სერგო ჩიხლაძე – „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო კი არა, უბრალო უმრავლესობაც ვერ ექნება – წარმოუდგენელია, როდესაც ხელისუფლება წინასაარჩევნოდ დიქტატურას აანონსებს, ეს ავტორიტარულ ქვეყნებშიც არ ხდება

წარმოუდგენელია, როდესაც ხელისუფლება წინასაარჩევნოდ დიქტატურას აანონსებს და ამით გადის არჩევნებზე. ეს ავტორიტარულ ქვეყნებშიც არ ხდება, მაგრამ ამას „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად აკეთებს, რომ რაც შეიძლება მყარად გადაკეტოს საქართველოსა და ევროკავშირის შორის კარი, – ასე შეაფასა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ, წინასაარჩევნო გარემო და ქართული ოცნების ლიდერებისა და ბიძინა ივანიშვილის მიერ […]

სახალხო დამცველი საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციის დღეს ულოცავს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციის დღეს ულოცავს. „ეს უზენაესი კანონი იცავს და არეგულირებს მთლიანად საზოგადოების, მისი თითოეული წევრის სამართლებრივ უფლებებს, ადგენს ფუნდამენტურ ნორმებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ეკონომიკური თავისუფლების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს დასამკვიდრებლად. საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავი ადამიანის ძირითად უფლებებს განიხილავს, რომლის საფუძველზეც სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა […]

ის, რაც მტერმა ჩვენს მიწაზე მოიტანა, ახლა თავის სახლში დაბრუნდა – ზელენსკი

ის, რაც მტერმა ჩვენს მიწაზე მოიტანა, ახლა თავის სახლში დაბრუნდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს დამოუკიდებლობის 33 წლის იუბილე მიულოცა. „დღეს, ჩვენ 33-ე უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ და ის, რაც მტერმა ჩვენს მიწაზე მოიტანა, ახლა თავის სახლში დაბრუნდა. მათ ვისაც ჩვენი მიწების ბუფერულ […]

სურამში მუსიკალური სკოლის კედელი ჩამოინგრა

სურამში მუსიკალური სკოლის უკანა კედელი ჩამოინგრა. ინფორმაციას ფეისბუქგვერდი “ხაშური ჩემი ქალაქია” ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, კედლის ნანგრევები გაზის მილს აწვება რაც მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. ადგილობრივების თქმით, მომხდარი შემთხვევის შესახებ შეტყობინება უკვე შევიდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში და ადგილზე შესაბამის სამსახურებს ელოდებიან. როგორც მოსახლეობა აცხადებს შენობის ავარიულობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა ადგილობრივ ხელისუფლებასაც, თუმცა შესაბამისი რეაგირება მათი მხრიდან […]

“გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას “ლივერპულის” მეკარეებს?” – ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან

თბილისის “დინამოს” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ Metaratings-თან ინტერვიუში “ვალენსიას” კარის დარაჯის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა. ჩელებაძის თქმით, გიორგი სათამაშო სტილით რინატ დასაევს ჰგავს და საკუთარ თავზე გამუდმებით მუშაობს. -გაუწევს თუ არა მამარდაშვილი “ლივერპულის” მეკარეებს კონკურენციას? -არამხოლოდ გაუწევს, არამედ გუნდში საუკეთესო იქნება. ის უბრალოდ შესანიშნავია. დიახ, არის გარკვეული კომპონენტები, რომლებიც უნდა გააუმჯობესოს. მაგრამ კარის ხასზე ბრწყინვალეა. […]

ამაზონის ქვეკონტრაქტორმა კომპანიამ მძღოლები სამსახურიდან გაათავისუფლა

,,ამაზონის“ ქვეკონტრაქტორ KM ჯგუფიდან 100-ამდე მძღოლი გაათავისუფლეს. მათ ამის შესახებ whatsup-ის საშუალებით მიიღეს ტექსტური შეტყობინება, რომელშიც განმარტებული იყო, რომ კომპანია გაკოტრდა და დასაქმებულებისთვის ივლისის ხელფასის გადახდას ვერ ახერხებენ. მძღოლები აცხადებენ, რომ კომპანია მათ შრომით უფლებებს არღვევს. ბელგიაში პროფკავშირების წარმომადგენლის განცხადებით, KM ჯგუფს ფინანსებთან დაკავშირებული საჭირო დოკუმენტაცია სასამართლოში ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია. პროფკავშირების წარმომადგენლების თქმით, KM […]

“ევოლუშენის” ოფისთან გაფიცული თანამშრომლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

“ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლებმა პროტესტის უკიდურესი ფორმის, შიმშილობის პარალელურად, საპროტესტო აქცია დღეს დილიდან განაახლეს. როგორც პროფკავშირი “ლაბორის” თავმჯდომარემ, გიორგი დიასამიძემ BM.GE-სთან განაცხადა, დილის 06:00 საათიდან სრულად პარალიზებულია “ევოლუშენ ჯორჯიას” H შენობა. “ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლები უკვე 44 დღეა გაფიცულები არიან. მათი მოთხოვნები 45 საკითხს, მათ შორის ხელფასების ზრდასა და შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოიცავს. აქციების 33-ე დღეს გაფიცულებმა […]

ანჯეი დუდა კიევში ჩავიდა

ანჯეი დუდა კიევში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა კიევში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ, დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის 33-ე წლისთავს აღნიშნავს.

ჭადრაკში ქალთა მსოფლიო გრანპრის მერვე ტური ცოტნე ივანიშვილმა გახსნა

თბილისში მიმდინარე ჭადრაკში ქალთა მსოფლიო გრანპრის მერვე ტურის ლიდერთა შეხვედრაში საპატიო პირველი სვლა ცოტნე ივანიშვილმა გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს. ნეტგაზეთის კითხვაზე, ქალთა ჭადრაკში ასეთ მნიშვნელოვან ტურნირზე ბიძინა ივანიშვილის შვილი საპატიო სტატუსით როგორ მოხვდა, ფედერაციაში გვიპასუხეს, რომ ის ჭადრაკში შემთხვევითი ფიგურა არ არის და რომ ყველა ტურნირზე მიღებულია მსგავსი ტაქტიკა, როცა პირველ […]

ზურაბიშვილი უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ზურაბიშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში უკრაინას ოკუპაციისგან გათავისუფლება უსურვა. „ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით მინდა მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე! მინდა გისურვოთ თქვენი მიზნისაკენ წინსვლა, რაც ასევე ჩვენი საერთო მიზანია – თქვენი ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა, თქვენი ქვეყნის სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. […]