კობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტით დანიის სამეფოში იმყოფება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ოფიციალური ვიზიტით, დანიის სამეფოში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, კობა კობალაძემ, პირველი შეხვედრა დანიის ვეტერანთა ცენტრის დირექტორთან, პოლკოვნიკ კიმ სიმონსენთან გამართა. შეხვედრაზე, კობა კობალაძემ მასპინძელ მხარეს სამსახურის სტრუქტურა, მუშაობის სპეციფიკა და ის პროექტები გააცნო, რომელთაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური […]
ვოლგოგრადის ოლქში – კოლონიაში პატიმრების ამბოხი სპეცრაზმმა ჩაახშო

ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ სუროვიკინოში მკაცრი რეჟიმის N19 გამოსასწორებელ კოლონიაში ამბოხება სპეცრაზმმა ჩაახშო. პატიმრების მიერ აყვანილი მძევლები გაათავისუფლეს, ხოლო ამბოხების ოთხი მონაწილე სნაიპერებმა გაანადგურეს. მათ კოლონიის თანამშრომლები – რვა მძევალი ჰყავდათ აყვანილი. ოთხი მათგანი დაჭრეს, ოთხი მოკლულია. ტელეგრამის არხებზე მანამდე გავრცელდა სავარაუდოდ, კოლონიაში გადაღებული კადრები. ვიდეოებში ჩანს ოთხი ადამიანი, რომლებიც თავს მოიხსენიებენ „ისლამური სახელმწიფოს მოჯაჰედებად“. კადრებში […]
2024/25 წლების სეზონის ტოპ-10 ძვირად ღირებული ტრანსფერი

2024/25 წლების სეზონის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ფეხბურთის ტოპ-ლიგებში ძირითადად 30 აგვისტოს იხურება. შესაბამისად, კლუბებს კონტრაქტების გასაფორმებლად და ახალი ფეხბურთელების დასამატებლად დაახლოებით ერთი კვირა რჩებათ. Transfermarkt-ი მიმდინარე სეზონის ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერების სიას რეალურ დროში გვთავაზობს. ამ დროისთვის, ჩამონათვალში პირველ ადგილს ხულიან ალვარესი იკავებს, რომელიც 12 აგვისტოს „მანჩესტერ სიტიდან“ მადრიდის „ატლეტიკოში“ გადავიდა. ესპანელებმა არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ […]
ლაკაზეტი: მე და მიქაუტაძემ ბევრი გოლი უნდა გავიტანოთ

ოლიმპიადაზე ასპარეზობის გამო, ვეტერანი თავდამსხმელი ალექსანდრ ლაკაზეტი “ლიონს” ახლახან შეუერთდა და კლუბის საიტთან ინტერვიუში გიორგი მიქაუტაძეზეც ისაუბრა: “რა თქმა უნდა, სეზონის განმავლობაში ერთად ხშირად ვითამაშებთ. შეიძლება ეს შაბათს “მონაკოსთანაც” მოხდეს, თუ მწვრთნელი გადაწყვეტს. ჟორჟთანაც და სხვებთან ერთადაც სწრაფად უნდა შევქმნათ რაღაც. ის ხარისხიანი ფეხბურთელია, რაც ჯერ “მეცში”, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატზე დაამტკიცა. მოსალოდნელი ურთიერთობები? იმედი […]
ნატოს და უკრაინის გაძლიერება, მშვიდობა ღაზაში, ამერიკის საშუალო კლასისთვის საგადასახადო შეღავათები – ჰარისის პროგრამა

22 აგვისტოს, ჩიკაგოში, დემოკრატთა ეროვნული ყრილობის დასკვნით დღეს გაკეთებულ მიმართვაში, კამალა ჰარისმა – შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა და დემოკრატთა საპრეზიდენტო კანდიდატმა – 5 ნოემბრის არჩევნების წინ, საკუთარი საარჩევნო პროგრამის ნაწილი წარმოადგინა. ჰარისი ამერიკელებს პირდება, რომ გაითვალისწინებს საშუალო კლასის მოსახლეობის ინტერესებს და მათ გადასახადებს შეუმცირებს. საგარეო პოლიტიკის მიმართულებით კი, მან პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს უკრაინის თავდაცვას […]
ცოლის განზრახ მკვლელობისთვის სასამართლომ კაცს 20 წელი მიუსაჯა, პროკურატურა უვადო პატიმრობას ითხოვს

