პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 9 იანვარს, თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, […]

ბათუმში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. “რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მოპედი შეეჯახა. მომხდარის სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია

პროკურატურა გადაწყვეტილებას, რომლითაც მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით პატიმრობა მიესაჯა, დანაშაულის გენდერის ნიშნით ჩადენის ნაწილში კი გამართლდა, გაასაჩივრებს

პროკურორ გია შაიშმელაშვილის განცხადებით, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, რომლის თანახმად, მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი დანაშაულის გენდერის ნიშნით ჩადენის ნაწილში გამართლდა და მხოლოდ მკვლელობის ფაქტზე იქნა დამნაშავედ ცნობილი. როგორც პროკურორმა განმარტა, წარმოდგენილი მტკიცებულებები და ინფორმაცია საკმარისი იყო იმისთვის, რომ სასამართლოს გიორგი კავლელაშვილი გენდერის ნაწილში დამნაშავედ ეცნო. „სასამართლომ გიორგი კავლელაშვილი დამნაშავედ ცნო ოჯახის […]

უფლებადამცველი ელისო რუხაძე ცოლის მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი კავლელაშვილის ნაწილობრივ გამართლებას უკანონოს უწოდებს

უფლებადამცველი ელისო რუხაძე უკანონოს და დაუსაბუთებელს უწოდებს მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომელმაც ცოლის მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი კავლელაშვილი ნაწილობრივ გაამართლა და 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. როგორც უფლებადამცველმა ელისო რუხაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს იყო ფემიციდის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საქმე, რომელშიც საკმარისი მტკიცებულებები არსებობდა, რომ გიორგი კავლელაშვილმა მეუღლე, ქეთევან ედიბერიძე გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით მოკლა. შესაბამისად, მისი […]

„ძლიერი საქართველო“ და ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

„ძლიერი საქართველო“ და ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. როგორც კოალიციის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ანალიტიკოსებთან შეხვედრაზე განაცხადა, ძლიერ გუნდს სჭირდება ძლიერი გეგმა, ძლიერ გეგმას კი კომპეტენტური ხალხი. მისივე თქმით “ჯეოქეისთან” თანამშრომლობა სამომავლოდ უფრო მჭიდრო გახდება. „ძლიერ გუნდს სჭირდება კონკრეტული გეგმა, კონკრეტული მიზანი, მიზანზე ყველა შეთანხმებული ვართ, ჩვენ გვჭირდება ევროპული, თანამედროვე, ეკონომიკურად სწრაფად მზარდი და არა მარტო […]

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ვოლოდიმირ ზელენსკის – მზად ვარ, როგორც მეგობარმა, შევასრულო პირადი როლი უკრაინაში მშვიდობის დამყარებაში

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ კიევში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ მზად არის, როგორც მეგობარმა, უკრაინაში მშვიდობის დამყარებაში თავისი პირადი როლი შეასრულოს. Reuters-ის ინფორმაციით, ნარენდრა მოდიმ შეხვედრა მეგობრულ და ისტორიულ შეხვედრად შეაფასა და განაცხადა, რომ ინდოეთი მზად არის აქტიური წვლილი შეიტანოს მშვიდობის დამყარებაში. ამასთან, ნარენდრა მოდიმ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ დიალოგი უნდა დაიწყოს […]

,, ოპერატიული თვალსაზრისით, მოქმედების ორი ხელსაყრელი სცენარია უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის არსენალში” – გიორგი თავდგირიძე

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე: ,,უკრაინელები კურსკში და საბრძოლო მოქმედებები რუსეთის ტერიტორიაზე ჩვეულებრივ რუტინად იქცა, რუსეთის ( ქართველი რუსეთუმეების, ოცნების მოღალატეთა ლეგიონის, ხარბი ბიზნესმენების და ა.შ.) იმედები და რუსეთის იმპერიის მტრების ( ჩვენი სახით ) შიშები არ გამართლდა, უკრაინელები შევიდნენ კურსკში და დარჩენ რუსეთში საბრძოლველად. დარჩენ და ფეხიც მოიკიდეს. ოპერატიული თვალსაზრისით, მოქმედების ორი ხელსაყრელი სცენარია უკრაინის […]

ფონიჭალაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ფონიჭალაში გუშინ, გვიან ღამით, ახალგაზრდა კაცი მოკლეს. მკვლელობა საავტომობილო გზის მიმდებარედ მოხდა, სადაც არაერთი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული. მოკლულია 25 წლამდე მამაკაცი, რომელსაც დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება და დაპირისპირება უძღოდა. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. .არსებული ინფორმაციით, მკვლელობის ერთ ერთი მონაწილე ციხიდან რამდენიმე თვის წინ გამოვიდა.

Rzeczpospolita: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ შეაჩერა გერმანული ჭურვების პოლონეთისთვის მიწოდება, ისინი უკრაინაში რომ არ მოხვდეს

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ შეაჩერა საარტილერიო ჭურვების პოლონეთისთვის მიწოდება გერმანული კონცერნის, Rheinmetall-ის ამ ქვეყანაში განთავსებული ქარხნიდან. მიზეზი ამისა, პოლონეთში გამომავალი გაზეთის, Rzeczpospolita-ს თანახმად, შეშფოთებაა, რომ საბრძოლო მასალა შეიძლება უკრაინაში მოხვდეს. გამოცემის თანახმად, ვარშავამ 155-მმ კალიბრის 50 ათასი ჭურვი შეუკვეთა თავისი მარაგების შესავსებად ჯერ კიდევ 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მალევე. პოლონეთს ჭურვები არ მიუღია. შეიარაღების […]

ვოლგოგრადში პატიმრებმა მკაცრი რეჟიმის კოლონია აიღეს – იუწყებიან მსხვერპლის შესახებაც

ვოლგოგრადის ოქლის ქალაქ სუროვიკინოში პატიმრები აკონტროლებენ მკაცრი რეჟიმის N19 გამოსასწორებელ კოლონიას. იქ სადისციპლინო კომისიის სხდომა იმართებოდა. ვარაუდობენ, რომ არის მსხვერპლი. ტელეგრამის არხებზე ვრცელდება, სავარაუდოდ, კოლონიაში გადაღებული კადრები. ვიდეოებში ჩანს ოთხი ადამიანი, რომლებიც თავს მოიხსენიებენ „ისლამური სახელმწიფოს მოჯაჰედებად“. კადრებში ჩანს ოთხი მძევალი, ყველა მათგანს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ფორმა აცვია. სამი მათგანი, სავარაუდოდ ცოცხალი არაა, მეოთხე კისერშია […]