ბაქოდან თბილისში გამოფრენამდე დააკავეს კიდევ ერთი აზერბაიჯანელი აქტივისტი

მეგობრების ცნობით, პარასკევს, 23 აგვისტოს, ბაქოდან თბილისში გამგზავრებამდე დააკავეს კიდევ ერთი აზერბაიჯანელი სამოქალაქო აქტივისტი, თავისუფალი ჟურნალისტი სამად სიხი. ორი დღით ადრე, 21 აგვისტოს, აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა „სახელმწიფო ღალატის“ ბრალდებით დააკავეს აქტივისტი, მკვლევარი და ჟურნალისტი ბაჰრუზ სამადოვი. სამადოვი მეორე დღეს ბრუნდებოდა პრაღაში. ის ჩეხეთის კარლის უნივერსიტეტის დოქტორანტია. სამად სიხი ბაჰრუზ სამადოვის მეგობარია. მან 22 აგვისტოს რადიო თავისუფლების […]
როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და ზივზივაძემ

გუშინ ორი ქართველი ლეგიონერის, გიორგი მამარდაშვილისა და ბუდუ ზივზივაძის თამაშმა მიიპყრო გულშემატკივრის ყურადღება, რომელთა გარჯა ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს. სელტა – ვალენსია 3:0. სტუმართა გუნდის მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა პენალტი აიღო, მაგრამ, ალბათ, სამი გაშვებული გოლის გამო, არცთუ მაღალი შეფასებები დაიმსახურა: sofascore 6.8, whoscored 6.6, flashscore 5.6. კარლსრუე – ელვერსბერგი 3:2. მასპინძელთა თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ საგოლე გადაცემა […]
ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა

უამინდობამ ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა. წვიმას თან ქარიშხალი და სეტყვა ერთოდა, რამაც სავარგულების ნაწილი გაანადგურა. სტიქია რამდენიმე წუთს გრძელდებოდა. ამ დროის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ქარმა 10-მდე საცხოვრებელ სახლს, ასევე, პანკისის ხეობაში პოლიციის შენობას სახურავი გადახადა. დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები. ძლიერმა ქარმა ასევე მოგლიჯა მრავალწლიანი ხეები და პანკისი-ახმეტა-თელავის მიმართულებით მოძრაობა შეაფერხა. ადგილზე მუშაობენ სამაშველო ჯგუფები და მობილიზებულია მერიის […]
რობერტ კენედი უმცროსი არჩევნებს გამოეთიშა და ტრამპს დაუჭირა მხარი

აშშ-ის პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, რობერტ კენედი უმცროსი საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეთიშა და რესპუბლიკელ კანდიდატს, დონალდ ტრამპს დაუჭირა მხარი. არაერთი გამოკითხვის თანახმად, უმცროსი კენედი ხმებს ტრამპს უფრო ართმევდა, ვიდრე დემოკრატ კამალა ჰარისს. AP-ის ცნობით, რობერტ კენედიმ თქვა, რომ ტრამპს მხარი დაუჭირა სიტყვის თავისუფლებისა და უკრაინაში მიმდინარე ომში საკითხებში მისი პოზიციის გამო. „სწორედ ესაა ის პრინციპული საკითხები, რომელთა […]
ევროპის ათი საუკეთესო მიმართულება 2024 წლის შემოდგომაზე მოსანახულებლად – Lonely Planet

მოგზაურობის მრავალი ექსპერტი მიიჩნევს, რომ შემოდგომა და გაზაფხული საუკეთესო დროა დაბალი ფასების, ხალხის სიმცირის და უფრო კომფორტული ტემპერატურის გამო. გამომცემა Lonely Planet-მა დაასახელა ევროპის ათი საუკეთესო მიმართულება 2024 წლის შემოდგომაზე მოსანახულებლად. 1. სევილია (ესპანეთი) საუკეთესოა ქალაქია შემოდგომაზე დასასვენებლად. ოქტომბერში სევილიაში ტემპერატურამ შეიძლება მიაღწიოს მაქსიმუმ 26°C-ს, რაც იდეალურია ამ ტერიტორიის მრავალი ღირსშესანიშნაობის შესასწავლად. მარტიდან მაისამდე პერიოდი […]
ვენეცია, რომი, ბარსელონა – Online Mortgage Advisor-მა მსოფლიოს ულამაზესი ქალაქები დაასახელა

