„მაიმუნის ყვავილთან“ ბრძოლისთვის ჯანმო $135 მილიონს გამოყოფს

ადამიანებში „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უნდა გამოყოს დაახლოებით 135 მილიონი აშშ დოლარი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში. ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა. „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების რაც შეიძლება სწრაფად შესაჩერებლად, ჩვენი საწყისი შეფასებით, დაახლოებით 135 მილიონი დოლარი იქნება საჭირო მომდევნო ექვს თვეში, დაავადების მწვავე ფაზაში“, – აღნიშნა გებრეისუსმა. მან […]
როგორ უყვართ ზივზივაძე კარლსრუეში – სოციალურ ქსელში ბუდუს შესახებ ვიდეო ვრცელდება [VIDEO]

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელიც გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის მატჩის შემდეგაა გადაღებული, სადაც ბუდუ ზივზივაძის “კარლსრუემ” საკუთარ მოედანზე “ელვერსბერგს” 3:2 სძლია, ქართველმა ფორვარდმა კი საგოლე გადაცემა მიითვალა. შეხვედრის დასრულების მერე ზივზივაძე ქართველ ფანებთან მივიდა, ავტოგრაფები დაარიგა და სურათებიც გადაიღო. ვიდეოში ასევე ჩანს თუ როგორ უყვართ გერმანელ ფანებსაც ბუდუ, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩვენებურის გვარს სკანდირებენ.
ზემო ფონიჭალაში ორი ადამიანის დაჭრის ბრალდებით ახალგაზრდა კაცი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, ზემო ფონიჭალის დასახლებაში ორი პირის დაჭრის საქმეზე 2005 წელს დაბადებული ლ.ტ. დააკავეს. უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულს ბრალად ედება ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 9-13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც ადგილობრივები მედიასთან აცხადებენ, შემთხვევა იმ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა, სადაც ნარიმან მაქარაშვილი (ბერი ნიკოლოზი) […]
ქართველმა მკლავჭიდელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 47 მედალი მოიპოვეს

მოლდოვაში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა მკლავჭიდელებმა 47 მედალი მოიპოვეს. საქართველოს მკლავჭიდელთა ეროვნულმა ნაკრებმა ხუთი ოქროს, შვიდი ვერცხლისა და ექვსი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ახალგაზრდა მკლავჭიდელები კი ათი ოქროს, ათი ვერცხლისა და ცხრა ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა პარასპორტსმენებმა. მათ 96 მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.
ანა ნაცვლიშვილი – ერთ ძლიერ წვიმასაც კი შეუძლია კოლაფსი გამოიწვიოს, იზოლაციაში მოაქციოს და ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს სოფლები, ქალაქები, რაც მთავარია, გააჩეროს ქვეყნის მთავარი სტრატეგიული მაგისტრალი – რიკოთი

ერთ ძლიერ წვიმასაც კი შეუძლია კოლაფსი გამოიწვიოს, იზოლაციაში მოაქციოს და ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს სოფლები და ქალაქები, ასობით ადამიანი, გააჩანაგოს საცხოვრებლები და მოსავალი, მრავალსაათიანი საცობები გამოიწვიოს დედაქალაქში და რაც მთავარია – გააჩეროს ტრანზიტული ქვეყნის მთავარი სტრატეგიული მაგისტრალი – რიკოთი, რომელზეც ყოველდღიურად ასობით ათასი ადამიანი მოძრაობს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. მისივე […]
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე იერიში 100-მდე მოიერიშე თვითმფრინავით განახორციელეს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ სარაკეტო გამშვებებზე დარტყმები 100-მდე მოიერიშე თვითმფრინავით განახორციელეს. თავდაცვის ძალების მტკიცებით, სარაკეტო გამშვებების უმეტესობა ჩრდილოეთ ისრაელისკენ, ზოგიერთი კი ქვეყნის ცენტრისკენ იყო მიმართული და იერიშის შედეგად 40-ზე მეტ ტერიტორიას დაარტყეს, სადაც გამშვებები იყო განლაგებული. ლიბანური მედიის ცნობით, ლიბანის სამხრეთ ისრაელის ავიაიერიშს, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა. შეგახსენებთ, ისრაელის არმიამ […]
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე რაჭაში ახალგაზრდულ ბანაკს ესტუმრა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე რაჭაში, შაორის ახალგაზრდულ ბანაკს ესტუმრა და ახალგაზრდებთან საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობა, ასევე, მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელმა პირებმა. „შეხვედრის მიზანია მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა 100-მდე ახალგაზრდას ინფორმაცია მიაწოდეს […]
დაკავებულია პირი, რომელმაც ფონიჭალაში 2 ადამიანი დაჭრა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრობლებმა 2005 წელს დაბადებული ლ.ტ. ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ცნობით, დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 24 აგვისტოს, თბილისში, ზემო ფონიჭალის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში ორ პირს – 1997 წელს დაბადებულ დ.შ.- ს და 1972 წელს დაბადებულ მ.ზ. […]
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში?

25 აგვისტოს, კვირას დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. meteo.gov.ge-ის ინფორმაციით, ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ; აჭარის სანაპირო ზოლში სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +31, +36°; მთაში ღამით +13,+18°, დღისით +30, +35°; მაღალმთაში ღამით +10,+15°, დღისით +25, +30°. აღმოსავლეთ საქართველოში […]
25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი დიდია ალბათობა, რომ დამატებითი ფულადი შენაძენი, ან საჩუქარი მიიღოთ. წინ მნიშვნელოვანი კვირაა, ამიტომ, საფუძვლიანად დაისვენეთ. კურო არჩევანი გააკეთეთ, რაც სარგებლიანი იქნება თქვენთვის და ამავდროულად პოზიტიურ განწყობას შეგიქმნით. ერიდეთ კონფლიქტურ ადამიანებს. ტყუპები ახლა მნიშვნელოვანია, გაერკვეთ, რა შეგიძლიათ სინამდვილეში და სადაა საზღვარი სურვილსა და შესაძლებლობებს შორის. კირჩხიბი კარგი დროა დასვენებისთვის და ძალების აღსადგენად, სხვადასხვა გამაჯანსაღებელი პროცედურებით, […]