ოთარ შამუგია ზუგდიდში თხილის შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სამეგრელოს რეგიონში მოქმედ თხილის შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ, საქართველოს მასშტაბით, ,,გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში, თხილის შემნახველი და გადამმუშავებელი 23 საწარმოს შექმნა თანადაფინანსებულია 10.2 მლნ ლარით; მათ შორის, […]
ქალაქ სუჯაში მუშაობისთვის რუსეთმა საქმე აღძრა CNN-ის ჟურნალისტის წინააღმდეგ

რუსეთის უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ჟურნალისტის ნიკ პეიტონ უოლშის და რიგი უკრაინელი კორესპონდენტების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის კურსკის ოლქის სუჯის რაიონში მუშაობდნენ იქ არსებული ვითარების გასაშუქებლად. საქმე საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლით აღიძრა. სპეცსამსახურში აცხადებენ, რომ უცხოელი რეპორტიორები ვიდეოგადაღებას უკანონოდ აწარმოებდნენ, რისთვისაც მათ ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. უოლშის გარდა საუბარია ტელეკომპანია […]
ნაცვლიშვილი: ქართული ოცნების ხელისუფლებამ ევოლუშენის გაფიცული თანამშრომლები მიატოვა

ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის თქმით, 42-ე დღეა, ევოლუშენის თანამშრომლები გაიფიცნენ, ქართულმა ოცნებამ კი ისინი მიატოვა და მათი უფლებების დარღვევით არ ინტერესდება. პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ნაცვლიშვილმა შრომის ინსპექციის უმოქმედობაზეც ისაუბრა. “42-ე დღეა, მოწმე ვართ იმისა, როგორ მიატოვა ქართული ოცნების ხელისუფლებამ ევოლუშენის გაფიცული თანამშრომლები და როგორი დაუცველი არიან ამ ქვეყანაში ადამიანები. 42 დღეა, საქართველოში მიმდინარეობს […]
Startup World Cup-ის ეროვნულ შეჯიბრებაში Telagri-მ გაიმარჯვა

20-21 აგვისტოს, ბათუმში “საქართველოს სტარტაპ სამიტი” გაიმართა, რომელშიც გლობალური გამოცდილების მქონე ვენჩერული კაპიტალისტები, ანგელოზი ინვესტორები, სტარტაპერები და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები მონაწილეობდნენ. სამიტის ფარგლებში “სტარტაპების მსოფლიო თასის” ეროვნული შეჯიბრებაც შედგა, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი სილიკონის ველზე დაფუძნებული ვენჩურული ფონდი, Pegasus Tech Ventures-ია. სტარტაპების წლევანდელ კონკურსში Telagri-მ გაიმარჯვა, ანუ სწორედ Telagri გახდა ის ქართული სტარტაპი, რომლის დამფუძნებლები მიმდინარე […]
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

22 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.35 თეთრით გაუფასურდა და შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7099 ლარია. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.90 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0196 ლარი გახდა. 2.73 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5562 ლარი გახდა.
Startup World Cup-ის ეროვნულ შეჯიბრებაში Telagri-მ გაიმარჯვა

20-21 აგვისტოს, ბათუმში “საქართველოს სტარტაპ სამიტი” გაიმართა, რომელშიც გლობალური გამოცდილების მქონე ვენჩერული კაპიტალისტები, ანგელოზი ინვესტორები, სტარტაპერები და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები მონაწილეობდნენ. სამიტის ფარგლებში “სტარტაპების მსოფლიო თასის” ეროვნული შეჯიბრებაც შედგა, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი სილიკონის ველზე დაფუძნებული ვენჩურული ფონდი, Pegasus Tech Ventures-ია. სტარტაპების წლევანდელ კონკურსში Telagri-მ გაიმარჯვა, ანუ სწორედ Telagri გახდა ის ქართული სტარტაპი, რომლის დამფუძნებლები მიმდინარე […]
როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ქ. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში […]
ზელენკი საზღვრისპირა ფრონტის ხაზს ეწვია

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთი რუსული სოფლის აღება გამოაცხადა, როდესაც ის ეწვია სასაზღვრო ზონას, საიდანაც უკრაინული ძალები რუსეთში შევიდნენ ორი კვირის წინ, მაგრამ მოსკოვმა განაცხადა, რომ მისმა ჯარებმა აიღეს სოფელი აღმოსავლეთ უკრაინაში. კიევმა ასევე განაცხადა, რომ მან დრონებით დარტყმა განახორციელა სამხრეთ რუსეთში მდებარე საჰაერო ბაზაზე, რაც იყო მისი ბოლო კონტრშეტევა, როდესაც რუსული ძალები ნელ-ნელა მიიწევენ […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7099 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7099 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7099 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7064 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0035 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0196 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0106 ლარს შეადგენდა. […]
რუსთავში, კულტურის სახლის ისტორიულ შენობას სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდება

რუსთავის მერია, კიდევ ერთი ისტორიული შენობის – გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებული კულტურის სახლის სრულ რესტავრაცია-რეაბილიტაციას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტირება უკვე დასრულებულია და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად, ტენდერი მალე გამოცხადდება. პროექტის დეტალები რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრებთან ირაკლი შატაკიშვილთან და ალექსანდრე დალაქიშვილმა ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე განიხილა. […]