საქართველო რუსეთის წინააღმდეგ – საკონსტიტუციოში პრეზიდენტის ერთ-ერთი წარმომადგენელი ბურჯანაძე იქნება

სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, გიორგი ბურჟანაძე საკონსტიტუციოში პრეზიდენტის წარმომადგენელი იქნება. „შემდეგ კვირას ვიქნები საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთი წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის არაკონსტიტუციურობის საქმეზე. მიხარია რომ საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტის პირველ სარჩელს წარმოვადგენ. ამ შემოთავაზებისას საბჭოს კონკურსის წყენაზე არ მიფიქრია, რადგან ისეთი საკითხია, სადაც ყველას ერთობა აუცილებელია. რუსული კანონის მიღება სახელმწიფოებრიობის გაუქმების ტოლფასია. ჩემთვის ეს საქმე არის […]
ისრაელი აცხადებს, რომ „ჰეზბოლამ“ თავდასხმისას 210 რაკეტა და 20 დრონი გაუშვა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელში, „ჰეზბოლას“ მიერ დღეს დილით განხორციელებული თავდასხმის დროს, დაახლოებით 210 რაკეტა და 20 დრონი გაუშვეს, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ზოგიერთი მათგანი შეაჩერეს, ზოგიერთმა კი დაზიანება და ადამიანების დაშავება გამოიწვია. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, ბევრი რაკეტა ღია ტერიტორიებზე დაეცა.
პოლიციამ ფონიჭალაში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პოლიციამ ფონიჭალაში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი – სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ამავე დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოების თანამშრომლებთან ერთად, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ლ.ტ. ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. […]
დღეს ღირსი გარეჯელი მოწამენის: გერონტის, სერაპიონის, გერმანეს, ბესარიონის, მიქაელის, სვიმეონის და ოთარის ხსენების დღეა

ღირსი გერონტი, სერაპიონი, გერმანე, ბესარიონი, მიქაელი, სვიმონი და ოთარი დავით გარეჯის უდაბნოში მოღვაწეობდნენ. დავით გარეჯის უდაბნო XVIII-XIX საუკუნეებში ლეკთა მუდმივი შემოსევებისა და რბევის საგნად იქცა. მოთარეშეები ანადგურებდნენ ეკლესია-მონასტრებს, ბერების სენაკებს, იტაცებდნენ ღვთისმსახურებისათვის საჭირო ძვირფას ნივთებს, აწამებდნენ და ხოცავდნენ იქ მოღვაწე მამებს. 1851 წლის ზაფხულში გარეჯის უდაბნოს თავს დაესხა ლეკების დიდი რაზმი. მათ დაარბიეს დავითის ლავრა. […]
„ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით 320-ზე მეტი რაკეტა გაისროლა და ამით ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმის პირველი ფაზა დასრულებულია

ირანის მიერ მხარდაჭერილი ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ აცხადებს, დღეს დილით ისრაელის მიმართულებით 320-ზე მეტი რაკეტა გაისროლა. მათი მტკიცებით, ჩრდილოეთ ისრაელში მდებარე 11 სამხედრო ობიექტს „კატიუშას“ ასობით რაკეტით შეუტიეს. „ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმის პირველი ფაზა დასრულებულია. ეს არის ისრაელის ყაზარმებისა და ტერიტორიების დამიზნების ფაზა“, – აღნიშნულია „ჰეზბოლას“ განცხადებაში. შეგახსენებთ, ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ლიბანში, „ჰეზბოლას“ სამიზნეების წინააღმდეგ წინასწარი […]
სიცილიაზე, კერამიკულ ფილაზე პოეტ დათო მაღრაძის ლექსი – ROMA AMOR პოეტების ქუჩაზე, ქალაქის ისტორიულ ნაწილში ხარების ტაძრის კედელზე განთავსდა

