პოლიციამ ფონიჭალაში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პოლიციამ ფონიჭალაში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი – სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ამავე დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოების თანამშრომლებთან ერთად, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ლ.ტ. ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. […]

Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი საფრანგეთში დააკავეს

Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი საფრანგეთის სპეცსამსახურებმა ლე ბურჟეს აეროპორტში პირადი თვითმფრინავიდან გამოსვლისას დააკავეს. 39 წლის დუროვს თან ახლდა პირადი მცველი და ქალი. დაკავება საჰაერო ტრანსპორტის ჟანდარმებმა განახორციელეს. დუროვი საფრანგეთში აზერბაიჯანიდან ჩაფრინდა. საფრანგეთის ხელისუფლებას სურს გაარკვიოს დუროვის ურთიერთობა კრემლთან და დაკითხოს იგი უსაფრთხო TG ქსელის მეშვეობით მაკრონის მენეჯერის მოსმენის ეჭვის გამო. ასევე გამოძიება ფოკუსირებულია “ტელეგრამზე” მოდერატორების […]

პაატა მანჯგალაძე – „ქართული ოცნების“ პატრიოტიზმი არის ოქსიმორონი, როგორც ხის რკინა არ არსებობს, ისე არ არსებობს პატრიოტი „ქოცი“- 26 ოქტომბერს ივანიშვილს გავუშვებთ პოლიტიკურ პენსიაზე

„ქართული ოცნების“ პატრიოტიზმი არის ოქსიმორონი. როგორც ხის რკინა არ არსებობს, ისე არ არსებობს პატრიოტი „ქოცი“,-ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველდღე აკრიტიკებენ დასავლელ პარტნიორებს, „მაშინ როდესაც ტუჩზე კოცნით ხვდებიან “ჰეზბოლას” და “ჰამასის” წარმომადგენლებს“. მანჯგალაძის განცხადებით, ვისაც “ჰეზბოლა” და ირანი უნდა მან ხმა უნდა მისცეს „ქართულ ოცნებას“, ხოლო ვისაც […]

ოლიმპიადასთან ერთად პარიზში ურბანული განვითარების ამბიციური გეგმა წამოიწყეს

წლების განმავლობაში ჩრდილოეთ პარიზის პორტ დე ლა-შაპელის უბანი დანაშაულთან და სიღარიბესთან ასოცირდებოდა. პარიზის ოლიმპიადის პარალელურად საფრანგეთის დედაქალაქში ურბანული განვითარების ამბიციური გეგმა წარმოადგინეს. უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით უბანში უფრო მეტი სამართალდამცველი იყო მობილიზებული. პორტ დე ლა შაპელის 8000-ადგილიანი არენა ერთადერთია, რომელიც პარიზში ოლიმპიური თამაშებისთვის აშენდა. აქ ბადმინტონისა და რიტმული ტანვარჯიშის შეჯიბრებებს უმასპინძლეს. ქალაქის ცენტრისკენ მიმავალ გამზირს დაემატა […]

კვარაცხელიაზე გაცილებით მეტი – რა ანაზღაურებას მიიღებს ლუკაკუ “ნაპოლიში” გადასვლის შემდეგ

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ნაპოლი” და “ჩელსი” ლონდონელთა ბელგიელი ფორვარდის რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე შეთანხმდნენ. “პარტენოპეი” “არისტოკრატებს” 30 მილიონს გადაუხდის, რასაც შემდგომაში 15 მილიონიც დაემატება და თავად გამოცდილ ფორვარდს 3-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს. იტალიელი გავლენიანი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ირწმუნება, რომ ლუკაკუს ანაზღაურება ბონუსების ჩათვლით “ნაპოლიში” სეზონურად 8 მილიონი ევრო იქნება. საინტერესოა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “პარტენოპეი” […]

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მმართველი პარტიის ლიდერები ამბროლაურში მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიებები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში გაგრძელდება. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დღეს, ქალაქ ამბროლაურში გაიმართება შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც სიტყვით გამოვლენ მმართველი პარტიის ლიდერები. ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება.

ალენ დელონი საკუთარ მამულში დაკრძალეს

24 აგვისტოს, ლეგენდარული ფრანგი მსახიობი, ალენ დელონი თავის მამულში დაკარძალეს. მსახიობის სურვილით, დაკრძალვის ღონისძიება საჯარო არ ყოფილა. მას მხოლოდ ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლო გარემოცვა დაესწრო. ცერემონიის დაწყებამდე კი პოლიციამ მთავარი გზა გადაკეტა. ჭირისუფლებს სთხოვეს, რომ ღონისძიების განმავლობაში მობილური ტელეფონები არ გამოეყენებინათ და ადგილობრივმა პრეფექტურამ დელონის მამულზე დრონების გადაფრენა აკრძალა, ამიტომ ღონისძიების ფოტოები არ გავრცელებულა. […]

ვასო ურუშაძე – ბათუმის გზის მშენებლობა „ქართული ოცნების“ მიერ ხალხის რესურსების მიტაცების, კორუფციისა და კლანური მართვის თვალსაჩინო მაგალითია, ერთიანობით 26 ოქტომბერს დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას“ და გადავჭრით ხალხის წინაშე მდგარ პრობლემებს

ბათუმის გზის მშენებლობა „ქართული ოცნების“ მიერ ქართველი ხალხის რესურსების მიტაცების, კორუფციისა და კლანური მართვის თვალსაჩინო მაგალითია, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციულმა მდივანმა ვასო ურუშაძემ, ბათუმის შესასვლელში, გვირაბთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სანახევროდ გაკეთებულ შემოვლით გზას ხელისუფლება წინასაარჩევნოდ, მოჩვენებითად ხსნის, ხოლო წინა ხელისუფლების პირობებში პროცესი 2017 წელს იქნებოდა დასრულებული და ადამიანებს დაუსრულებელ […]

ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინზე: „ავადმყოფი ბაბუა წითელი მოედნიდან“

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ილაპარაკა რუსეთისა და მისი ლიდერის, ვლადიმირ პუტინის შესახებ. საკუთრივ ვიდეო-მიმართვაც ჩაწერილია სუმის ოლქში, რომელიც ესაზღვრება უკრაინის არმიის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულ რუსეთის კურსკის ოლქს. „ის, რაც მტერმა მოიტანა ჩვენს მიწაზე, ახლა თავის სახლში დაბრუნდა. და ვისაც სურდა ჩვენი მიწების ბუფერულ ზონად გადაქცევა, იმან უნდა იფიქროს, როგორ […]

მთავრობამ ჯარისთვის რუსული ზეთი ტენდერის გარეშე შეიძინა – თავისუფლების ინსტიტუტი

ივნისში მთავრობამ ჯარისთვის რუსული ზეთი ტენდერის გარეშე შეიძინა – ამის შესახებ თავისუფლების ინსტიტუტი წერს. ორგანიზაციის ინფორმაციით, რუსული ზეთის მიმწოდებელია შპს ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია, რომლის 3 მეწილესაც – გოჩა დარჩიაშვილს, უტა მაზიაშვილსა და ვლადიმერ დარჩიაშვილს 2017 წელს “ქართული ოცნებისთვის” თითოეულს 60 000 ლარი აქვს შეწირული. “საქართველოს ხელისუფლება ქართული ჯარის რუსულ კვებას კვლავ განაგრძობს. ქართულმა სახელმწიფომ […]