1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6998 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6998 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6998 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6977 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0021 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0159 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0004 ლარს შეადგენდა. […]

პრეზიდენტმა 17 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 26 აგვისტოს 17 მსჯავრდადებული შეიწყალა. შეწყალებულთაგან 13 ციხიდან გათავისუფლდა. მათ შორის, 2 ქალია. 4 მსჯავრდადებულს კი სასჯელის ვადა შეუმცირდა. მათგან 1 ქალია.

პოლონეთი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის დროს მისი საზღვრები „საჰაერო ობიექტმა“ დაარღვია

პოლონეთის არმიაში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე დღეს განხორციელებული სარაკეტო და დრონით თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვა. პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ განაცხადა, რომ დილით უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს „საჰაერო ობიექტი“ პოლონეთის ტერიტორიაზე შევიდა. ოპერატიული სარდლობის პრესსპიკერის, მაკეი კლეშჩის განცხადებით, აღნიშნული საჰაერო ობიექტი, სავარაუდოდ, დრონი იყო და მიმდინარეობს მისი ძებნა. მოგვიანებით, პოლონეთის […]

რუსეთის საგარეო დაზვერვა აცხადებს, რომ აშშ საქართველოში “ფერად რევოლუციას” ამზადებს

რუსეთის საგარეო დაზვერვა აცხადებს, რომ აშშ საქართველოში “ფერად რევოლუციას” ამზადებს. ეს, ბოლო ორ თვეში, ამ უწყების მიერ გაკეთებული მეორე მსგავსი განცხადებაა. როგორც რუსული სახელმწიფო მედია წერს, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესცენტრზე დაყრდნობით, „თეთრ სახლში უკიდურესად უკმაყოფილო არიან 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით“. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის თანახმად, “ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ბევრ […]

ზელენსკი მოკავშირეებს “გადამწყვეტი მოქმედებისკენ” მოუწოდებს რუსეთის მხრიდან მასშტაბური შეტევის შემდეგ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი ქვეყნის საერთაშორისო მოკავშირეებს “გადამწყვეტი მოქმედებისკენ” მოუწოდა მას მერე, რაც რუსეთმა დრონებით და რაკეტებით მასშტაბური შეტევა განახორციელა კიევსა და სხვა ქალაქებზე. ამან გამოიწვია მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დაზიანება. რუსეთმა 26 აგვისტოს, დილას, მიზანში ამოიღო უკრაინის რამდენიმე ქალაქი. თავდასხმებს ემსხვერპლა, სულ მცირე, სამი ადამიანი, დაჭრილია რამდენიმე პირი – აცხადებენ უკრაინის წარმომადგენლები. პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ […]

რას გეგმავს ივანიშვილი არჩევნების შემდეგ? – “გამარჯვების შემთხვევაში, ეს დადგება დღის წესრიგში” – სანდრო ბრეგაძე

ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე: — რა იგულისხმა ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც განაცხადა რომ აუცილებლად საჭირო გახდება ცვლილებები კონსტიტუციაში, რომელსაც არჩევნების შემდეგ განახორციელებენ — უდიდესი ალბათობით – არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, შესაბამისი მხარდაჭერის შემთხვევაში დღის წესრიგში დადგება კონსიტუციიდან იმ ჩანაწერის ამოღება, სადაც დაფიქსირებულია რომ საქართველო მისწრაფება არის ნატო და ევროკავშირი — ამ ჩანაწერის ამოღება კონსტიტუციიდან განხორციელდება იმ […]

ცესკო პარტიების და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს

საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პარტიების პოტენციურ წარმომადგენლებთან და დამკვირვებელი ორგანიზაციების პოტენციურ დამკვირვებლებთან სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებს მართავს. შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება და მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ელექტრონული ტექნოლოგიების და მასთან დაკავშირებით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცის გამოცდილების, საპილოტე რეჟიმში ჩატარებული არჩევნების, ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის შედეგების შესახებ. გარდა ამისა, შეხვედრების ფარგლებში მოხდება საარჩევნო ელექტრონული აპარატურის დემონსტრირება, ცესკოს წარმომადგენლები […]

გლდანის რაიონში კიდევ ერთი პარკი ეწყობა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გლდანის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო. გლდანის VIII მ/რ-ში, N28, 29 და 33 კორპუსის მიმდებარედ, 10 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, უკვე განხორციელდა სადემონტაჟო სამუშაოები. მიმდინარე პროექტს დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე თავის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუდენტს, ნიჩბოსან ზაზა ნადირაძეს მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოპოვებას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრანტს, ნიჩბოსნობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, 2016 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილეს, საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, ზაზა ნადირაძეს კანოეში 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორობას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო […]

რუსტემ უმეროვი – უკრაინა დღევანდელ თავდასხმასთან დაკავშირებით რუსეთისთვის პასუხს ამზადებს

უკრაინა ამზადებს პასუხს რუსეთისთვის ჩვენი სახელმწიფოს დღევანდელ მასიურ დაბომბვასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ და დაშავდნენ, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა Facebook-ზე განაცხადა. „რუსეთმა კვლავ დაარტყა ჩვენს ქალაქებს, დაშავდნენ მშვიდობიანი ადამიანები, დაინგრა სახლები, დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა“, – აღნიშნა მინისტრმა. უმეროვის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინას გამარჯვებისთვის სჭირდება შორ მანძილზე […]