შსს – მ დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე – 1989 წელს დაბადებული რ.პ. დააკავეს – ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. „დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 17 აგვისტოს ბრალდებულმა, თბილისში, სხვადასხვა ქუჩაზე განთავსებულ კრიპტომატში ლამინირებული 100 ლარიანი კუპიურის […]

დავით ქაცარავამ ახალი პოლიტიკური გუნდი – “ჩვენ” წარადგინა

როგორც ცნობილია, პარტიის წევრები იქნებიან: აქტივისტი ლაშა ქვლივიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ხატია ბაკურაძე, მსახიობი კახა გოგიძე, ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, პოლიტოლოგი გიგაშა პატარიძე. დავით ქაცარავას თქმით, პარტიაში გაერთიანდნენ ადამიანები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ურთიერთობა და ამ ბრძოლაში ჩართვა. “დღეს ვაანონსებთ ახალი პოლიტიკური ერთობის, ახალი პოლიტიკური ძალის ჩართვას წინასაარჩევნო კამპანიაში. აქ არის იმ ადამიანების ერთობა, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს […]

გაერო – ისრაელის ევაკუაციის ბრძანების შედეგად, ღაზას მოსახლეობის 90% იძულებით გადაადგილებულია

გაეროს ჰუმანიტარული კოორდინატორი პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მუჰანად ჰადი აცხადებს, რომ ისრაელის მიერ გაცემული ევაკუაციის ბრძანებები უფრო საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოქალაქეებს, ვიდრე იცავს მათ. მისი თქმით, ოქტომბერში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ისრაელის ევაკუაციის ბრძანებამ ღაზაში 2.1 მილიონი მცხოვრების 90%-ის იძულებით გადაადგილება გამოიწვია. მუჰანად ჰადის ცნობით, მხოლოდ აგვისტოში ევაკუაციის 12 ბრძანება გამოიცა, რამაც 250 000 ადამიანი აიძულა, კვლავ […]

რომან გოცირიძე – დელეგატების წარდგენა ნიშნავს მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას შემოვლითი გზით, რაც ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა – „ქართულმა ოცნებამ“ მორჩილი, მოღალატე ადამიანების პოლიტიკური კლასი გამოზარდა

„ქართულმა ოცნებამ“ მორჩილი, მოღალატე ადამიანების პოლიტიკური კლასი გამოზარდა – მათ პარტია კი არ განაახლეს, არამედ ნაცადი, ყველაფერზე წამსვლელი, მონა-მორჩილი ადამიანები წარმოგვიდგინეს! – ასე აფასებს მმართველი პარტიის მიერ 26 ოქტომბრის არჩევნებში დელეგატებად წარდგენილ კანდიდატებს პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი რომან გოცირიძე. გოცირიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დელეგატების წარდგენა ნიშნავს მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას შემოვლითი გზით, რაც ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა. დეპუტატის აზრით, […]

ვარკეთილში, მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი სასამართლომ დანაშაულის გენდერის ნიშნით ჩადენის ნაწილში გაამართლა, თუმცა მკვლელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა

მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი სასამართლომ დანაშაულის გენდერის ნიშნით ჩადენის ნაწილში გაამართლა, თუმცა მკვლელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა განმარტა, გენდერის ნიშნით მკვლელობასთან დაკავშირებით საკმარისი მტკიცებულებების არ არსებობდა, რის გამოც კავლელაშვილი ამ ნაწილში დამნაშავედ არ იქნა ცნობილი. სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებამდე სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა გიორგი კავლელაშვილმა. […]

ჟურნალ “ბათუმელებს” სიცრუის გამო მოუწევს პასუხის გაცემა და მოვითხოვ ოფიციალურ ბოდიშს – არჩილ ბერიძე

„თუ ვინმეს რეალობა აინტერესებს, ნებისმიერს მივაწვდი ამ კონცერტთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, ჟურნალ ბათუმელებს კი სიცრუის გამო მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე – რა შუაშია ოცნების კანდიდატი?“– წერს მომღერალი და „ქართული ოცნების“ ბათუმის დელეგატობის კანდიდატი არჩილ ბერიძე სოციალურ ქსელში, რომელიც ჟურნალ „ბათუმელების“ სტატიას ეხმიანება, სადაც წერია, რომ „ოცნების“ კანდიდატს ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარი გადაუხადეს“. როგორც მომღერალი აცხადებს, სოლო […]

თავდაცვის მინისტრი გაერთიანებული სამეფოს ახალ ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გაერთიანებული სამეფოს ახალდანიშნულ ელჩს, გარეტ უორდს უმასპინძლა. ირაკლი ჩიქოვანმა მას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველოში წარმატებული დიპლომატიური მისია უსურვა. მინისტრმა ბრიტანულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის, წლების განმავლობაში გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა. საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში […]

კოლექტიური ნაცმოძრაობა არის აგენტურა, მოღალატეობრივი დაჯგუფება, რომელიც იმართება გარედან და შენიღბულია ვითომდა დემოკრატიით და ევროპულობით

„ეს არის ყველაზე ბოროტი ძალა. ყველა შეკრებილი, ვინც არის იქ, ყველაფრის მკადრებლები არიან ქვეყნის წინააღმდეგ. გაერთიანებებზეც რა უნდა გითხრათ, მკვდარი მკვდარს რომ აეკიდება, რა გაერთიანებაზეა საუბარი“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას ოპოზიციის გეგმებზე ჰკითხეს. თბილისის მერის თქმით, ოპოზიციას დღეს წარმოადგენს კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. […]

არჩევნების შემდეგ გასამართლდება კოლექტიური ნაცმოძრაობა ომის დანაშაულის და სამშობლოს ღალატის გამო, შეხედეთ უგულავას რეაქციას – ეს ბიუჯეტის ქურდბაცაცა იმას კი არ წერს, ეგ დანაშაული არ ჩამიდენიაო, იმას წერს, ციხეში უკვე ვიჯექი და მეტი რაღა უნდა მიქნანო

არჩევნების შემდეგ გასამართლდება კოლექტიური ნაცმოძრაობა ომის დანაშაულის და სამშობლოს ღალატის გამო, შეხედეთ უგულავას რეაქციას – ეს ბიუჯეტის ქურდბაცაცა იმას კი არ წერს, ეგ დანაშაული არ ჩამიდენიაო, იმას წერს, ციხეში უკვე ვიჯექი და მეტი რაღა უნდა მიქნანო რამდენიმე დღე გავიდა “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განცხადებიდან, სადაც მკაფიოდ და გარკვევით ეწერა, რომ არჩევნების შემდეგ გასამართლდება კოლექტიური ნაციონალური […]

კალაძე ირწმუნება, რომ “ოცნება” ოპოზიციის აკრძალვას არ გეგმავს, სხვა რამეს ამბობენ ივანიშვილი და კობახიძე

მაშინ, როცა ირაკლი კობახიძე უკვე იმ პარტიების სიას აკონკრეტებს, რომელთა აკრძალვასაც „ქართული ოცნება“ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს, ამავე პარტიის გენერალური მდივანი სრულიად საპირისპირო განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ტყუილია თითქოს „ოცნება“ პარტიების აკრძალვას გეგმავს. „აქ საუბარია კონკრეტულ დანაშაულებრივ ჯგუფზე, რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ პარტიების […]