უცხოეთში 6 თვეზე მეტი ხნით მყოფი საქართველოს მოქალაქეების შემოსვლის საგადასახადო შეღავათის წესში ცვლილებაა

საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უცხოეთში 6 თვეზე მეტი ხნით მყოფი საქართველოს მოქალაქეების შემოსვლის საგადასახადო შეღავათის წესში ცვლილებაა. უწყების თანახმად, 2024 წლის 26 აგვისტოდან ძალაში შედის „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში შეტანილი ცვლილება, რომლითაც უცხოეთში 6 თვეზე მეტი დროით მყოფი პირების […]
ბულგარეთი ევროზე გადასასვლელად ემზადება – კანონი მიღებულია

ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ქვეყანაში მიმოქცევაში ევროს შეტანის პროცედურას არეგულირებს. კანონი განსაზღვრავს ახალი ვალუტის მიმოქცევაში შემოტანის პრინციპებს, წესებსა და პროცედურებს და განსაზღვრავს გარდამავალ პერიოდს, რომელიც საშუალებას აძლევს მოსახლეობას მოერგოს ახალ ვალუტას. ევროსა და ბულგარული ლევის ორმაგი მიმოქცევის პერიოდი ერთიანი ევროპული ვალუტის შემოღებიდან ერთი თვე იქნება. ბულგარეთის სახალხო ბანკი ვალდებულია გაცვალოს ბანკნოტები და მონეტები ევროში […]
ოთარ შამუგია – მიმდინარე წელს, საშუალო და მაღალი ხარისხის თხილის ღირებულება, დაახლოებით, 30-40%-ით მაღალია გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გურიასა და სამეგრელოში იმყოფებოდა. მინისტრი თხილის მწარმოებლებს შეხვდა და მოსავლის აღების, დაბინავების და რეალიზაციის მიმდინარე საკითხებს ადგილზე გაეცნო. როგორც შეხვედრის შემდეგ მინისტრმა განაცხადა, წელს მეთხილე ფერმერების შემოსავალი 250 მლ ლარზე მეტი იქნება. „შევხვდით ფერმერებს გურიის და სამეგრელოს რეგიონებში და არსებულ ვითარებას გავეცანით. წელს თხილის მოსავალი არის გაუმჯობესებული, […]
გოჩოლეიშვილს გატანა შეეძლო – “კოპენჰაგენი” ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპს მიუახლოვდა

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ მატჩში „კოპენჰაგენმა“ საკუთარ მოედანზე „კილმარნოკს“ 2:0 მოუგო. მასპინძელთა გუნდის მცველმა გიორგი გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. ის აქტიური იყო, პირველ ტაიმში თავის გამოჩენაც შეეძლო, როდესაც მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ბოლო მომენტში მეტოქე გუნდის ფეხბურთელი ლიუის მაიო დაეწია და გოლი არ გაატანინა. საპასუხო შეხვედრა 29 აგვისტოს შოტლანდიაში გაიმართება. კოპენჰაგენი – კილმარნოკი 2:0 […]
,, აი, თუ რამეს ვაჭარბებდე, ერთდროულად ვიყო ქოცის თვალში ნაცი რაცაა და ნაცის თვალში ქოცი, ის” – დავით ზურაბიშვილი

ყოფილი პარლამენტარი, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების ლიდერების საჯარო გამოსვლებს რომ ვუსმენ, მათი მთავარი მესიჯი აშკარად არის შემდეგი: დედის ხვნა და მამის შიმშილი თუ გინდათ, ქუდზე კაცი გამოდით და ხმა მოგვეცითო. 🙂 აი, თუ რამეს ვაჭარბებდე, ერთდროულად ვიყო ქოცის თვალში ნაცი რაცაა და ნაცის თვალში ქოცი, ის.”
20-ზე მეტ რუსულ კომპანიას გაკოტრების საფრთხე ემუქრება სანქციების გამო

ოცზე მეტმა მსხვილმა რუსულმა კომპანიამ, მათ შორის სამშენებლო და საავტომობილო მრეწველობის წარმომადგენლებმა, ასევე საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებლებმა, გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნეს მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ხელმძღვანელს ანტონ ალიხანოვს. წერილში აღნიშნულია, რომ მათ გაკოტრება და წარმოების შეჩერება ემუქრებათ საზღვარგარეთ, მათ შორის ე.წ. მეგობრულ ქვეყნებში კრიტიკულად საჭირო ნედლეულის შეძენის შეუძლებლობის გამო. როგორც “ერბეკა” წერს, ევროკავშირის სანქციების ბოლო, მეთოთხმეტე პაკეტის […]
დვალის “აპოელი” პირველ მატჩში ლატვიაში დამარცხდა

“აპოელი” ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ მატჩში გასვლაზე „რიგასთან“ 1:2 დამარცხდა. სტუმართა გუნდის მცველმა ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა. მასპინძელთა რიგებში ლაშა ოდიშარია 83-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, ლუკა სილაგაძე კი სათადარიგო იყო. საპასუხო შეხვედრა 29 აგვისტოს ნიქოზიაში ჩატარდება. რიგასი – აპოელი 2:1 გოლები: 1:0 კუადიო (31), 2:0 იკაუნიეკსი (45+1, პენ), 2:1 ელ-არაბი (51)
დასავლური ავიაკომპანიები ჩინეთში ფრენების რაოდენობას ამცირებენ

საერთაშორისო გადამზიდავების ფრენები ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან ჩინეთის მიმართულებით მიმდინარე ზაფხულში, 2018 წლის პიკთან შედარებით, 60%-ით შემცირდა. ამის მიზეზი ავიაკომპანიების მიერ ჩინეთის მიმართულებებზე ოპერირების შეჩერებაა. მაგალითად, British Airways-მა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ ოქტომბრიდან შეაჩერებს ფრენებს ლონდონსა და პეკინს შორის. რამდენიმე კვირით ადრე Virgin Atlantic-მა დახურა მარშრუტი შანხაის მიმართულებით. ავსტრალიური Qantas ასევე გეგმავს შეაჩეროს სიდნეი-შანხაის […]
საქართველოსთვის ევოლუშენზე: ოცნებას უნარი, კომპეტენცია არ აქვს, ხალხის პრობლემები მოაგვაროს

პარტია გახარია – საქართველოსთვის ევოლუშენის გაფიცული თანამშრომლების პროტესტს ეხმაურება და აცხადებს, რომ დღევანდელ ქართულ ოცნებას აღარ აქვს არც უნარი, არც კომპეტენცია და არც სურვილი, ხალხის პრობლემები მოაგვაროს. პარტია მიმართავს შრომის ინსპექციას, ჩაატაროს მოკვლევა და დააყენოს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი ან საქმე გადასცეს საგამოძიებო ორგანოს. “უკვე თვეზე მეტია ევოლუშენ ჯორჯიას თანამშრომლები ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ. კვირაზე […]
36 წლის კაცს, რომელმაც სამტრედიაში 72 წლის ქალი მოკლა, ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 აგვისტოს, სამტრედიაში, ბრალდებულმა ბასრი საგნის გამოყენებით მეზობელს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა. […]