უკრაინის მხრიდან დრონებით შეტევას ხანძარი მოჰყვა რუსეთში, ვორონეჟის იარაღის საწყობში

24 აგვისტოს დილით უკრაინის მხრიდან დრონების შეტევამ გამოიწვია ხანძარი იარაღის საწყობში, რუსეთის ვორონეჟის რეგიონის ოსტროგოჟსკის ოლქში – წერს რეგიონის გუბერნატორი, ალექსანდრ გუსევი ტელეგრამით. გუსევის თქმით, ხანძარი მოჰყვა დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნას, რამაც გამოიწვია იარაღის აფეთქება. გუსევის თანახმად, მსხვერპლი არ არის. ოსტროგოჟსკში ასევე მდებარეობს დაჯავშნილი მანქანების საწვრთნელი ცენტრი. ამავე ღამით დრონებით იერიში განხორციელდა ბელგოროდის რეგიონზეც – აცხადებს […]

სალომე ზურაბიშვილი – ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! – მინდა გისურვოთ ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა

ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! – მინდა გისურვოთ ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში აღნიშნავს. „ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით მინდა მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე! მინდა გისურვოთ თქვენი მიზნისაკენ წინსვლა, რაც ასევე ჩვენი საერთო […]

თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში “ქართული ოცნების” დელეგატები წარადგინა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში “ქართული ოცნების” დელეგატები წარადგინა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, წარმოდგენილი კანდიდატები მუნიციპალიტეტებში წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნების” შტაბებს უხელმძღვანელებენ. მისივე განცხადებით, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების მიზნით, დელეგატები უმაღლეს საბჭოში წამყვან პოზიციებზე იქნებიან. „დღეს წარმოგიდგენთ დელეგატებს, რომლებიც საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან აჭარის მუნიციპალიტეტებში. აღნიშნული დელეგატები იქნებიან „ქართული ოცნების“ სიაში უმაღლეს საბჭოში გამსვლელ ადგილზე. […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – ის, რაც მტერმა ჩვენს მიწაზე მოიტანა, ახლა თავის სახლში დაბრუნდა

ის, რაც მტერმა ჩვენს მიწაზე მოიტანა, ახლა თავის სახლში დაბრუნდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს დამოუკიდებლობის 33 წლის იუბილე მიულოცა. „დღეს, ჩვენ 33-ე უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ და ის, რაც მტერმა ჩვენს მიწაზე მოიტანა, ახლა თავის სახლში დაბრუნდა. მათ ვისაც ჩვენი მიწების ბუფერულ […]

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 24 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა და მომდევნო წლის 1-ელ მარტამდე გაგრძელდება. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ნადირობის სეზონის განმავლობაში, უკანონო ნადირობის ფაქტების გამოვლენის, აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაამკაცრებს. „გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველმა ნადირობამდე უნდა გადაიხადოს გარემოდან გადამფრენი ფრინველების […]

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა

24 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა და მომდევნო წლის 1 მარტამდე გაგრძელდება, – ამის შესახებ “კომერსანტს” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები ნადირობის ადგილების მიხედვით ვრცლად იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://des.gov.ge/Ge/HuntingSeason გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ნადირობის სეზონის განმავლობაში, […]

ინვესტიციები უკვე მუდმივად იკლებს, მთელი იმედი ახლა ანაკლიის პორტის მშენებლობაზეა

საქართველოში საინვესტიციო კლიმატი ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად შეიცვალა. 2023 წლის სტატისტიკა ამ მხრივ არასახარბიელოა, რაზეც სხვადასხვა ფაქტორმა იქონია გავლენა. მათ შორის, შიდა პოლიტიკურმა ვითარებამ, სანქციებით შანტაჟმა და სხვა, რამაც ქვეყანას საინვესტიციო მიმზიდველობა დაუკარგა. დიდი ალბათობით, კლების ტენდენცია წელსაც შენარჩუნდება, რაც უკვე არჩევნების გავლენით იქნება გამოწვეული. მომავალი წლიდან კი ამ მხრივ დადებით ფაქტორად შეიძლება იქცეს ანაკლიის […]

ქართველმა პარამკლავჭიდელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 96 მედალი მოიპოვეს

მოლდოვაში მიმდინარე მკლავჭიდის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა პარასპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს, 96 მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. საქართველომ სულ 36 ოქროს, 32 ვერცხლისა და 28 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ქართველი პარამკლავჭიდელები მსოფლიოს ჩემპიონატზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

ირინა ენუქიძის გარდაცვალებიდან 17 წელი გავიდა

სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის გარდაცვალებიდან 17 წელი გავიდა. ირინა ენუქიძე 2007 წლის 24 აგვისტოს გარდაიცვალა. სიკვდილის შემდეგ ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის და სამოქალაქო თავდადებისთვის 2015 წელს პრეზიდენტმა ის თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა. 2006 წლის 28 იანვარს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კრიმინალური საქმეა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. სტრასბურგის […]

“სეტყვა, ქარი…” – როგორი ამინდი იქნება უქმეებზე საქართველოში

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეიდან 26 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება. ზღვისპირა რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ხანმოკლე წვიმა ელჭექით იქნება დასავლეთის როგორც დაბლობში, ისე მთიან რაიონებში. ასეთივე ამინდი […]