ჩრდილოეთ კორეა დეკემბრიდან საერთაშორისო ტურიზმისთვის გაიხსნება

ზამთარში ჩრდილოეთ კორეა საერთაშორისო ტურიზმისთვის გაიხსნება. პანდემიის გამო ქვეყნის საზღვრები ამ დრომდე მთლიანად დაკეტილია. ტურისტული კომპანიები ტურიზმის განახლებას მიმდინარე წლის დეკემბერში ელიან. შესაძლებელი იქნება ქალაქ სამჯიენის მონახულება – კიმ ჩენ ირის სავარაუდო დაბადების ადგილი. პანდემიამდე, სამჯიენი ჩინელ ტურისტებს შორის პოპულარული ადგილი იყო, რომლებიც იქ ავტობუსით ჩადიოდნენ. „მივიღეთ დადასტურება ჩვენი ადგილობრივი პარტნიორისგან, რომ ტურიზმი სამჯიენში და, […]

იარაღის საწყობში აფეთქებების გამო ვორონეჟის რეგიონში 600-ზე მეტმა მოსახლემ დატოვა სახლები

რუსეთში, ვორონეჟის რეგიონში 600-ზე მეტმა მოსახლემ დატოვა საცხოვრებელი სახლები, რადგან ოსტროგოჟსკის რაიონში, იარაღის საწყობში გაგრძელდა საბრძოლო მასალების დეტონაცია. ამის შესახებ იუწყება რეგიონული მთავრობის პრესსამსახური. საწყობს ცეცხლის გაუჩნდა 24 აგვისტოს ღამეს, მას მერე, რაც, გავრცელებული ცნობებით, ის უკრაინის მხრიდან დრონებით მოწყობილი იერიშის სამიზნე გახდა. მაშველებმა ევაკუაციისთვის რამდენიმე დროებითი განთავსების პუნქტი გახსნეს, თუმცა, როგორც იუწყებიან, სახიფათო რეგიონების […]

ჯერ “ოქროს ბურთი”, მერე შესაძლოა საუდის არაბეთი – ვინისიუსი ამ ზაფხულს არსად წასვლას არ აპირებს

ESPN-ის ცნობით, “რეალის” შემტევი ვინისიუსი ამ ზაფხულს “რეალს” არცერთ ვარიანტში არ დატოვებს. აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ბრაზილიელის მიზანი ოქროს ბურთის მოგებაა. ადრე სპორტულ პრესაში გავრცელდა ცნობა, რომ საუდის არაბეთის ერთ-ერთი კლუბი მზაობას გამოთქვამდა, 24 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ მილიარდი გაეღო. ESPN წერს იმასაც, რომ თუ ვინისიუსმა “ოქროს ბურთი” მოიგო, შემდეგ ზაფხულს შესაძლოა, “ბლანკოსიდან” წასვლაზე დაფიქრდეს კიდეც. თანაც, […]

ედო ჯავახიძე – გაჩერებული, გაღარიბებული საქართველო არის ბიძინა ივანიშვილის ნიშა პოლიტიკაში, მაგრამ 26 ოქტომბერი არის დღე, როცა ჩვენ უნდა დავასრულოთ უძრაობის, მსოფლიო რუკიდან საქართველოს გაქრობის ხანა

გაჩერებული, გაღარიბებული საქართველო არის ბიძინა ივანიშვილის ნიშა პოლიტიკაში, მაგრამ 26 ოქტომბერი არის დღე, როცა ჩვენ უნდა დავასრულოთ უძრაობის, მსოფლიო რუკიდან საქართველოს გაქრობის ხანა, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ედო ჯავახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ საქართველოში ყველა მნიშვნელოვანი პროექტი გააჩერა. „გაჩერებული, გაღარიბებული საქართველო არის ბიძინა ივანიშვილის ნიშა პოლიტიკაში. 12 წელია, ბიძინა ივანიშვილმა […]

Air France-ი თელ-ავივისა და ბეირუთის მიმართულებით ფრენებს აჩერებს

ავიაკომპანია Air France-ი აცხადებს, რომ თელ-ავივისა და ბეირუთის მიმართულებით დღეს და ხვალ ფრენებს აჩერებს. ავიაკომპანიის განმარტებით, შეზღუდვა, შესაძლოა, გაგრძელდეს იმისდა მიხედვით, თუ როგორ განვითარდება უსაფრთხოებასთან დაკავშიირებული ვითარება. ამასთან, ტელეკომპანია Al Arabiya იუწყება, რომ ბეირუთის აეროპორტში ფრენების უმეტესობა გაუქმებულია და რომ ზოგიერთი ავიარეისი იორდანიის დედაქალაქ ამანში გადაამისამართეს. შეგახსენებთ ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაახლოებით 100 მოიერიშე თვითმფრინავის […]

პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ ახალციხის ოფისი გახსნა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ ახალციხის ოფისი გახსნა. როგორც ოფისის გახსნისას, ნიკა მელიამ აღნიშნა, არჩევნებზე რეალური ცვლილება უნდა დაიწყონ. „მინდა გითხრათ, რომ ყოველდღე ვცდილობ ვიყო სხვადასხვა რეგიონში, ქალაქსა თუ სოფელში. მინიმუმ ორჯერ მეტია იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც სურს ცვლილებები, ამ ორჯერ მეტს შორის ბევრი და არც თუ ისე ცოტაა, ვისაც […]

იგორ ნარმანია – ყველა ჩვენგანის ვალია, რომ ემიგრაციაში წასული ძალიან ბევრი ჩვენი თანატოლი 26 ოქტომბრის შემდეგ დავაბრუნოთ და მიხეილ სააკაშვილთან, ახალ გუნდთან ერთად, ახალი ბათუმი, ახალი აჭარა, ახალი საქართველო ავაშენოთ

ყველა ჩვენგანის ვალია, რომ ემიგრაციაში წასული ძალიან ბევრი ჩვენი თანატოლი 26 ოქტომბრის შემდეგ დავაბრუნოთ და მიხეილ სააკაშვილთან, ახალ გუნდთან ერთად, ახალი ბათუმი, ახალი აჭარა, ახალი საქართველო ავაშენოთ, – ამის შესახებ „ერთიანობა – „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, იგორ ნარმანიამ განაცხადა. მისივე თქმით, 2012 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ უამრავი სასარგებლო პროექტი შეაჩერა. „როდესაც ბათუმში ჩამოვდივართ, […]

სამეგრელოში დაკარგულ ძაღლს ეძებენ! – ჯილდო საკმაოდ სოლიდურია

სამეგრელოში, კერძოდ აბაშაში, დაკარგულ ძაღლს ეძებენ. როგორც სოციალურ ქსელში დაკარგული ძაღლის მეპატრონე წერს, “იუკი სახლიდან 22 აგვისტოს გავიდა”. ჯილდო საკმაოდ სოლიდურია. “მპოვნელი დასაჩუქრდება 1000$ ით !” 🆘🆘🆘🆘დაგვეხმარეთ! გააზიარეთ პოსტი, ამითიც დაგვეხმარებით! დაიკარგა სამეგრელოში, აბაშაში აკაკის ქუჩიდან , 22.08.24 დილის საათებში , თუ ვინმემ თვალი მოკარით, გთხოვთ, დამიკავშირდეთ. ძაღლს აქვს მიკროჩიპი, რეაგირებს სახელზე, სახელი – იუკი. […]

ისრაელის განცხადებით, პრევენციულმა დარტყმამ აღკვეთა “ათასობით” რაკეტა ჰეზბოლას მხრიდან

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, პრევენციულმა დარტყმებმა – რომლებიც განხორციელდა სამხრეთ ლიბანში, აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰეზბოლას სამიზნეებზე – ჰეზბოლას საშუალება არ მისცა ესროლა “ათასობით რაკეტა”. ჰეზბოლამ 25 აგვისტოს განაცხადა, რომ რაკეტების და დრონების რიგი გაუშვა ისრაელში მდებარე სამიზნეებზე, მას მერე, რაც ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა პრევენციული დარტყმები განახორციელეს, რომლითაც, როგორც ჩანს, შემცირდა ამ, ირანის […]

ისტორიკოსი და ჟურნალისტი, ვლადიმირ ტოლცი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

ისტორიკოსი და ჟურნალისტი, ვლადიმირ ტოლცი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა 80 წლის ასაკში გარდაიცვალა ვლადიმირ ტოლცი – ისტორიკოსი და ჟურნალისტი, „რადიო თავისუფლების“ ვეტერანი თანამშრომელი ვლადიმირ ტოლცი დაიბადა უფაში 1944 წელს, დაამთავრა ბაშკირეთის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. სსრკ ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ძველი აქტების ცენტრალურ სახელმწიფო არქივში და სხვა კვლევით დაწესებულებებში. მონაწილეობდა ადამიანის უფლებათა მოძრაობაში, კერძოდ, […]