რვა დღის ნაცვლად, Starliner-ის ეკიპაჟი კოსმოსიდან გაისად დაბრუნდება

ამერიკის აეროკოსმოსურმა სააგენტომ (NASA) 24 აგვისტოს გამოაცხადა, რომ კომპანია SpaceX იქნება პასუხისმგებელი კორპორაცია Boeing-ის ხომალდ Starliner-ის ეკიპაჟის კოსმოსიდან დაბრუნებაზე. „ტექნიკური პრობლემების გამო Starliner-ის ასტრონავტები დედამიწაზე დაბრუნებას მხოლოდ მომავალ წელს შეძლებენ“, – იუწყება სააგენტო Reuters. Starliner-მა სტარტი 2024 წლის 5 ივნისს აიღო და უკან 8 დღეში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა ასტრონავტები დედამიწას მხოლოდ 2025 წლის 25 თებერვალს […]

მედვედევი: დუროვი რუსეთიდან არ უნდა წასულიყო, უნდა მიხვდეს რომ სამშობლოს არ ირჩევენ

“ოდესღაც, დიდი ხნის წინ, დუროვს ვკითხე, რატომ არ უნდა სამართალდამცავებთან თანამშრომლობა. “ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა”, – მითხრა მან. “მაშინ ყველა ქვეყანაში გექნება სერიოზული პრობლემები”, – ვუპასუხე მე. ჩათვალა რომ ყველაზე დიდი პრობლემები რუსეთში შეექმნებოდა და გაიქცა. უნდოდა “მსოფლიოს მოქალაქე” ყოფილიყო, რომელიც სამშობლოს გარეშე ცხოვრობს. შეცდომა დაუშვა. უნდა მიხვდეს, რომ სამშობლოს, ისევე, როგორც დროებას, არ ირჩევენ. […]

კოსმოსში ჩარჩენილ ორ ასტრონავტს SpaceX-ი დედამიწაზე მომდევნო წელს დააბრუნებს

NASA-ს ორი ასტრონავტი, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 5 ივნისს გაემგზავრნენ და Boeing-ის წუნდებული Starliner საფრენი აპარატის დაზიანების გამო კოსმოსში დარჩნენ, დედამიწაზე SpaceX-ის ხომალდით 2025 წლის დასაწყისში დაბრუნდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას NASA-ს ოფიციალური პირები ავრცელებენ და აცხადებენ, რომ Starliner-ის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც ასტრონავტთა სახლში დაბრუნება დაგეგმილი გზით ვერ ხერხდება. NASA-ს ვეტერანი ასტრონავტები, ბაჩ უილმორი და […]

რიკოთის უღელტეხილზე ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება – გზების დეპარტამენტი

რიკოთის უღელტეხილზე ამ ეტაპზე არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს და ავტოტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება. ამის შესახებ BMG-ის საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს. შეგახსენებთ, რომ რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა 24 აგვისტოს, ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო, დროებით შეიზღუდა. კერძოდ, სოფელ ხევის მიმდებარედ, მშენებარე მონაკვეთთან, ძლიერი წვიმის შედეგად, ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გადმოვიდა გზის […]

ისევ სერია A თუ ბუნდესლიგა? – შკრინიარის სამსახურით 2 გუნდი ინტერესდება

Le Parisien-ის ცნობით, პსჟ-ის მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს მიერ ათვალწუნებული მილან შკრინიარის ტრანსფერით ორი ევროპული გუნდია დაინტერესებული. 29 წლის დამატების სურვილს ტურინის “იუვენტუსი” და მიუნხენის “ბაიერნი” იჩენენ. “ინტერიდან” გასულ ზაფხულს პარიზულ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგებულმა ფეხბურთელმა ჯამში 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 1 გოლი გაიტანა. შკრინიარის სატრანსფერო ღირებულებად 30 მილიონი ევრო სახელდება.

