24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა

24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა. 1995 წლის 24 აგვისტოს, 17:50 საათზე, პარლამენტმა, 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ, საქართველოს კონსტიტუცია მიიღო. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია თავდაპირველად 1921 წლის კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობდა, მაგრამ, საბოლოოდ, ახალი კონსტიტუციის მიღება გადაწყდა. საქართველოს კონსტიტუცია ძალაში 1995 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან შევიდა, როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და საქართველოს […]

მამუკა ხაზარაძე – დღესაც, როგორც წარსულში, ქართული სახელმწიფო ჩვენი დასაცავია! დასაცავია ის ღირებულებები და მონაპოვარი, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია აერთიანებს – ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს

დღესაც, როგორც წარსულში, ქართული სახელმწიფო ჩვენი დასაცავია! დასაცავია ის ღირებულებები და მონაპოვარი, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია აერთიანებს. ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით წერს. როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, ეს დღე გვახსენებს იმ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენი წინაპრებისა და მომავალი თაობის წინაშე ავიღეთ. “გილოცავთ კონსტიტუციის […]

გერმანიაში მამაკაცმა ფესტივალზე დანით რამდენიმე გამვლელი მოკლა, არიან დაჭრილებიც

გერმანული მედიის ინფორმაციით, გერმანულ ქალაქ ზოლინგენში დანით შეიარაღებულმა პირმა რამდენიმე ადამიანი მოკლა, ასევე არიან დაჭრილებიც. გავრცელებული ცნობებით, მამაკაცმა გამვლელები ქალაქის 650-ე წლისთავის აღსანიშნავ ფესტივალზე დაჭრა. ადგილობრივი გაზეთის Solinger Tageblatt-ის თავდაპირველი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანია მოკლული, ხოლო დანარჩენების ვითარება ჯერ კიდევ მძიმეა. ფესტივალი დროებით შეწყდა, ხოლო პოლიციამ თავდამსხმელზე ძებნა გამოაცხადა. ამავე გაზეთის ცნობით, პოლიციამ მოსახლეობას […]

დიდი ამბები ნეაპოლიდან – ორშაბათს გილმორი, სამშაბათს ლუკაკუ, შემდეგ…

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ “ნაპოლის” სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა ლონდონში “ჩელსის” თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე მოურიგდა. ეს სიამოვნება ნეაპოლურ კლუბს 30+15 მილიონი ევრო დაუჯდება და ბელგიელს სამწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ. მანა ინგლისში აგრეთვე ორი შოტლანდიელი ნახევარმცველის – ბილ გილმორის (ბრაიტონი) და სკოტ მაკტომინეის (მანჩესტერი) გადაბირებას ცდილობს და პირველის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. გილმორს 15+2 მილიონად შეიძენენ. […]

გერმანიაში დაიწყეს გამოძიება გაცვლილი რიკო კრიგერის საქმეზე

გერმანიაში დაიწყო გამოძიება, რიკო კრიგერის საქმეზე, რომელიც ახლახან გათავისუფლდა დასავლეთსა და რუსეთს, ასევე ბელარუსს შორის პატიმრების გაცვლის შედეგად. გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერი ეჭვმიტანილია ბელარუსის ტერიტორიაზე აფეთქების მოწყობის მომზადებაში, იტყობინება Welt am Sonntag-ი. გაზეთის ინფორმაცია დაადასტურა ფედერალური პროკურატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. კრიგერი ბელარუსში დააპატიმრეს შარშან ოქტომბერში. ქვეყანაში ის ტურისტად ჩავიდა. გამოძიების თანახმად, კრიგერი უკრაინის არმიაში იბრძოდა და […]

,, საპატიო პირველი სვლა ცოტნე ივანიშვილმა გააკეთა” – ჭადრაკის ფედერაცია

,,თბილისში, მიმდინარე ქალთა მსოფლიო გრან პრის მერვე ტურის ლიდერთა შეხვედრაში, საპატიო პირველი სვლა ცოტნე ივანიშვილმა გააკეთა.”, – წერს ჭადრაკის ფედერაცია და ფაქტის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს

შოთა ნონიკაშვილი უკრაინულ გუნდში გადავიდა

23 წლის ცენტრალური ნახევარმცველი შოთა ნონიკაშვილი “იბერია 1999”-დან უკრაინის პრემიერლიგის “ჩერკასიში” გადავიდა. “ჩერკასი” ტრანსფერისა და კონტრაქტის დეტალებს არ იტყობინება. ამ გუნდის მწვრთნელი ანდრეს კარასკო ადრე თბილისის “დინამოში” და “საბურთალოს” აკადემიაში მუშაობდა და შოთა ნონიკაშვილს კარგად იცნობს. “ჩერკასი” 3 ტურის შემდეგ 6 ქულით ჩემპიონატზე მე-6 ადგილზეა და 26 აგვისტოს “კარპატის” უმასპინძლებს.

გერმანიის ქალაქ ზოლინგენში სამი პირია მოკლული და რამდენიმე დაჭრილი

გერმანიის მედიის თანახმად, ქალაქ ზოლიგნენში, ჩრდილოეთრაინ-ვესტფალიაში, ქალაქის 650 წლისადმი მიძღვნილი სახალხო ზეიმის დროს სამი პირი მოკლეს და რამდენიმე დაჭრეს. პოლიციამ გამოაცხადა განგაში. DPA-ი, ასევე ადგილობრივი მედია იმოწმებს პოლიციას, რომლის თანახმად, მკვლელობა მოხდა დანით. არაა ცნობილი დანაშაულის მოტივი. შემთხვევა მოხდა ზოლინგენის ცენტრში. ქალაქის თავზე შვეულმფრენები დაფრინავენ, ქალაქის მოსახლეობას პოლიცია სთხოვს, შინ დარჩნენ. ქალაქის იუბილესადმი მიძღვნილი, სახალხო […]

Politico: საქართველოს მთავრობა, “ჩრ. კორეის სტილში”, ოპოზიციური პარტიების აკრძალვას გეგმავს

ქართული ოცნების და მისი ლიდერების ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პარტია დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს კანონგარეშედ გამოაცხადებს, გამოცემა Politico სტატიას აქვეყნებს. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირსა და თბილის შორის რუსული კანონის გამო ისედაც გამწვავებული ურთიერთობის ფონზე, ოლიგარქის პარტიის ეს გეგმა საქართველოს ევროპულ კურსს უფრო მეტ ზიანს […]

სტიქია კახეთში – ქარმა სახლებს სახურავი გადახადა, მოგლეჯილია ხეები

ძლიერმა ქარმა და წვიმამ კახეთში პრობლემები შექმნა. ახმეტის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ყვარელწყალში და წინუბანში, სულ მცირე 10 სახლს სახურავი აქვს გადახდილი. ქარმა სახურავი ნაწილობრივ გადახადა სოფელ დუისის პოლიციის შენობასაც. მოგლეჯილია მრავალწლოვანი ხეები. დაზიანებულია ავტომობილებიც. ახმეტის მერის ალექსი ფიცხელაურის თქმით, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები რის გამოც ახმეტის სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. “სტიქიისგან მიყენებული ზარალის კონკრეტული მოცულობა ამ […]