გიგი წერეთელი – ხელისუფლების კამპანია აგებულია არა პოზიტიურ დღის წესრიგზე, არამედ ნეგატივზე, მოქალაქეების დაშინებაზე – მათი მხრიდან ყველა ინსტრუმენტის გამოყენება მოხდება – ზეწოლა, მოსყიდვა, რომ რაც შეიძლება მეტი ხმა მიიღონ

ნათელია, რომ ხელისუფლების სტრატეგია პოზიტიურ დღის წესრიგზე არ დგას, მათი კამპანია აგებულია ნეგატივზე, მოქალაქეების დაშინებაზე. რა თქმა უნდა, მათი მხრიდან ყველა ინსტრუმენტის გამოყენება მოხდება – ზეწოლა, მოსყიდვა, რომ რაც შეიძლება მეტი ხმა მიიღონ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი წერეთელმა, წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით განაცხადა. მისი შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ ახლა ყველაზე მეტად უჭირს, […]

შენ და შენი გუნდი უნდა ისხდეთ ციხეში სამუდამო პატიმრობის მუხლებით სამშობლოს ღალატისთვის. აი, ამის შემდეგ შეგვეძლება ვთქვათ, რომ სამართალმა იზეიმა

შენ კი არა, ყველა ის ადამიანი ვისაც შეხება აქვს თქვენთან, უნდა ჩაითვალოს დამნაშავედ და მხოლოდ მაშინ გაუქარწყლდეთ დანაშაული, თუ „ენმ“ – ში პარტიობაზე იტყვიან უარს და საჯაროდვე განაცხადებენ და აღიარებენ, რომ „ენმ“ იყო და არის საქართველოს წინააღმდეგ მოძრავი ძალა, – ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებას, რომლის თქმითაც, „სამჯერ […]

„ნაპოლიმ“ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც პსჟ-ს ოსიმენისა და კვარაცხელიას ტრანსფერზე უარი უთხრა – იტალიელი ჟურნალისტი

„ნაპოლიმ“ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე უარი თქვა – ამის შესახებ ჟურნალისტმა ენცო ბუჩონმა „რადიო ნაპოლის“ გადაცემა „გოლში“ ისაუბრა. „არიან ფეხბურთელები, რომელთა გუნდში დარჩენისთვის ანტონიო კონტე იბრძოდა. უპირველეს ყოვლისა, ესენი არიან ჯოვანი დი ლორენცო და ხვიჩა კვარაცხელია. „ნაპოლის“ მწვრთნელი ახალი გუნდის შენებას მათ გარშემო აპირებს. თუმცა, ბოლო თვეების განმავლობაში ორივეს […]

სექტემბერში Nestle–ს აღმასრულებელი დირექტორი შეიცვლება

1 სექტემბრიდან შვეიცარიული Nestle-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდება ლორენტ ფრექსი, რომელიც პასუხისმგებელია კომპანიის ოპერაციებზე ლათინურ ამერიკაში. ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი მარკ შნაიდერი თანამდებობას დატოვებს და გამოვა Nestlé-ს დირექტორთა საბჭოდან. კომპანიის სათავეში ყოფნის 8 წლის განმავლობაში შნაიდერი აქტიურად აყალიბებდა Nestlé-ს პორტფელს მისი სტრატეგიის შესაბამისად, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა სწრაფად მზარდ კატეგორიებს, როგორიცაა ყავა, პროდუქტები შინაური ცხოველებისთვის და ჯანსაღი კვება […]

,, რატო ფეხებზე არ გკიდიათ ან ქოცების დელეგატები, ან კობახიძის და კალაძის იდიოტური ტექსტები” – ნიკა გვარამია

,,ახალის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია: ,,რატო ფეხებზე არ გკიდიათ ან ქოცების დელეგატები, ან კობახიძის და კალაძის იდიოტური ტექსტები, ან ბიძინას ავადმყოფური შუშისკაცობა? წააგებენ ქოცები, სულ რომ ყურებით იარონ. საქმე, კომენტარის ნაცვლად. ჩვენ არ გვაღელვებს ჩვენ შეგვიძლია ჩვენ შევცვლით”

ფონიჭალაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს – დაკავებულია 3 პირი

ფონიჭალაში, გვიან ღამით ახალგაზრდა კაცი მოკლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულია სამი პირი. მომხდარზე გამოძიება 108-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

“რომას” დატოვება ბოლო მომენტში გადაიფიქრა – დიბალამ დიდ ფულზე უარი თქვა

“რომას” შემტევმა პაულო დიბალამ კარიერის საუდის არაბეთში გაგრძელებაზე უარი თქვა. მოგეხსენებათ, “ალ ქადისია” არგენტინელს 3 წლიან კონტრაქტს, ხელფასის სახით კი ჯამში 75 მილიონ ევროს სთავაზობდა. დიბალა თავდაპირველად შეთავაზებას დათანხმდა, ასევე სატრანსფერო ფასზე კლუბებიც შეთანხმდნენ, თუმცა ბოლო მომენტში პაულომ “ჯალოროსის” დატოვებაზე უარი განაცხადა. შეგახსენებთ, დიბალა “რომას” 2022 წელს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ჩემ მეუღლეს წავართვი სიცოცხლის უფლება, ჩემ შვილს დედის სიყვარულის უფლება წავართვი… – ცოლის მკვლელობისთვის ქმარს 20 წელი მიუსაჯეს

ჩემ მეუღლეს წავართვი სიცოცხლის უფლება, ჩემ შვილს დედის სიყვარულის უფლება წავართვი… – ასეთი იყო 27 წლის ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულის, გიორგი კავლელაშვილის ბოლო სიტყვა სასამართლო დარბაზში. ,,ჩემ მეუღლეს წავართვი სიცოცხლის უფლება, ჩემი შვილის დედას წავართვი სიცოცხლის უფლება, ჩემ შვილს წავართვი დედის ყოლის, დედის სიყვარულის უფლება, რაც ძნელია. თავს არანაირად არ ვიმართლებ, არც თავის არიდებას ვითხოვ, უბრალოდ […]

გერმანია იძიებს კრიტიკული ინფრასტრუქტურის თვალთვალის საქმეს – ეჭვი რუსულ დრონებზეა

გერმანიის პროკურატურა “საბოტაჟის მიზნით ჯაშუშურ საქმიანობაზე” გამოძიებას აწარმოებს. საქმე ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე კრიტიკული ინფრასტრუქტურის თავზე უპილოტო საფრენი აპარატების თითქმის ყოველდღიურ გადაფრენას ეხება. დეტალების გასაჯაროებისგან, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ქალაქ ფლენსბურგის საგამოძიებო უწყება თავს იკავებს. პოლიციის შიდა ანგარიშზე დაყრდნობით ვრცელ სტატიას გერმანული “BILD-ი” აქვეყნებს. ირკვევა, რომ სადაზვერვო დრონმა მიმდინარე თვის განმავლობაში ფრენისთვის აკრძალული ზონა რამდენჯერმე დაარღვია. საფრენი […]

ქობულეთში ბინები გაძვირდა – რა ღირს უძრავი ქონება?

2024 წლის II კვარტალში ქობულეთის პირველად ბაზარზე უძრავი ქონების საშუალო შეწონილი ფასი $1,221/მ2 -ს გაუტოლდა (+11.0% წ/წ), რაც პრემიუმ პროექტების მიწოდების ზრდითაა გამოწვეული. ინფორმაციას რეგიონალური საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ გალტ & თაგარტი აქვეყნებს. „2024 წლის II კვარტალში, უძრავი ქონების ბაზრის ზომა ქობულეთში წლიურად 11.5%-ით შემცირდა და 10.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაღალი […]