გერმანიაში მამაკაცმა ფესტივალზე დანით რამდენიმე გამვლელი მოკლა, არიან დაჭრილებიც

გერმანული მედიის ინფორმაციით, გერმანულ ქალაქ ზოლინგენში დანით შეიარაღებულმა პირმა რამდენიმე ადამიანი მოკლა, ასევე არიან დაჭრილებიც. გავრცელებული ცნობებით, მამაკაცმა გამვლელები ქალაქის 650-ე წლისთავის აღსანიშნავ ფესტივალზე დაჭრა. ადგილობრივი გაზეთის Solinger Tageblatt-ის თავდაპირველი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანია მოკლული, ხოლო დანარჩენების ვითარება ჯერ კიდევ მძიმეა. ფესტივალი დროებით შეწყდა, ხოლო პოლიციამ თავდამსხმელზე ძებნა გამოაცხადა. ამავე გაზეთის ცნობით, პოლიციამ მოსახლეობას […]

რობერტ კენედი უმცროსი არჩევნებს გამოეთიშა და ტრამპს დაუჭირა მხარი

აშშ-ის პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, რობერტ კენედი უმცროსი საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეთიშა და რესპუბლიკელ კანდიდატს, დონალდ ტრამპს დაუჭირა მხარი. არაერთი გამოკითხვის თანახმად, უმცროსი კენედი ხმებს ტრამპს უფრო ართმევდა, ვიდრე დემოკრატ კამალა ჰარისს. AP-ის ცნობით, რობერტ კენედიმ თქვა, რომ ტრამპს მხარი დაუჭირა სიტყვის თავისუფლებისა და უკრაინაში მიმდინარე ომში საკითხებში მისი პოზიციის გამო. „სწორედ ესაა ის პრინციპული საკითხები, რომელთა […]

აზერბაიჯანში OC Media-ს კიდევ ერთი კონტრიბუტორი დააკავეს – „თბილისში ცდილობდა გამგზავრებას“

გამოცემა OC Media-ს კიდევ ერთი კონტრიბუტორი და აქტივისტი სამად შიხი აზერბაიჯანში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბაქოს აეროპორტში სწორედ მაშინ დააკავეს, როდესაც თბილისში ცდილობდა გამგზავრებას. ამ დროისთვის მისი დაკავებისა და ბრალდების შესახებ ოფიციალური განცხადება აზერბაიჯანის სამართალდამცავ უწყებას არ გაუვრცელებია. 22 აგვისტოს აზერბაიჯანში ღალატის ბრალდებით დააკავეს მკვლევარი და ჟურნალისტი, OC Media-ს კონტრიბუტორი, ბაჰრუზ სამადოვიც, რომელიც, ასევე, ალიევის […]

ბოტსვანაში მსოფლიოში სიდიდით მეორე ალმასი იპოვეს

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ალმასი ბოტსვანაში, კანადური კომპანია Lucara Diamond-ის საბადოში 22 აგვისტოს იპოვეს. 2 492 კარატიანი ბრილიანტი მსოფლიოში სიდიდით მეორე ალმასია, რომელიც სამხრეთ აფრიკაში რეკორდული, 3 106 კარატიანი ბრილიანტის აღმოჩენიდან ერთ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ იპოვეს. 1905 წელს აღმოჩენილი ძვირფასი ქვა მაშინ 9 ბრილიანტად დაჭრეს, რომელთა დიდი ნაწილიც ბრიტანელ მონარქთა სამკაულებში გადანაწილდა. Lucara-ს ინფორმაციით, ალმასი […]

გერმანიაში, ფესტივალზე დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა

გერმანიაში, ფესტივალზე დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს. შემთხვევა ქალაქ ზოლინგენში მოხდა, როდესაც ზოლინგენის მოსახლეობა ქალაქის 650 წლის იუბილეს აღნიშნავდა. პოლიცია თავდამსხმელს ეძებს. ამ დროისთვის, მისი ვინაობა უცნობია. „დღეს საღამოს, ზოლინგენში, ჩვენ ყველანი შოკში ვართ. ყველას გვსურდა ქალაქის იუბილე ერთად აღგვენიშნა, […]

