ირაკლი ქადაგიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ მაქსიმუმი გააკეთა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ზნე ეცვალა, მან ზნე არ იცვალა – რა უბედურებაც 2008 წლამდე და 2008 წელს ატრიალეს, ზუსტად იგივე უბედურების დატრიალების სურვილი აქვთ ახლა

„ქართულმა ოცნებამ“ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ ამ პოლიტიკურ აქტორებს ზნე ეცვალათ, მათ ზნე არ იცვალეს – რა უბედურებაც 2008 წლამდე და 2008 წელს ატრიალეს, ზუსტად იგივე უბედურების დატრიალების სურვილი აქვთ ახლა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა. როგორც ქადაგიშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, „ყველას ეძლევა შანსი, მაგრამ როცა შანსს ყოველ ჯერზე ქვეყნის […]
როგორი იქნება და რამდენი დაიხარჯება ვერის პარკის რეაბილიტაციაზე

თბილისის მერიას ვერის ბაღის რეაბილიტაცია თავდაპირველად დასახელებულ თანხასთან შედარებით შესაძლოა, 6 მლნ ლარით ნაკლები დაუჯდეს. ეს იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო კომისიამ საბოლოო ხელშეკრულება შპს ნიუკონსთან გააფორმა. ცნობისათვის, ტენდერი, სადაც წინადადებების მიღება უკვე დასრულებულია და ამ დროისთვის შერჩევა/შეფასება მიმდინარეობს, პრეტენდეტი კომპანიის – „ნიუკონსის“ შეთავაზებული თანხა 23 484 010 ლარს შეადგენს, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით კი შესყიდვის სავარაუდო […]
133 მლნ ლარი შვიდ თვეში – რა თანხა შედის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან

2024 წლის იანვარ-ივლისში ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან და ასევე აზარტული თამაშების მოწყობის ნებართვიდან ჯამში 133 146 984 ლარი შევიდა. ბიუჯეტის შესრულების 7 თვის ანგარიშის თანახმად, აზარტული თამაშების სექტორის მიერ გადახდილი მოსაკრებლები წინა წელთან შედარებით 30%-ით, ანუ 31 მილიონი ლარით არის გაზრდილი. მიღებული საბიუჯეტო შემოსავალი ასე ნაწილდება: · სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს და წამახალისებელი […]
“მეტოქის საჯარიმოსთან არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს” – მარესკამ მუდრიკზე ისაუბრა

“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ უკრაინელ შემტევ მიხაილო მუდრიკზე ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის თქმით, მუდრიკი ბურთით მეტოქის საჯარიმოსთან არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს და ამაზე უნდა იმუშაოს. “მიხაილო უნიჭიერესი ფეხბურთელია, მას ჩვენს გუნდში კარგი და ცუდი მომენტები ჰქონდა. თუ უფრო სტაბილური გახდება, კარიერაში ერთი ნაბიჯით წინ წაიწევს. ჩვენ მის გვერდით ვიქნებით და ვეცდებით, რომ დავეხმაროთ. მეტოქის საჯარიმოსთან არასწორ […]
ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ინდოეთის პრემიერს, ნარენდრა მოდის შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის შეხვდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრა კიევში, მეორე მსოფლიო ომის დროის უკრაინის ისტორიის ეროვნული მუზეუმის ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც რუსული აგრესიით დაღუპული ბავშვების დროებითი მემორიალური კომპლექსი მოეწყო. ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ნარენდრა მოდიმ პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნას. „ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან […]
ლევან ცუცქირიძე სწორედ იმიტომ იბრძოდა „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ, რომ მისი საქმიანობის შესახებ სიმართლე არ გაგვეგო, თუმცა, მაინც გავიგეთ
„ლევან ცუცქირიძის მიღებით „ლელომ“ მხოლოდ ნაცების ამომრჩეველი დაიმატა. ახლა იმტვრიონ თავი ამ ოთხმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, თუ ვინ უფრო მეტ ხმებს წაართმევს ძველ ნაცებს,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. მისივე თქმით, ლევან ცუცქირიძე „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ, იმის გამო იბრძოდა, რომ მისი საქმიანობის შესახებ სიმართლე არ გამჟღავნებულიყო, თუმცა სიმართლე გამოაშკარავდა. „ყველას კარგად […]
ვარკეთილში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ კაცს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ახალი წლის დღეებში ვარკეთილში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი კავლელაშვილს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 23 აგვისტოს გამოცხადდა. მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა გარდაცვლილი ქეთევან ედიბერიძის დედა და მოითხოვს განაჩენის უვადო პატიმრობით შეცვლას. ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ „საღ გონებაზე ამის გამკეთებელი არ იყო“. „20 წლის მერე ვინ მომიყვანს ჩემს შვილს?! 20 წლის […]
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ნასტასია არაბული Free Media Awards-ით დაჯილდოვდა

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ნასტასია არაბული პრესის თავისუფლების მხარდამჭერი Free Media Awards-ით დაჯილდოვდა. პრემია Free Media Awards-ი ორი ევროპული ფონდის, ნორვეგიული The Fritt Ord Foundation-ისა და გერმანული The Zeit Stiftung Bucerius-ის მიერ არის ინიციირებული და ყოველწლიურად გადაეცემა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში მომუშავე მედიაგამოცემებს ან ჟურნალისტებს, რომლებიც განსაკუთრებულ როლს თამაშობენ დამოუკიდებელი მედიისა და სიტყვის თავისუფლების დაცვაში. […]
ძლიერ საქართველოს შეუერთდა ჯეოქეისი, რომლის ხელმძღვანელიც ივანიშვილის ყოფილი ადვოკატია

ოპოზიციურ გაერთიანება ძლიერ საქართველოს ცნობილი ანალიტიკური ცენტრი, ორგანიზაცია – ჯეოქეისი შეუერთდა. ჯეოქეისის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი ვიქტორ ყიფიანია. ცოტა ხნის წინ კოალიციის ლიდერებმა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. ჯეოქეისი მამუკა ხაზარაძემ წარადგინა და თქვა, რომ მათი პროგრამები “აუცილებლად იქნება გათვალისწინებული [კოალიციის] მომდევნო პროგრამაში”. “ძლიერი საქართველოს ლიდერებს გვაქვს შეხვედრა ორგანიზაცია ჯეოქეისთან, მე მგონი, საზოგადოებას ახსნა არ […]
ნინო წილოსანი – უკრაინასა და მოლდოვაში ოპოზიციური პარტიები აიკრძალა, რაც არც ქვეყნის შიდა და არც გარე აქტორების მხრიდან ნეგატიურად არ შეფასებულა – ამას აღშფოთება არც საქართველოს შემთხვევაში უნდა მოჰყვეს

ჩვენ გაცხადებულად ვამბობთ, რომ „ქართული ოცნების“ არჩევით ქართველი ხალხი იმ დაპირების შესრულებას მიიღებს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას გულისხმობს! „ქართული ოცნება“ ზუსტადაც ამ დაპირების შესასრულებლად მოვა და ზუსტადაც ეს იქნება დემოკრატიის ნაწილი! ნუ შეეცდებით, ეს სხვაგვარად გადათარგმნოთ! – ამის შესახებ დღეს პარლამენტში, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა. წილოსანმა მედიას უკრაინისა და მოლდოვის პრაქტიკის გაცნობა ურჩია და […]