გუშინ, 24 აგვისტოს, კუნძულ სიცილიაზე, პოეზიის საერთაშორისო ფესტივალის – „ფედერიჩიანოს“ და ქალაქ აუგუსტას მუნიციპალიტეტის ინიციატივით, კერამიკულ ფილაზე პოეტ დათო მაღრაძის ლექსი – ROMA AMOR პოეტების ქუჩაზე, ქალაქის ისტორიულ ნაწილში ხარების ტაძრის კედელზე განთავსდა. ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს გენერალური კონსული ქალაქ ბარიში ვახტანგ ანდღულაძე და საკონსულოს ადმინისტრაციული მენეჯერი გრიგოლ ქურიძე. ლექსი თარგმნა ნუნუ გელაძემ.
ოლექსანდრ უსიკმა ზელენსკის აჩუქა მსოფლიო ჩემპიონის ქამარი

მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონმა (WBA, WBO, WBC, IBO ვერსიებით), უკრაინელმა მოკრივემ, ოლექსანდრ უსიკმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, უკრაიანის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, აჩუქა ჩემპიონის ქამარი ((WBC ვერსიით), რომელიც მან ტაისონ ფიურისთან ბრძოლაში მოიპოვა 2024 წლის 19 მაისს. ”ეს არის ნამდვილი ქამარი, რომელიც წავართვით ჩვენს მსუქან ლონდონელ მეგობარს. ორიგინალია, მინდა რომ თქვენთან დარჩეს. ჩვენ დიდი ხანი ვიმუშავეთ […]
Neuralink-მა აჩვენა, როგორც თამაშობს Counter-Strike-ს მეორე ადამიანი, რომელსაც ტვინში ჩიპი ჩაუნერგეს

ილონ მასკის კომპანიამ Neuralink თავის ბლოგში ატვირთა ვიდეო, რომელზეც ჩანს თუ როგორ თამაშობს კომპიუტერულ თამაშ Counter-Strike 2-ს მეორე პარალიზებული ადამიანი, რომელსაც ტვინში ჩიპი ჩაუნერგეს. იმის შესახებ, რომ კომპანიამ ჩიპი მეორე პაციენტსაც ჩაუნერგა აგვისტოს დასაწყისში გახდა ცნობილი. კომპანიის ბლოგში აღნიშნულია, რომ კაცს, რომელსაც ალექსი ჰქვია, ოპერაცია ჯერ კიდევ ივლისში ჩაუტარეს და კლინიკიდან მეორე დღესვე გამოწერეს. კომპანიაში […]
ზელენსკიმ ხელი მოაწერა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირის მქონე ორგანიზაციათა აკრძალვის კანონს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 აგვისტოს ხელი მოაწერა და კანონად აქცია კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირის მქონე რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვას უკრაინაში. სხვა პირობებთან ერთად, კანონის თანახმად, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას არ შეუძლია ფლობდეს ან მონაწილეობდეს უკრაინაში რეგისტრირებულ იურიდიულ უწყებებში. უკრაინაში მოქმედ რელიგიურ ორგანიზაციებს ცხრა თვის ვადა მიეცათ რუსეთთან დაკავშირებულ უწყებებთან კავშირის გასაწყვეტად.
საფრანგეთში დააკავეს აპლიკაცია “ტელეგრამის” აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი – მედია

საფრანგეთის მედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 24 აგვისტოს, საღამოს, პარიზის შემოგარენში, ბურჟეს აეროპორტში დააკავეს პაველ დუროვი, მილიარდერი და აპლიკაცია “ტელეგრამის” აღმასრულებელი დირექტორი. დუროვი თავისი კერძო თვითმფრინავით მგზავრობდა – წერს TF1 ვებსაიტზე და დასძენს, რომ მასზე გაცემული დაპატიმრების ორდერი ნაწილია წინასწარი საპოლიციო გამოძიებისა. მედიაში გავრცელებული ცნობებით, გამოძიება ფოკუსირებულია “ტელეგრამზე” მოდერატორების ნაკლებობაზე, რაც, პოლიციის აზრით, კრიმინალურ […]