აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციები შემოიღო

აშშ-მ, უკრაინის დამოუკიდებლობის დღის მოახლოებასთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტი შემოიღო. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები შეეხება 400 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, როგორც რუსეთში, ასევე ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. ვაშინგტონის განცხადებით, მათი მომსახურება და მათი პროდუქცია ეხმარება რუსეთს ომის წარმოებასა და სანქციებისთვის თავის არიდებაში. განცხადების თანახმად, სანქციებმა ზიანი უნდა მიაყენოს […]
პალესტინელთა თანახმად, ღაზაში ისრაელის თავდასხმებს 16 ადამიანი ემსხვერპლა

პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების ცნობით, ღაზის სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს 16 ადამიანი ემსხვერპლა. ალ-აქსას წამებულთა საავადმყოფოში მიიტანეს გვამები, რომლებიც Associated Press-ის კორესპონდენტმა დათვალა. მათ შორის ისო ერთი ქალის და სამი ბავშვის ცხედრები. ისრაელის არმიამ თავდასხმები მოაწყო 23 აგვისტოს, ღამით. აშშ-ის, კატარის და ეგვიპტის შუამავლობით მიმდინარეობს მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების მიზნით, მაგრამ მას შედეგი […]
,, აღარ გავიგო ვინმეს წუწუნი უმუშევრობაზე, დაბალ შემოსავლებზე, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე” – მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი: ,,გარკვეულ კმაყოფილებას ვგრძნობ იმის გაცნობიერებით, რომ ჩვენს ქვეყანაში იმდენად მოგვარებულია ყველა ყოფითი პრობლემა, მათ შორის ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემებიც, რომ მთავარი წინასაარჩევნო დაპირება სქესის შეცვლის ოპერაციის აკრძალვაა. აღარ გავიგო ვინმეს წუწუნი უმუშევრობაზე, დაბალ შემოსავლებზე, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე, საცობებზე, ბინძურ ჰაერზე (ტექდათვალიერებაგავლილ, მაგრამ მაინც შავი ბოლის გამომშვებ მანქანებზე), საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ოკრიბადან გასული მარშრუტკების დონეზე […]
შვიდ ქვეყანაში ექიმებმა ფილტვის კიბოს მსოფლიოში პირველი ვაქცინის კლინიკური კვლევა დაიწყეს

შვიდ ქვეყანაში ექიმებმა ფილტვის კიბოს მსოფლიოში პირველი ვაქცინის კლინიკური კვლევა დაიწყეს. ბრიტანული გამოცემის, „გარდიანის“ ინფორმაციით, mRNA-ს ტექნოლოგიით შექმნილი ვაქცინა, შეიძლება, ქიმიოთერაპიის ალტერნატივა გახდეს, რადგან ის ორგანიზმს ნაკლებ ზიანს აყენებს. როგორც „გარდიანი“ წერს, ვაქცინა, რომლის გამოცდაც ახლა მიმდინარეობს, ადამიანის ორგანიზმს ასწავლის, როგორ უნდა მოძებნოს და გაანადგუროს კიბოს უჯრედები, შემდეგ კი ხელს უშლის დაავადების ხელახლა განვითარებას. BNT116-ის […]
შტურმის შედეგად ვოლგოგრადის კოლონიაში ყველა მძევალი გათავისუფლებულია, პატიმრები კი ლიკვიდირებულია – რუსული მედია

სამართალდამცავების შტურმის შედეგად ვოლგოგრადის კოლონიაში ყველა მძევალი გათავისუფლებულია, პატიმრები კი ლიკვიდირებულია – ამის შესახებ რუსული მედია “როსგვარდიაზე” დაყრდნობით წერს. მათი ინფორმაციით, შტურმის დროს მოკლულია აბუნტებული ოთხივე პატიმარი. მათი განეიტრალება კი სნაიპერებმა მოახერხეს. მანამდე ცნობილი გახდა 5 დაშავებულის შესახებ, მათ შორისაა დაწესებულების ხელმძღვანელი ანდრეი დევიატოვი, სამი თანამშრომელი და ერთი პატიმარი. რუსეთის უშიშროების ძალებთან დაახლოებული რამდენიმე ტელეგრამარხი […]
რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის, აშშ-მა კიდევ 100-ზე მეტი კომპანიისა და ფიზიკური პირის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო

რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის, აშშ-მა კიდევ 100-ზე მეტი კომპანიისა და ფიზიკური პირის წინააღმდეგ შემოიღო სანქციები, ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. განცხადების თანახმად, ახალი სანქციები 16 სხვადასხვა იურისდიქციაში მდებარე ასზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება, მათ შორის ათზე მეტ ტრანსნაციონალურ ქსელს, რომლებიც რუსეთისთვის შეიარაღებისა და ტექნიკის შესყიდვაში მონაწილეობენ, ხელს უწყობენ სანქციებისთვის გვერდის ავლას და […]
ბათუმში ფესტივალის „ღამის სერენადები“ პრესკონფერენცია გაიმართა

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალმა „ღამის სერენადები“ ბორჯომიდან ბათუმში გადაინაცვლა და ილია ჭავჭავაძის სახელობის თეატრში პრესკონფერენცია გამართა. მას ესწრებოდნენ გიორგი ისაკაძე – „ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ნინა ცაგარელი – ფესტივალის დირექტორი, სოფო ხალვაში – ბათუმის მერის მოადგილე, აკაკი ძნელაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, მარიო სტეფანო პიეტროდარკი – ბანდონეონისტი, ელვინ […]
მადლობა ყველას, ვინც ამდენი სიყვარული გამოხატეთ, მომავალ შეხვედრამდე, ჩემო საქართველო – ხავი თბილისურ შთაბეჭდილებებზე

თბილისში დასრულდა „ლევანტეს“ საზაფხულო კემპი და ვალენსიური კლუბის ციფრული სტრატეგიის კონტენტის მენეჯერმა, ხავიმ (კემპის ერთ-ერთი კოორდნატორი იყო) კლუბის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში შთაბეჭდილებები გააზიარა. „შინ შთაბეჭდილებებით დახუნძლული დავბრუნდი. სანამ გონზე მოვალ, მინდა, მადლობა გადავუხადო გიორგი ქოჩორაშვილს, რომელმაც უზარმაზარი შრომა ჩადო ახალგაზრდების მხარდასაჭერად. ჩემი დაუვიწყარი მოგზაურობა ლეგენდარულ ძიუდოისტთან, ლაშა ბექაურთან შეხვედრით დაგვირგვინდა. ჩემთვის უდიდესი პატივია ამ მაგარი […]
სანქციების გამო 20-ზე მეტ რუსულ კომპანიას გაკოტრების საფრთხე ემუქრება

სანქციების გამო 20-ზე მეტ რუსულ კომპანიას გაკოტრების საფრთხე ემუქრება. svoboda.org-ის ინფორმაციით, ოცზე მეტმა მსხვილმა რუსულმა კომპანიამ, მათ შორის სამშენებლო და საავტომობილო მრეწველობის წარმომადგენლებმა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებლებმა, გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნეს მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ხელმძღვანელს, ანტონ ალიხანოვს, სადაც ნათქვამია, რომ მათ გაკოტრება და წარმოების შეჩერება ემუქრებათ საზღვარგარეთ, მათ შორის ე.წ. „მეგობრულ ქვეყნებში“ კრიტიკულად საჭირო ნედლეულის […]
პატიმრები, რომლებმაც რუსეთში, ციხეში მძევლები აიყვანეს, სპეცრაზმმა მოკლა

რუსეთში, კოლონია იკ-19-ში პატიმრების მიერ მძევლად აყვანილი ოთხი ადამიანი თავისუფალია, იტყობინება „მედუზა“ რუსეთის ოფიციალურ სტრუქტურებზე დაყრდნობით. რუსეთის ეროვნული გვარდიის, – „როსგვარდიის“, – განცხადებით, სპეცრაზმმა მოკლა ოთხივე პატიმარი, ვისაც მძევლები ჰყავდა აყვანილი. „როსგვარდიის სპეცდანაყოფების სნაიპირებმა ოთხი ზუსტი გასროლით მოახდინე იმ ოთხი პატიმრის ნეიტრალიზაცია, ვინც კოლონიის თანამშრომლები მძევლად აიყვანა. მძევლები თავისუფლები არიან“, –ამბობენ უწყებაში. გარდა ამისა, ოფიციალური […]