ზელენსკი: „თანდათანობით რუსეთის ჯარს უკან ვახევინებთ ხარკოვის ოლქიდან“

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დღევანდელ მიმართვაში განაცხადა, რომ რუსულ ძალებს თანდათანობით უკან ახევინებენ ხარკოვის ოლქიდან.
„ვესაუბრე სარდალ სირსკის ხარკოვის ოლქში მიმდინარე ბრძოლებზე. უკან ვახევინებთ რუსეთის არმიას. თანდათანობით. ოკუპანტი ვერ დაიპყრობს ხარკივს, ვერ დაიპყრობს ჩვენს უკრაინას“, – ციტირებს მას „უკრაინსკა პრავდა“.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მაისში უკრაინელებმა უკვე მოიგერიეს თავდასხმა ხარკოვზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსების მიერ დნესტრისპირეთის მცხოვრებლებისთვის მოქალაქეობის აღების გამარტივება ნიშნავს, რომ ახალ ჯარისკაცებს ეძებს და ასევე, ეს არის დნესტრისპირეთის, როგორც ვითომდა თავის ტერიტორიად მონიშვნა