პროკურატურა ცოლის განზრახ მკვლელობისთვის 20 წლით დაპატიმრებულ კაცისთვის სასჯელის კიდევ უფრო დამძიმებას ითხოვს. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 23 აგვისტოს, 20 წლით თავისუფლების აკვეთა მიუსაჯა კაცს, რომელსაც საკუთარი ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ედებოდა ბრალი. “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 9 იანვარს თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, ბრალდებულმა მეუღლეს დანით სხეულის სხვადასხვა არეში 19 ჭრილობა მიაყენა, მიღებული დაზიანებების […]
ანა დოლიძე – ბიძინა ივანიშვილის და მისი საახლობლო წრის ცხოვრება სუფთა და მოწესრიგებულია

კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე “ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ის გორთან ახლოს დაგეგმილი ნაგავსაყრელის მშენებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ უფლისციხესთან ახლოს ნაგავსაყრელის მოწყობა გარშემო ტერიტორიაზე გარკვეულ პრობლემებს შექმნის. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის და მისი საახლობლო წრის ცხოვრება სუფთა და მოწესრიგებულია, ხოლო დანარჩენი საქართველო მიშვებული. “მიღებულია გადაწყვეტილება, რომ რეგიონული ნაგავსაყრელი მოეწყოს უფლისციხესთან […]
რომან გოცირიძე – ივანიშვილს ჰგონია, მოსაკლავად „გლობალური ომის პარტია“ დასდევს – მცხეთაში ქვემოდან ჯავშნიანი რკინები აიფარა, გვერდიდან – ტყვიაგაუმტარი შუშები, თავზე ბადე გადაიფარა, რომ დრონებითა და მოწამლული ჩიტებით თავს არ დაესხან!

ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ მას მოსაკლავად “გლობალური ომის პარტია” დასდევს – ამიტომაც მცხეთაში ქვემოდან ჯავშნიანი რკინები აიფარა, გვერდიდან – ტყვიაგაუმტარი შუშები, ხოლო თავზე სპეციალური ბადე გადაიფარა, რომ თავს “გლობალური ომის პარტია” დრონებითა და მოწამლული ჩიტებით არ დაესხას! – ეს შეფასება დღეს “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააკეთა. გოცირიძის თქმით, “ერთი შეხედვით სურათი კომიკურია და პათოლოგიური შიშები […]
მოდი მოუწოდებს ზელენსკის რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ კიევში თავისი პირველი ვიზიტისას განაცხადა, რომ მზადაა აქტიური წვლილი შეიტანოს მშვიდობის დასამყარებელ ძალისხმევაში. დელი ემხრობა უკრაინაში მშვიდობის მიღწევას დიპლომატიური გზებით. “მინდა დაგარწმუნოთ, რომ ინდოეთი მზადაა აქტიური როლი ითამაშოს მშვიდობისკენ მიმავალ ნებისმიერ ძალისხმევაში. თუ მე შემიძლია ამაში რაიმე როლის შესრულება, პირადად, ამას გავაკეთებ, მინდა დაგარწმუნოთ, როგორც მეგობარი”, – თქვა მოდიმ უკრაინის პრეზიდენტ […]
მაჰაჩყალის აეროპორტში არეულობის მონაწილეებს განაჩენი გამოუტანეს

რუსეთის დაღესტნის რესპუბლიკის დედაქალაქში შარშან, ოქტომბერში, მოწყობილი არეულობის ხუთ მონაწილეს არმავირის საქალაქო სასამართლომ ცხრა წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ სასამართლოს პრესსამსახური იტყობინება. ანვარბეკ ატაევს, ისლამ იბრაგიმოვს და სალიკ რამაზანოვს ექვსი წლითა და ოთხით თვით მიუსაჯეს პატიმრობა. ისინი დამნაშავედ ცნეს მასობრივი არეულობის მოწყობაში. რაბადან რაჯაბოვს ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ ძალადობის გამო ყველაზე ხანგრძლივი ვადით მიუსაჯეს პატიმრობა. “Медиазона” […]