გერმანიაში დაიწყეს გამოძიება გაცვლილი რიკო კრიგერის საქმეზე

გერმანიაში დაიწყო გამოძიება, რიკო კრიგერის საქმეზე, რომელიც ახლახან გათავისუფლდა დასავლეთსა და რუსეთს, ასევე ბელარუსს შორის პატიმრების გაცვლის შედეგად. გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერი ეჭვმიტანილია ბელარუსის ტერიტორიაზე აფეთქების მოწყობის მომზადებაში, იტყობინება Welt am Sonntag-ი. გაზეთის ინფორმაცია დაადასტურა ფედერალური პროკურატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. კრიგერი ბელარუსში დააპატიმრეს შარშან ოქტომბერში. ქვეყანაში ის ტურისტად ჩავიდა. გამოძიების თანახმად, კრიგერი უკრაინის არმიაში იბრძოდა და […]

როგორ გადაინაწილებენ დღეს ადგილსა და დროს მიქაუტაძე-ლაკაზეტი? – ხვიჩა ეცდება, დამიანეს მიუძღვნას…

ტოპლიგების ქართველი ლეგიონერებიდან ტურის გახსნის პატივი, მომავალი სეზონიდან “ლივერპულის” კიპერს(ფაქტობრივად, გადაწყვეტილია), გიორგი მამარდაშვილს (პარასკევს) ერგო – “სელტა” VS “ვალენსია” 3:1(“მამარდამ” პენალტი მოიგერია). პარასკევსვე დაინიშნა მეორე ბუნდელიგის მატჩი ბუდუ ზივზივაძის “კარლსრუესა” და “ელფსბერგს” (3:2. ბუდუს საგოლე პასი) შორის. ყველაზე გვიან, კვირას, 25 აგვისტოს, ჩვენი დროით 22:45 საათზე, ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს, ვისაც ვაჟის შეძენას ვულოცავთ!.. ნეაპოლელებმა, რომლებიც […]

რობერტ კენედი უმცროსმა საპრეზიდენტო კამპანია შეწყვიტა და მხარი დონალდ ტრამპს დაუჭირა

რობერტ კენედი უმცროსმა საპრეზიდენტო კამპანია შეწყვიტა და მხარი დონალდ ტრამპს დაუჭირა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, რობერტ კენედი უმცროსმა არიზონაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „გულის სიღრმეში აღარ მჯერა, რომ არჩევნებში გამარჯვების რეალისტური გზა მაქვს“, – განაცხადა კენედიმ. კენედის განცხადებით, 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დონალდ ტრამპს დაუჭერს და ამის სამი მიზეზი დაასახელა: „სიტყვის […]

ზუგდიდის სამ სოფელში ბუნებრივი აირის აბონირება მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამ ადმინისტრაციულ ერთეულში: ჯიხაშკარში, ყულიშკარსა და ალერტკარში ბუნებრივი აირის აბონირება მიმდინარეობს. მათივე ცნობით, გუშინ ბუნებრივი აირი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პირველად აანთეს სოფელ ჯიხაშკარში, შენგელიების მრავალშვილიან ოჯახში. „ჯიხაშკარში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ. ზუგდიდის 48 სოფლიდან 46 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულებულია, დარჩენილ ორ სოფელში კი […]

24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა

24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა. 1995 წლის 24 აგვისტოს, 17:50 საათზე, პარლამენტმა, 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ, საქართველოს კონსტიტუცია მიიღო. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია თავდაპირველად 1921 წლის კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობდა, მაგრამ, საბოლოოდ, ახალი კონსტიტუციის მიღება გადაწყდა. საქართველოს კონსტიტუცია ძალაში 1995 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან შევიდა, როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და საქართველოს […]