პოლიტიკურმა გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ ადიგენის ოფისი გახსნა

პოლიტიკურმა გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ ადიგენის ოფისი გახსნა. პოლიტიკური გაერთიანების ინფორმაციით, ოფისის გახსნაზე ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ცვლილებები გარდაუვალია, “ კოალიცია ცვლილებისთვის” კი 9 საარჩევნო ნომრით 4-ით მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბებაში. „26 ოქტომბრის არჩევნებზე ჩვენ გავიმარჯვებთ და ცვლილებები გახდება გარდაუვალი. ასეთი დარწმუნებული და იმედიანი არც ერთ […]
დღეს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის დაბადების დღეა

25 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის დაბადების დღეა. მარო მაყაშვილი 19 წლის იყო, როდესაც თბილისს რუსეთის მე-11 არმია მოადგა. მაშინ ქართველი ახალგაზრდები კოჯორ-ტაბახმელასკენ ჯართან დასაპირისპირებლად წავიდნენ, სტუდენტი გოგო კი წითელ ჯვარში მოწყალების დად ჩაეწერა. ორი დღის შემდეგ ის ყუმბარის ნამსხვრევმა იმსხვერპლა. მარო მაყაშვილი თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე სწავლობდა. საქართველოს ეროვნული გმირი 1918 წლის 12 […]
„არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წელი იცხოვრებ ამ ქვეყანაზე, მთავარია როგორ იცხოვრებ“ – მამა შალვა კეკელია მამა თეიმურაზ ქორიძეზე

მამა შალვა კეკელია მამა თეიმურაზ ქორიძეს ემოციურად იხსენებს. როგორც მამა შალვა აღნიშნავს, მამა თეიმურაზი სიყვარულის მოძღვარი იყო. მისივე თქმით, მამაო სემინარიაშივე გამორჩეული სტუდენტი იყო და განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ადამიანების მიმართ. „მთელი ერისთვის დიდი ტრაგედიაა ასეთი ახალგაზრდა, საოცარი მოძღვრის გარდაცვალება. ღმერთმა ალბათ 10 თვის წინ დააბრუნა ამ ქვეყანაზე რომ ის სიტყვები, რომლებიც ბოლოს თქვა, ეთქვა ჩვენთვის. […]
„მამა თეიმურაზ ქორიძე..ადამიანი, რომელმაც დიდი სიყვარული დატოვა…დააკვირდით მის სახეს, როგორ ანათებს…“ – ნინო სურგულაძე

მამა თეიმურაზ ქორიძის გარდაცვალებას მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე ეხმაურება. ნინო აღნიშნავს, რომ მამაომ დიდი სიყვარული დაგვიტოვა. „მამა თეიმურაზ ქორიძე. ადამიანი, რომელმაც დიდი სიყვარული დატოვა…დააკვირდით მის სახეს, როგორ ანათებს…“ – წერს ნინო.
„ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 320 რაკეტა გაისროლა

დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 320 რაკეტა გაისროლა. როგორც დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რაკეტების სამიზნე ისრაელის ჩრდილოეთში მდებარე 11 სამხედრო ბაზა იყო. „ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ეს იერიში არის თავდასხმის პირველი ფაზა და წარმოადგენს პასუხს 30 ივლისს დაჯგუფების სამხედრო მეთაურის, ფაუდ შუქრის მკვლელობაზე. მათი მტკიცებით, საპასუხო დარტყმის პირველი ფაზა სრული წარმატებით დასრულდა. „ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ პირველ […]
ჯუღელი ნეაპოლში ჩაფრინდა – დასწრება მატჩზე და დასკვნითი მოლაპარაკება შვებულებიდან დაბრუნებულ დე ლაურენტისთან

Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი ნეაპოლში ჩაფრინდა, სადაც დღეს “პარტენოპეისა” და “ბოლონიას” შორის სერია A-ს მე-2 ტურის შეხვედრას დაესწრება. წყაროს ცნობით, “მარადონაზე” იქნება გუნდის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისიც, რომელიც შვებულებიდან დაბრუნდა. ჯუღელი და დე ლაურენტისი მატჩის მერე ერთმანეთს შეხვდებიან და კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგლძრივებაზე ერთ-ერთ დასკვნით მოლაპარაკებას გამართავენ. შეგახსენებთ, რომ “ნაპოლისა” და […]
ისრაელმა იერიში მიიტანა ლიბანის ტერიტორიაზე

ისრაელის არმიამ (ცაჰალი) განაცხადა, რომ იერიში მიიტანა ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე. სამხედროები ამტკიცებენ, რომ „ჰეზბოლა“ ისრაელში რაკეტების გასაშვებად ემზადებოდა, მათი მოქმედება კი პრევენციულ ხასიათს ატარებს. „თავდაცვის მიზნით, ამ საფრთხეების აღმოსაფხვრელად ცაჰალი ანადგურებს ტერორისტულ ობიექტებს, საიდანაც „ჰეზბოლა“ გეგმავდა თავდასხმების განხორციელებას ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, – თქვა ისრაელის არმიის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ. მას შემდეგ, რაც სამხედროებმა იერიში მიიტანეს […]
პაატა მანჯგალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის შესახებ პრემიერის განცხადებაზე – ამას დავარქვათ ირაკლის ოცნებები, განხორციელება არ უწერია

ამას დავარქვათ ირაკლის ოცნებები. ამას განხორციელება არ უწერია – როგორც ჩანს მუშაობს ქართული ანდაზა: “ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის ან ფერსაო”. ირანშიც არ არის ოპოზიცია. მგონი, მეტჯერ არ უნდა წავიდეს, – ასე გამოეხმაურა, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა, ის ურჩევს […]
ანა ნაცვლიშვილი – „ქართულმა ოცნებამ” ძალიან კარგად იცის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები მას წაგებული აქვს

„ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წევრები არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე, ასევე მანდატების გაუქმებაზე საუბრობენ, რადგან ისინი „შეშინებულები არიან“. მისივე თქმით, მმართველმა პარტიამ კარგად იცის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები წაგებული აქვთ. „ეს არის განცხადება, რომელსაც შეშინებული ხელისუფლება აკეთებს, რადგან „ქართულმა ოცნებამ” ძალიან კარგად იცის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები მას წაგებული აქვს. […]
გამჭვირვალობის რუსეთის ბიუროს ხელმძღვანელზე ძებნა გამოცხადდა

რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობის [Transparency International] ხელმძღვანელი ილია შუმანოვი ძებნაში გამოაცხადეს. მისი მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა ბაზაშია განთავსებული. შუმანოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა – როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი მედიაზონასთან საუბარში აცხადებს, საქმე იმის გამო აღძრეს, რომ მან მასალა ე.წ. უცხოეთის აგენტისთვის შესაბამისი აღნიშვნის გარეშე გაავრცელა. იუსტიციის სახლმა ილია შუმანოვი ე.წ. უცხოეთის აგენტების რეესტრში […]