აფგან სადიგოვი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას უჩივის

საქართველოში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ჯანმრთელობის გაუარესებასა და თანასაკნელების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლას უჩივის. ამის შესახებ მისმა ცოლმა, სევინჩ სადიგოვამ განაცხადა, რომელმაც 21 აგვისტოს, დაკავებულ ჟურნალისტთან წინასწარი პატიმრობის იზოლატორში შეხვედრის უფლება მოიპოვა. “აფგანი ძალიან დაძაბული და შეშფოთებულია. მას ყველაზე მეტად ის აწუხებს, რომ ჩვენი ოჯახი, განსაკუთრებით კი ჩვენი არასრულწლოვანი ქალიშვილები, არ არიან დაცულები. ჩვენ კვლავ […]
გუდაურში ბინების საშუალო ფასი მ2-ზე 1420 დოლარია

II კვარტალში გუდაურში 74 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 1.3%-იანი შემცირებაა. რეგიონალური საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ მიმოხილვას გალტ & თაგარტი აქვეყნებს. „მცირე ზომის ბინებმა (26-50 მ2) მთლიანი გაყიდვების 73% შეადგინა. ამასთანავე, გაყიდული ბინების 55.4% საშუალო ფასის სეგმენტიდან იყო ($1,001 – 1,500). გუდაურში ამჟამად 6 დასრულებული საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები მიმდინარეობს პირველად ბაზარზე. გალტ & თაგარტის თანახმად, 2024 […]
აბასთუმანში ელექტრომობილების 100 დამტენის მოწყობის 3-მილიონიანი ტენდერით არცერთი კომპანია არ დაინტერესდა

აბასთუმანში ელექტრომობილების 100 დამტენი პუნქტის მოწყობა იგეგმება, თუმცა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ივლისში გამოცხადებულ ტენდერში არცერთმა კომპანიამ არ წარადგინა საკუთარი შეთავაზება. ფონდი აღნიშნული დამტენების შესყიდვას 3.1 მილიონ ლარად გეგმავდა, შესაბამისად ერთი დამტენის საფასური 31,000 ლარით იყო განსაზღვრული. სატენდერო განაცხადის მიხედვით, 81 დამტენი აბასთუმნის ცენტრალურ პარკინგზე, ხოლო დანარჩენი 19 დამტენი უშუალოდ დაბა აბასთუმნის ტერიტორიაზე უნდა დამონტაჟებულიყო. […]
Football Insider: “ლივერპული” კვარაცხელიას სენსაციურ ტრანსფერზე მუშაობს

Football Insider-ის სატრანსფერო ექსპერტის, პიტ ო’რურკის ცნობით, “ლივერპული” ხვიჩა კვარაცხელიას სენსაციურ ტრანსფერზე მუშაობს და უნდა ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში გაიფორმოს. აღნიშნულია, რომ მთელი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში მერსისაიდული კლუბი უშედეგოდ ცდილობდა რომელიმე პერსპექტიული შემტევის დამატებას, საქართველოს ნაკრების 23 წლის ფეხბურთელი კვარაცხელია “ნაპოლიში” გარკვეულწილად საეჭვო მომავლის ფონზე “ლივერპულის” ინტერესის სფეროში მოექცა, თუმცა დარჩენილ ერთ კვირაში სერია A-ს სუპერვარსკვლავის გადასაბირებლად […]
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ქეთევან მოისწრაფეშვილმა, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ირაკლი კუპრავასთან და სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან მუშკუდიანთან ერთად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. 90 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის სრული რეაბილიტაცია სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება მისი ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვა, მოეწყობა სასწავლო ლაბორატორიები, […]
მთაწმინდა-კრწანისის საარჩევნო ოლქის დელეგატად, ჩემი წარდგენა დიდი პასუხისმგებლობა და ნდობის გამოცხადებაა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გუნდს
მთაწმინდა-კრწანისის საარჩევნო ოლქის დელეგატად, ჩემი წარდგენა დიდი პასუხისმგებლობა და ნდობის გამოცხადებაა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გუნდს „ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არჩევნები განსაკუთრებულია, რადგან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა და მთაწმინდა-კრწანისის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ დელეგატმა დავით კაჭარავამ. მისივე თმით, წინასაარჩევნოდ სისტემატური შეხვედრები ექნება მოსახლეობასთან, გაეცნობა […]
მთავრობას საფრანგეთისგან €30 მლნ-ის სესხად აღება სურს ხაშურში წყალარინების მოწყობისთვის

საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან საქართველო 30 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტს ითხოვს 20 წლის ვადით, ხაშურისა და მიმდებარე დასახლებების წყალარინების სისტემის გაუმჯობესებისთვის. საამისოდ საქართველოს მთავრობამ ფინანსთა სამინისტროს თანხმობა უკვე მისცა. საპროცენტო განაკვეთი თანხის ჩამორიცხვის ეტაპზე დაზუსტდება. სესხის საშეღავათო პერიოდი 5 წელია. პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სესხებს საქართველო ხან დასავლეთიდან იღებს, ხან აღმოსავლეთიდან, ეს ჩვეულებრივი პროცესია, დასავლელ […]
ლევან დავითაშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახალ ელჩს გარეთ უორდს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახალ დანიშნულ ელჩს გარეთ უორდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მას ასევე დაესწრო სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გივი ზედელაშვილი. „პირველმა ვიცე-პრემიერმა გაერთიანებული სამეფოს ელჩს მიულოცა […]
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 21 აგვისტოს ბორჯომში გაიხსნა

უწყვეტი აპლოდისმენტები, ხანგრძლივი ოვაციები და მუსიკის ნამდვილი დღესასწაული – „ღამის სერენადების“ პირველ გალა კონცერტს ბორჯომმა Borjomi Likani Health & Spa Centre უმასპინძლა. ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 21 აგვისტოს ბორჯომში გაიხსნა. ამ კონცერტის შემდეგ ფესტივალმა ბათუმში გადაინაცვლა და 23 და 25 აგვისტოს ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში ორ კონცერტს გამართავს.
ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებმაც 2024 წელს სამუშაო ძალა ყველაზე მეტად შეამცირეს

2024 წელი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის სამუშაო ძალის შემცირებით დაიწყო და ეს ტენდენცია არაერთ გლობალურ ფირმაზე გავრცელდა. თუ წლის დასაწყისში შემცირებებით ყველაზე მეტად ვიდეო თამაშების სფეროს წარმომადგენლები – Discord-ის, Unity-ის თუ Twitch-ის თანამშრომლები დაზარალდნენ, შემცირებების სერია მალე სხვა სექტორებზეც გავრცელდა და ათასობით დასაქმებულს შეეხო. Layoff.fyi პლატფორმაა, რომელიც სხვადასხვა კომპანიაში დასაქმებულთა და სამსახურიდან დათხოვნილთა მონაცემებს აგროვებს. მათი ინფორმაციით, […]