2023 წელს საქართველოს სასტუმროებს ყველაზე მეტი უცხოელი სტუმარი რუსეთიდან ჰყავდა – საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 5 მილიონ სტუმარს მოემსახურა, რაც 1.2%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. სტუმრების 60.2% უცხოელი იყო. იმის მიუხედავად, რომ სასტუმროებში რუსი სტუმრების რაოდენობა წლიურად 4%-ით შემცირდა, ქვეყნების მიხედვით ლიდერი სწორედ რუსეთი იყო. გასულ წელს სასტუმროებში 355 ათასი სტუმარი, ანუ ჯამური რაოდენობის 11.8% რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იყო. […]
ნიკა მელია – რომელი ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღადგინოს ივანიშვილმა, 24 საათი ძალადობაზე საუბრობს, შურს, ურთიერთდაპირისპირებას ახალისებს, მოსახლეობა ერთმანეთს გადაკიდა – „ქუდზე კაცი“ ნამდვილად მოვა, მაგრამ არა მის სასარგებლოდ

მთელი ტერიტორია, რაც საქართველოშია, რაც ოკუპაციას გადაურჩა, რუსული პოლიტიკის მიერაა ოკუპირებული და ივანიშვილი მისი პერსონიფიკაციაა. რომელი ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღადგინოს, 24 საათი აგრესიაზე, ძალადობაზე საუბრობს, შურს, ურთიერთდაპირისპირებას ახალისებს, ქვეყნის მოსახლეობა ერთმანეთს გადაკიდა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას სწორი საგარეო პოლიტიკური კურსი სჭირდება, ბიძინა ივანიშვილი […]
საბანკო ასოციაცია – რუსული ფულადი გზავნილების სისტემა Zolotaya Korona-ს კავშირი რომელიმე სანქცირებულ პირთან არ დასტურდება, შედეგად, მისი მომსახურება სრულად აღდგენილია

მოკვლევის შედეგად, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს Zolotaya Korona-ს კავშირი რომელიმე სანქცირებულ პირთან არ დასტურდება. შედეგად, მისი მომსახურება სრულად აღდგენილია, – ამის შესახებ საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, აღნიშნული სისტემის მეშვეობით საქართველოდან რუსეთში და პირიქით, ფულადი გზავნილების განხორციელება უკვე შესაძლებელია. „Zolotaya Korona-ს მომსახურება დროებით შეფერხებული იყო,რადგან საბანკო-საფინანსო სექტორი სრულად აზუსტებდა Zolotaya Korona-ს […]
ზეღდულეთში საჭიდაო მოედანი მოეწყობა, სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა

ზეღდულეთში საჭიდაო მოედანი მოეწყობა, სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, მოედანზე საჭიდაო არენა მოეწყობა, რომელიც პროფილირებული ფერადი ფურცლით გადაიხურება. ასევე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ზურგიანი 280 სკამი დამონტაჟდება. მათ შორის, ოთხი სკამი განკუთვნილი იქნება შშმ პირებისთვის. გათვალისწინებული იქნება სივრცე ფეხზე მდგომი მაყურებლებისთვისაც. ობიექტი შემოიღობება ლითონის ფურცლით. ტრიბუნებზე […]
ჯაბა სამუშიამ ენის შემსწავლელ მეცნიერებათა ისტორიის საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა, ჯაბა სამუშიამ ენის შემსწავლელ მეცნიერებათა ისტორიის XVI საერთაშორისო კონფერენცია გახსნა. თსუ-ს ცნობით, ქართველი და უცხოელი მეცნიერები მსოფლიოს 60-მდე ქვეყნიდან, 5 დღის განმავლობაში წაიკითხავენ მოხსენებებს ენის შემსწავლელ მეცნიერებათა ისტორიის შესახებ და იმსჯელებენ ენათა კვლევის თანამედროვე ტენდენციებზე. მათივე ინფორმაციით, ენის შემსწავლელ მეცნიერებათა ისტორიის საერთაშორისო კონფერენცია (ICHoLS) 1978 წლიდან ყოველ სამ წელიწადში ერთხელ […]
კახა კალაძე ერეკლე მეფის ძეგლის დადგმის იდეაზე – ერეკლე II-მ თავისი ბრძოლისუნარიანობით, ნაბიჯებითა და პრაგმატული პოლიტიკით საქართველოს ქრისტიანული იდენტობა შეუნარჩუნა

ერეკლე II-მ თავისი ბრძოლისუნარიანობით, ნაბიჯებითა და პრაგმატული პოლიტიკით საქართველოს ქრისტიანული იდენტობა შეუნარჩუნა, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას, კახეთის გზატკეცილზე ერეკლე II-ის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით. კახა კალაძემ ასევე გაიხსენა, რამდენიმე წლის წინ, ერეკლე II-თან დაკავშირებით, გარკვეული პირების მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები და აღნიშნა, რომ „კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ზოგადად ყველაფერ ქართულს, […]
ფაბრიციო რომანო: შეთანხმება შედგა, მამარდაშვილი „ლივერპულის“ ფეხბურთელია

სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გიორგი მამარდაშვილსა და „ლივერპულს“ შორის შეთანხმება საბოლოოდ შედგა და ინგლისურ კლუბს ქართველი მეკარე 2025 წლიდან შეუერთდება. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დღეს „ვალენსიას“ ქართველი ფეხბურთელი „ლივერპულში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, კლუბს კი 2025/2026 წლის სეზონიდან შეუერთდება. შეთანხმების მიხედვით, მამარდაშვილის სანაცვლოდ ესპანური „ვალენსია“ 35 მილიონ ევროს მიიღებს. რაც შეეხება „ლივერპულის“ მოქმედ მეკარეს, ალისონი კლუბში […]
„კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ“ პასუხი უნდა აგოს თავის მოღალატეობრივ ქმედებებზე – კახა კალაძე

„კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ“ პასუხი უნდა აგოს თავის მოღალატეობრივ ქმედებებზე. აქ ოპოზიციის გაუქმებაზე საუბარი აბსურდია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ოპოზიციის გაუქმებას არ გეგმავს და ამ საკითხზე საუბარი არის სპეკულაციების ნაწილი. „ჩვეულებრივი სპეკულაციებია, რომ თითქოს, „ქართული ოცნება“ ოპოზიციის გაუქმებას გეგმავს. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. როგორ ფიქრობთ, აქვს არსებობის უფლება იმ პოლიტიკურ […]
როგორ მოიზიდა ახალი მომხმარებლები „ეპიზოდმა“ საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით

„სასტუმრო ენერგიული მოგზაურებისთვის, რომლებიც ეძებენ არა მხოლოდ საცხოვრებელ ადგილს, არამედ დასამახსოვრებელ გამოცდილებას“ – ასე აღწერენ გამორჩეული კონცეფციის მქონე სასტუმრო „ეპიზოდს“, რომელიც თბილისში, პეკინის 41 ნომერში მდებარეობს. მისი ისტორია 2021 წლის ოქტომბრიდან იწყება. დღეს კი სასტუმრომ საკუთარი ადგილისა და სახელის დამკვიდრება მაღალტექნოლოგიურობით მოახერხა. „მიზანი ახალი თაობის ტექნოლოგიური სასტუმროს შექმნა იყო. 21-ე საუკუნის ადამიანს არ სურს დროის […]
უოლ სტრიტმა პაუელის განცხადებების შემდეგ კვირა პლიუსში დაასრულა

ამერიკის საფონდო ინდექსებმა ვაჭრობა პარასკევს აქტიური ზრდით დაასრულეს, ინვესტორები დადებითად გამოეხმაურნენ ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის ჯერომ პაუელის გამოსვლას. პაუელმა პარასკევს თქვა, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა მზად არის განაკვეთების შემცირებისთვის, მაგრამ ამ პროცესის დრო და სიჩქარე მრავალ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. წყარო: interfax