რამდენად იყიდით დოლარს და ევროს უქმეებზე – განახლებული კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6977 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7099 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0122 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0004 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0196 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0192 ლარი შეადგინა.
24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა

24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა. 1995 წლის 24 აგვისტოს, 17:50 საათზე, პარლამენტმა, 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ, საქართველოს კონსტიტუცია მიიღო. ცნობილია, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია თავდაპირველად 1921 წლის კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობდა, მაგრამ საბოლოოდ ახალი კონსტიტუციის მიღება გადაწყდა. 1995 წლის 17 სექტემბერს კი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა კონსტიტუციის ოფიციალურ ტექსტს მთავრობის იმ სასახლეში […]
Politico: საქართველოს მთავრობა, “ჩრ. კორეის სტილში”, ოპოზიციური პარტიების აკრძალვას გეგმავს

ქართული ოცნების და მისი ლიდერების ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პარტია დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს კანონგარეშედ გამოაცხადებს, გამოცემა Politico სტატიას აქვეყნებს. გამოცემის სტატია იწყება ანალიტიკოსების მოსაზრებით, რომ მთავრობის ეს ნაბიჯი “საქართველოში დემოკრატიის დასასრული იქნება.” სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირსა და თბილის შორის რუსული კანონის გამო ისედაც […]
ბათუმში მოსულმა უხვმა ნალექმა გარკვეული შეფერხებები გამოიწვია

ბათუმში მოსული უხვი ნალექის შედეგად ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი დაიტბორა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტად მიმდინარეობდა ცხაურების, ჭებისა და ზღვაში გამსვლელი არხების წმენდა. „ადგილზე ბათუმის ვიცე-მერი და მერიის შესაბამისი სამსახურები იმყოფებოდნენ. მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტად მიმდინარეობდა ცხაურების, ჭებისა და ზღვაში გამსვლელი არხების წმენდა. “ბათუმის წყლის” ცხელ ხაზზე დატბორვასთან […]
ამერიკელმა სამხედროებმა სირიაში „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული დაჯგუფების ლიდერის ლიკვიდაცია განახორციელეს

ამერიკელმა სამხედროებმა სირიაში „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული დაჯგუფების ლიდერის ლიკვიდაცია განახორციელეს, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, დრონის გამოყენებით განხორციელებული დარტყმის სამიზნეს დაჯგუფება „ჰურას ალ-დინის“ ლიდერი, აბუ-აბდ ალ-რაჰმან ალ-მაკი წარმოადგენდა. ამერიკელმა სამხედროებმა დარტყმა იდლიბის პროვინციის ჯაბალ ალ-ზავიას რაიონში მაშინ განახორციელეს, როდესაც ალ-მაკი მოტოციკლით გადაადგილდებოდა.
ღაზაში, ისრაელის იერიშების შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა

ღაზაში, ისრაელის იერიშების შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინური საინფორმაციო სააგენტო WAFA ავრცელებს. პალესტინური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ისრაელმა იერიშები ხან-იუნისის აღმოსავლეთით და ალ-ნუსეირათის ბანაკის ტერიტორიაზე განახორციელა. დაღუპულებს შორის ერთი ქალი და ორი ბავშვია. თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაშავდა.
თინა ბოკუჩავამ და გიორგი ვაშაძემ აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი დაასრულეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი დაასრულეს, სადაც ისინი დემოკრატიული პარტიის კონგრესს დაესწრნენ, სადაც დემოკრატიულმა პარტიამ ოფიციალურად წარადგინა კამალა ჰარისი პრეზიდენტობის კანდიდატად.” „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თინა ბოკუჩავამ და გიორგი ვაშაძემ კონგრესის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი მაღალი რანგის შეხვედრები გამართეს დემოკრატ კონგრესმენებთან და სენატორებთან. პარტიის ლიდერებმა […]
მიხეილ სარჯველაძე ტვინინგის პროექტის ხელმძღვანელ ბრანისლავ ონდრუშს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ევროპარლამენტის წევრს, სლოვაკეთის რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და ოჯახის მინისტრის მრჩეველს, ბრანისლავ ონდრუშსა და სლოვაკეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს, სლოვაკეთი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის პრეზიდენტს მიხაელ შტუსკას შეხვდა. შეხვედრას, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე ესწრებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო […]
₾545 მილიონის ობლიგაციების ემისიაზე 12 განაცხადია შემოსული – მიხეილ ხიდურელი

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მიხეილ ხიდურელის თქმით, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში უკვე 12 განაცხადია შესული, რომლებიც ლარში ჯამურად 545 მილიონის ობლიგაციების გამოშვებას ითვალისწინებს. სააგენტოს ხელმძღვანელი „ჭავჭავაძის 64ბ“-ს მიერ სადებიუტო ობლიგაციების გამოშვებას გამოეხმაურა. უძრავი ქონების მენეჯმენტის კომპანია „ჭავჭავაძის 64ბ“-მ, პროგრამის ფარგლებში, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, 10 მილიონი დოლარისა და 3 მილიონი ევროს […]
რა არის ფინანსური განათლება და რატომ გვჭირდება ის?

ოდესმე დაფიქრებულხართ, თუ რატომაა ზოგი ადამიანისთვის საკუთარი ფინანსების მართვა ადვილი, ზოგისთვის კი ძალიან რთული? ამ კითხვაზე პასუხი ერთ ძალიან მნიშვნელოვან უნარში იმალება – ესაა ფინანსური განათლება. თუკი, განათლებით ფინანსისტი, ბუღალტერი ან ბიზნეს ადმინისტრატორი არ ხართ, მაშინ, ჩვენს ქვეყანაში, ძალიან გაგიჭირდებოდათ ამ უნარის შეძენა, რადგან ფინანსური განათლება, ძალიან ხშირად, ფუფუნების სფეროს წარმოადგენს. არადა, იმის გაგება, თუ […]