ბრიტანულმა ვებგვერდმა Online Mortgage Advisor მსოფლიოს ულამაზესი ქალაქები დაასახელა. ადგილები განისაზღვრა შენობების რაოდენობის მიხედვით, რომლებიც შეესაბამება ოქროს პროპორციას. რეიტინგში 10 ადგილიდან 9 ადგილი ევროპის ქალაქებმა დაიკავეს. პირველ ადგილზეა ვენეცია. იქ შენობების 83,3% ოქროს კვეთით აშენდა. ტოპ-10 ქალაქი ასე გამოიყურება: ვენეცია; რომი; ბარსელონა; პრაღა; ნიუ-იორკი; ათენი; ბუდაპეშტი; ვენა; ბორდო; მილანი. წყარო: avianews.ge
ზელენსკი: „თანდათანობით რუსეთის ჯარს უკან ვახევინებთ ხარკოვის ოლქიდან“

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დღევანდელ მიმართვაში განაცხადა, რომ რუსულ ძალებს თანდათანობით უკან ახევინებენ ხარკოვის ოლქიდან. „ვესაუბრე სარდალ სირსკის ხარკოვის ოლქში მიმდინარე ბრძოლებზე. უკან ვახევინებთ რუსეთის არმიას. თანდათანობით. ოკუპანტი ვერ დაიპყრობს ხარკივს, ვერ დაიპყრობს ჩვენს უკრაინას“, – ციტირებს მას „უკრაინსკა პრავდა“. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მაისში უკრაინელებმა უკვე მოიგერიეს თავდასხმა ხარკოვზე.
სატელეფონო საუბრისას ბაიდენმა ზელენსკის აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა

აშშ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 23 აგვისტოს ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ხალხისადმი. უკრაინის დამოუკიდებლობის დღის წინა დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ბაიდენმა ასევე გამოაცხადა ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ. ცნობით, პაკეტი 125 მილიარდ დოლარს მოიცავს, თუმცა თეთრი სახლის განცხადებაში არ არის მითითებული თანხის რაოდენობა. ბაიდენმა გაიმეორა, რომ […]
აშშ-მა სანქციები დაუწესა 400-მდე სუბიექტს რუსეთის სამხედრო მრეწველობისთვის მხარდაჭერის გამო

შეერთებულმა შტატებმა 23 აგვისტოს დაამატა რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი 400-მდე ფიზიკური და სუბიექტი სანქციების სიას, რაც აშშ-ის მცდელობის ნაწილია, ხელი შეუშალოს რუსეთისთვის იმ პროდუქციის მიწოდებას, რაც სამხედრო მრეწველობას ხმარდება უკრაინაში ომის წარმოებისთვის. „რუსეთის ეკონომიკა კრემლის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სამსახურშია“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ უოლი ადეემომ. ხაზინა „დღეს აგრძელებს პრეზიდენტ [ჯო] ბაიდენის და “დიდ […]
Uber-ის მომხმარებლები აშშ-ში 2025 წელს Cruise–ის რობოტაქსის გამოძახებას შეძლებენ

Uber Technologies Inc. 2025 წელს თავის მომხმარებლებს რობოტაქსის გამოძახების შესაძლებლობას მისცემს. კომპანიამ გამოაცხადა პარტნიორობა რობოტაქსის სერვისის ოპერატორ Cruise LLC-თან, General Motors Co-ს განყოფილებასთან. ტაქსის გამოძახებისას Uber-ის მომხმარებლებს შესთავაზებენ შეკვეთას თვითმართვადი Chevrolet Bolt-ის ავტომობილი, თუ სამგზავრო მარშრუტი აკმაყოფილებს Cruise–ის რობოტაქსის სერვისის პირობებს. ეს შესაძლებლობა ხელმისაწვდომი იქნება Uber-ის მომხმარებლებისთვის მხოლოდ აშშ-ში. წყარო: interfax