულდნენ უსაფრთხოების ნორმებით – რაიმეს მართლა ხომ არ გეგმავდნენ ან რაზე დაწყდათ გული?

გასაკვირი ის არის, რამ შეაშფოთა ჩვენი ოპონენტები და რატომ ანერვიულდნენ უსაფრთხოების ასეთი ნორმებით. რაიმეს მართლა ხომ არ გეგმავდნენ ან რაზე დაწყდათ გული? – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებებს, რომელიც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლისას უსაფრთხოების ზომების გამოყენებას შეეხებოდა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი „გლობალური ომის […]