“და მესი?!” – რა უპასხა გვარდიოლამ ჰოლანდზე დასმულ შეკითხვას [VIDEO]

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-2 ტურში “სიტიმ” “იფსვიჩი” საკუთარ მოედანზე 4:1 დაამარცხა. მანჩესტერელთა მხრიდან ჰეთ-თრიქის ავტორი ნორვეგიელი ფორვარდი ერლინგ ჰოლანი გახდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ “ქალაქელთა” მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას ჰკითხეს, არის თუ არა ჰოლანი ყველაზე სრულყოფილი თავდამსხმელი, რომელიც აქამდე გაუწვრთნია. “და მესი?!” – იყო პეპის პასუხი, რითაც ყველაფერი გასაგები გახდა. ინფორმაციისთვის, ნორვეგიელს პრემიერ ლიგის საწყის 2 […]

საქართველოში საავტომობილო ზეთის ხარისხის სტანდარტი არ არსებობს

საქართველოში საავტომობილო ზეთის ხარისხის სტანდარტი არ არსებობს, რის გამოც მისი კონტროლი დიდ სირთულეს წარმოადგენს და რეალურად არც მოწმდება. ამ დროს დადასტურებულია, რომ უხარისხო საავტომობილო ზეთის გავლენა ადამიანებსა და გარემოზე ტოქსიკურია, ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის და ავტომობილების გამართულ მუშაობასაც ხელს უშლის. მიუხედავად იმისა, რომ საფრთხე მრავალმხრივია, ამ საკითხით ჯერჯერობით არავინ ინტერესდება. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი არის პირველი ორგანიზაცია […]

არმაზ ახვლედიანი – ერთი მხრივ, ღიმილის მომგვრელია ამ უკვე წასულთა ასეთი ბაქიბუქი, მეორე მხრივ, ვხვდებით, რომ ივანიშვილს პირდაპირი შეკვეთა კრემლიდან აქვს, ჯერ კიდევ გააჩნია იმის რესურსი, რომ იმავნებლოს

ღიმილის მომგვრელია ამ უკვე წასულთა ასეთი ბაქიბუქი – ივანიშვილის დაჯგუფებაში კარგად ესმით, რომ მათი დღეები დათვლილია და ქართველი ხალხი მათ პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს, – ასე გამოეხმაურა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, არმაზ ახვლედიანი „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებას არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე. მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები, ქართველი ხალხი საქართველოს ევროპულ მომავალს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, […]

ოლექსანდრ უსიკმა ზელენსკის აჩუქა მსოფლიო ჩემპიონის ქამარი

მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონმა (WBA, WBO, WBC, IBO ვერსიებით), უკრაინელმა მოკრივემ, ოლექსანდრ უსიკმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, უკრაიანის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, აჩუქა ჩემპიონის ქამარი ((WBC ვერსიით), რომელიც მან ტაისონ ფიურისთან ბრძოლაში მოიპოვა 2024 წლის 19 მაისს. ”ეს არის ნამდვილი ქამარი, რომელიც წავართვით ჩვენს მსუქან ლონდონელ მეგობარს. ორიგინალია, მინდა რომ თქვენთან დარჩეს. ჩვენ დიდი ხანი ვიმუშავეთ […]

Telegram-ის აღმასრულებელი დირექტორი პაველ დუროვი საფრანგეთის აეროპორტში დააკავეს

საფრანგეთის პოლიციამ პარიზის აეროპორტში Telegram-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი პაველ დუროვი დააკავა. BBC-ის ინფორმაციით, დუროვი მას შემდეგ დააკავეს, რაც მისი კერძო თვითმფრინავი ლე ბურჟეს აეროპორტში დაეშვა. გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის მილიარდერი ბრალდებულია იმაში, რომ ვერ გადადგა ნაბიჯები Telegram-ის დანაშაულებრივად გამოყენების შესაჩერებლად. პაველ დუროვი რუსეთში დაიბადა და დუბაიში ცხოვრობს. მას არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საფრანგეთის ორმაგი […]