ისტორიკოსი და ჟურნალისტი, ვლადიმირ ტოლცი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

ისტორიკოსი და ჟურნალისტი, ვლადიმირ ტოლცი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა
80 წლის ასაკში გარდაიცვალა ვლადიმირ ტოლცი – ისტორიკოსი და ჟურნალისტი, „რადიო თავისუფლების“ ვეტერანი თანამშრომელი
ვლადიმირ ტოლცი დაიბადა უფაში 1944 წელს, დაამთავრა ბაშკირეთის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. სსრკ ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ძველი აქტების ცენტრალურ სახელმწიფო არქივში და სხვა კვლევით დაწესებულებებში. მონაწილეობდა ადამიანის უფლებათა მოძრაობაში, კერძოდ, აგროვებდა მასალებს სამიზდატის „მიმდინარე მოვლენების ქრონიკებისთვის“.
ვლადიმირ ტოლცი, ივან კოვალევთან და ალექსეი სმირნოვთან ერთად, მოსკოვში გამოსცემდა “ბიულეტენ B”-ს.
1982 წელს ბრალი დასდეს ანტისაბჭოთა მასალების გავრცელებაში და გააძევეს სსრკ-დან. ვლადიმირ ტოლცი რადიო თავისუფლებაში 1983 წლიდან მუშაობდა (ჯერ მიუნხენში, შემდეგ პრაღაში). როგორც რედაქტორი, ვლადმირ ტოლცი იდგა გადაცემის “რუსული იდეის” სათავეებთან, რომელსაც ჯერ ანდრეი სინიავსკი ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი ბორის პარამონოვი.
ასევე ვლადიმირ ტოლცის საავტორო პრექტებია: “ გუშინ, დღეს, ხვალ”, “დროთა სხვაობა”, “წარსულის დოკუმენტების”, “მაისის მოკლე ღამეები”, – მეორე მსოფლიო ომის დასრულების 50 წლისთავისადმი , “სამი დღიური. სტეინბეკის მარშრუტით ნახევარი საუკუნის შემდეგ”, “როზენბერგები და სხვები: ინტერიერი ბომბით”, “ნორილსკის აჯანყება 1953 წ”, “სამშობლო გისმენს”, “ხუთანი და ხუთოსნები – კგბ-ს მე-5 განყოფილება” და მრავალი სხვა. ასევე იყო მულტიმედიური საინფორმაციო და საგანმანათლებლო პროექტის “XX ყრილობის” ავტორი. – წერს „რადიო თავისუფლება“.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად