ილონ მასკი პაველ დუროვს სოლიდარობას უცხადებს და მის გათავისუფლებას მოითხოვს

კომპანია „ტესლას“ დამფუძნებელი ილონ მასკი საფრანგეთში დაკავებულ „ტელეგრამის“ აღმასრულებელ დირექტორს, პაველ დუროვს სოლიდარობას უცხადებს და მის გათავისუფლებას მოითხოვს. დუროვის დაპატიმრების გამო საფრანგეთის მთავრობას მწვავედ აკრიტიკებს ამერიკის პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი რობერტ კენედიც, რომელმაც საარჩევნო კამპანია შეაჩერა და მხარდაჭერა დონალდ ტრამპს გამოუცხადა. მილიარდერი დუროვი საფრანგეთის სპეცსამსახურებმა ლე ბურჟეს აეროპორტში დააკავეს. ის საფრანგეთში აზერბაიჯანიდან ჩაფრინდა. საფრანგეთის ხელისუფლებას სურს […]

„ჰამასი“ – სიონისტურ ერთეულზე „ჰეზბოლას“ დარტყმა ისრაელის მთავრობისთვის სილის გაწვნაა

დაჯგუფება „ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელის წინააღმდეგ „ჰეზბოლას“ მხრიდან განხორციელებულ დარტყმებს მიესალმება და ძლიერ და ფოკუსირებულ პასუხად აფასებს. „ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ეს ძლიერი და ფოკუსირებული პასუხი იყო, დარტყმა სიონისტური ერთეულის სიღრმეში, რომელიც ისრაელის მთავრობისთვის სილის გაწვნაა“, – აღნიშნულია „ჰამასის“ განცხადებაში. შეგახსენებთ ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაახლოებით 100 მოიერიშე თვითმფრინავის გამოყენებით, სამხრეთ ლიბანში განლაგებული „ჰეზბოლას“ კუთვნილი […]

ირაკლი კობახიძე – განათლების სისტემის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ საუნივერსიტეტო განათლებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რაჭაში შაორის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური ბანაკში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან; თბილისის მერ კახა კალაძესთან და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან ერთად იმყოფებოდა. ირაკლი კობახიძე ბანაკის მონაწილეებს განათლების სისტემისა და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებისკენ მიმართულ პროექტებზე ესაუბრა. „განათლების სისტემის განვითარება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ამ […]

ბათუმში „ღამის სერენადების“ კონცერტი გაიმართა

23 აგვისტოს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ კონცერტი გაიმართა. მსმენელის წინაშე წარსდგა მარიო სტეფანო პიეტროდარკი (ბანდონეონი, იტალია) და ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე).კონცერტზე შესრულდა: ენიო მორიკონეს – სამი თემა, ნინო როტას – მიძღვნა ფედერიკო ფელინის, ჯუზეპე სანჯენიტის – ჯულიეტა ობობა, […]

NASA-ს ასტრონავტები დაგეგმილი 8 დღის ნაცვლად, დედამიწაზე 8 თვეში დაბრუნდებიან

ამერიკის აერონავტიკის ეროვნული სააგენტო (NASA) ასტრონავტები დაგეგმილი 8 დღის ნაცვლად, დედამიწაზე 8 თვის შემდეგ დაბრუნდებიან. როგორც BBC წერს, სუნიტა უილიამსი და ბარი უილმორი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) 5 ივლისს გაემგზავრნენ და დედამიწაზე რვა დღეში უნდა დაბრუნებულიყვნენ, თუმცა მას შემდეგ რაც ეჭვები გაჩნდა ხომალდის გამართულობასთან დაკავშირებით, რომელსაც ასტრონავტები მისიის დასრულების შემდეგ მშობლიურ პლანეტაზე უნდა დაებრუნებინა, NASA-მ […]

მედვედევი Telegram-ის დამფუძნებლის დაკავებაზე: „ჩვენი საერთო მტრებისთვის, ის რუსი და, შესაბამისად, სახიფათოა. განსხვავებული სისხლისაა“

დმიტრი მედვედევი Telegram-ის დამფუძნებლის დაკავებაზე: „ჩვენი საერთო მტრებისთვის, ის რუსი და, შესაბამისად, სახიფათოა. განსხვავებული სისხლისაა“ საფრანგეთში სოციალურ ქსელ Telegram-ის დამფუძნებლის, პაველ დუროვის დაპატიმრების შემდეგ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა გაიხსენა თავისი საუბარი მილიარდერთან, რომელიც, როგორც მედვედევი ამბობს, გააფრთხილა “ნებისმიერ ქვეყანაში მოსალოდნელი სერიოზული პრობლემების შესახებ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარის გამო“. „ერთხელ, საკმაოდ დიდი ხნის წინ, […]

ნიკოლოზ მაისურაძე მსოფლიოს ვიცეჩემპიონია

იორდანიის ქალაქ ამანში მიმდინარე 17-წლამდელ მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ სტილით ჭიდაობაში ნიკოლოზ მაისურაძე მსოფლიოს ვიცეჩემპიონი გახდა. 17-წლამდელთა პირველობაზე 80კგ-ში ქართველი მოჭიდავე ფინალში ირანელ რეზა აფშართან დამარცხდა და ვერცხლს მედალს დაეუფლა. მანამდე ქართველმა მოჭიდავემ 1/2ფინალში უკრაინელი კოსტიუკი ანგარიშით 4-0 დაამარცხა და ფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა.

გარდაიცვალა ქალთა საფეხბურთო კლუბ “ლანჩხუთის” დამაარსებელი დურმიშხან ჩხაიძე

სპორტის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სპორტის მოღვაწის, დურმიშხან ჩხაიძის, გარდაცვალების გამო დურმიშხან ჩხაიძის სახელს უკავშირდება საქართველოში ქალთა ფეხბურთის განვითარება. ერთ-ერთი პირველი ქალთა კლუბი „ლანჩხუთი” სწორედ დურმიშხან ჩხაიძის დაარსებულია და ამ კლუბმა უეფას ჩემპიონატის მეთექვსმეტედ ფინალში ითამაშა. 2020 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის GFF Awards 2020-ზე დურმიშხან ჩხაიძეს სპეციალური ჯილდო გადასცა. […]

ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

უზბეკეთი კანოეში მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ ერთადგილიანი კანოეთი 200-მეტრიანი დისტანცია 39,180 წამში დაფარა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ქართველი ნიჩბოსნები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

რატომ არის ყველა ახალი სამგზავრო თვითმფრინავები მწვანე?

მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებლების Boeing-ისა და Airbus-ის ყველა ახალ სამგზავრო თვითმფრინავს ერთი საერთო აქვს – ყველა საჰაერო ხომალდი ქარხანაში მწვანედ არის შეღებილი. სულ რამდენიმე კვირაში თვითმფრინავი ჩვეულ სამოქალაქო სახეს იღებს. მაშინ რატომაა საჭირო “მწვანე საღებავი” ფიუზელაჟზე? მწვანე საფარი არის დამცავი პრაიმერი, რომელიც ფარავს თვითმფრინავს ავიაკომპანიის სტანდარტულ ფერებში გადაღებვამდე. იგი გამოიყენება ფიუზელაჟის ელემენტებზე მანამდეც კი, სანამ ისინი […]