კახა კალაძე – ეს არ არის უბრალოდ არჩევნები, არც უბრალოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის ბრძოლა – სწორი გადაწყვეტილებაა მისაღები, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს თუ მშვიდობა, ქვეყნის განვითარება და ევროპული მომავალი გვინდა

ეს არ არის უბრალოდ არჩევნები, არც უბრალოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის ბრძოლა – სწორი გადაწყვეტილებაა მისაღები, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, თუ მშვიდობა, ქვეყნის განვითარება და ევროპული მომავალი გვინდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხალხმა ომსა და მშვიდობას შორის არჩევანი უნდა გააკეთოს.
„ეს არ არის უბრალოდ არჩევნები, არც უბრალოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის ბრძოლა. დღეს წყდება ამ ქვეყნის მომავლის საკითხი, გვინდა ომი თუ გვინდა მშვიდობა? თუ მშვიდობა არ იქნება ვერც დახმარებები იქნება, ვერ პროექტები როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. საზოგადოებამ სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, გვინდა მშვიდობა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, თუ ის მდგომარეობა გვინდა გვქონდეს ქვეყანაში, როგორიც უკრაინაშია.
სამწუხაროდ, ჩვენ ეს გამოცდილი გვაქვს და ვიცით, რამხელა უბედურების მომტანია ომი და დღეს ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გადავდგათ ისეთი ნაბიჯი, რომელიც შეცდომა იქნება. მომავალი თაობები არ გვაპატიებს ამ შეცდომის დაშვებას და ქვეყანა ათეული წლით შესაძლოა უკან დავხიოთ. სწორი გადაწყვეტილებაა მისაღები, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, თუ მშვიდობა, ქვეყნის განვითარება და ევროპული მომავალი გვინდა,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო