კახა კალაძე – ოპოზიციონერები გამოდიოდნენ და პირდაპირ რევოლუციას ქადაგებდნენ, ამას რუსეთის დაზვერვის ან სპეცსამსახურის განცხადება რად უნდა? მე ხომ არ ვიგონებ?!

ოპოზიციონერები გამოდიოდნენ და პირდაპირ რევოლუციას ქადაგებდნენ, ამას რუსეთის დაზვერვის ან სპეცსამსახურის განცხადება რად უნდა? – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებას შეეხებოდა, სადაც საუბარია, რომ ამერიკელები საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებენ. როგორც კალაძემ აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების გადადგომის განცხადებით გამოდიოდნენ და რევოლუციას აწყობდნენ. „ამას რად უნდა რუსეთის დაზვერვის ან […]
კახა კალაძე – ეს არ არის უბრალოდ არჩევნები, არც უბრალოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის ბრძოლა – სწორი გადაწყვეტილებაა მისაღები, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს თუ მშვიდობა, ქვეყნის განვითარება და ევროპული მომავალი გვინდა

ეს არ არის უბრალოდ არჩევნები, არც უბრალოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის ბრძოლა – სწორი გადაწყვეტილებაა მისაღები, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, თუ მშვიდობა, ქვეყნის განვითარება და ევროპული მომავალი გვინდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი შეფასებით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხალხმა ომსა და მშვიდობას შორის არჩევანი უნდა გააკეთოს. „ეს არ არის […]
ჩეხეთის პრემიერი – უკრაინა, ყოველთვიურად, ათიათასობით საბრძოლო მასალას იღებს

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, პეტრ ფიალას განცხადებით, უკრაინა, ყოველთვიურად, ათიათასობით საბრძოლო მასალას იღებს. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ჩეხეთმა მოახერხა უკრაინისთვის მიეწოდებინა ორი მილიონი ერთეული მსხვილკალიბრიანი საბრძოლო მასალა და 22 მილიონი ერთეული საშუალო კალიბრის საბრძოლო მასალა. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ამ მაჩვენებლებზე ჩეხეთის საბრძოლო მასალის ინიციატივის კონტექსტში ისაუბრა, რომელსაც რამდენიმე ქვეყანა შეუერთდა. „ახლა ჩვენ უკრაინას, ყოველთვიურად, ათიათასობით […]
ბათუმში ჭაჭა თაუერის ადგილას ახალი მუნიციპალური პარკი გაშენდება

ბათუმის საკრებულომ შპს “ბათუმი რივიერას” მიერ წარდგენილი მუნიციპალური პარკის მოწყობის კონცეფცია დაამტკიცა. პროექტირება აქტიურ ფაზაშია და მისი დასრულება აგვისტოს ბოლოს იგეგმება ახალ პარკში შენარჩუნდება არსებული ხეები და დაემატება მრავალი ახალი სხვადასხვა ჯიშის ხე, ბუჩქი და დეკორატიული მცენარე. ბათუმელებს და პარკში მისულ სტუმრებს დახვდებათ პადელის ორი კორტი, სპორტული მოედანი, საბავშვო გასართობი ზონები, კომფორტული მოსასვენებელი სივრცეები, საფეხმავლო […]
ვერანაირი რიტორიკა ვერ იქნება გაიგივებული „ქართული ოცნების“ პროქართულ იდეოლოგიასთან – ბექა ოდიშარია

თუ შეთქმულების თეორიაა, რომ რუსეთი საკუთარი რიტორიკით ემთხვევა „ქართული ოცნების“ რიტორიკას, საინტერესოა, რატომ ვერ ვახერხებთ გავაფრთხილოთ ჩვენი „პარტნიორი“ რუსები, არ გააკეთონ ჩვენი მხარდამჭერი განცხადებები და არ დაგვაზიანონ? – ვერანაირი რიტორიკა ვერ იქნება გაიგივებული “ქართული ოცნების” პროქართულ იდეოლოგიასთან, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეფასებას, რომ “ქართული ოცნების” რიტორიკა, ემთხვევა […]
როგორ მოიზიდა ახალი მომხმარებლები „ეპიზოდმა“ საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით

„სასტუმრო ენერგიული მოგზაურებისთვის, რომლებიც ეძებენ არა მხოლოდ საცხოვრებელ ადგილს, არამედ დასამახსოვრებელ გამოცდილებას“ – ასე აღწერენ გამორჩეული კონცეფციის მქონე სასტუმრო „ეპიზოდს“, რომელიც თბილისში, პეკინის 41 ნომერში მდებარეობს. მისი ისტორია 2021 წლის ოქტომბრიდან იწყება. დღეს კი სასტუმრომ საკუთარი ადგილისა და სახელის დამკვიდრება მაღალტექნოლოგიურობით მოახერხა. „მიზანი ახალი თაობის ტექნოლოგიური სასტუმროს შექმნა იყო. 21-ე საუკუნის ადამიანს არ სურს დროის […]
დმიტრო კულება – რუსეთი აგრძელებს მხდლურ ომს – არსებობს ორი გადაწყვეტილება, რომლის მიღებითაც ჩვენს პარტნიორებს შეუძლიათ, რომ დაგვეხმარონ რუსული ტერორის დასრულებაში

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსული ძალების მიერ უკრაინის წინააღმდეგ დღეს განხორციელებულ მასიურ თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ მოკავშირეებს შეუძლიათ მიიღონ ორი გადაწყვეტილება, რაც ხელს შეუწყობს რუსული ტერორის დასრულებას. „დღეს დილით, რუსეთმა მასიური სარაკეტო და დრონებით დარტყმა განახორციელა უკრაინის 15 ოლქზე, რომლის უპირველესი სამიზნე კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკული სისტემა იყო. არიან დაღუპულები და […]
გურამ მაჭარაშვილი – ოპოზიციას სულ ელანდება შავი ხვრელები, შავი ფულები, შავი სიზმრები და აღმოჩნდება ხოლმე, რომ ყველაფერი თვითონ აქვთ შავი

ოპოზიციას სულ ელანდება შავი ხვრელები, შავი ფულები, შავი სიზმრები და აღმოჩნდება ხოლმე, რომ ყველაფერი თვითონ აქვთ შავი,- ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის“ დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაში გამოთქმულ ვარაუდს, რომ “ქართული ოცნების” მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას გეგმავს. მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციას საქართველოს საზოგადოების წინაშე დღის წესრიგი არ აქვს. „ოპოზიციას ყოველთვის შავი სიზმრები […]
კახა კალაძე – საკონსტიტუციო უმრავლესობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობისთვის მნიშვნელოვანი იქნება

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ არის მნიშვნელოვანი „ქართული ოცნებისთვის“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება. მისივე თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობაა. „იცის საზოგადოებამ, რისთვის არის საკონსტიტუციო უმრავლესობა საჭირო. საუბარია, პირველ რიგში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობაზე. შესაბამისად, როდესაც ეს მოხდება, მნიშვნელოვანია კონსტიტუციური გადაწყობა. ამისთვის, საჭიროა, ხმათა უმრავლესობა. […]
“ტოიოტა ცენტრი ბათუმსა” და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„ტოიოტა ცენტრი ბათუმსა“ და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც კომპანიის დირექტორებმა, გოდერძი სურმანიძემ და ირაკლი არჩაიამ, მოაწერეს ხელი. ეკოლოგიის, კულტურის, განათლებისა და სპორტის განვითარების ხელშეწყობა – ეს ის ძირითადი მიზნებია, რომლებსაც გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს.