ამერიკულმა Forbes-მა 2024 წლისთვის მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჩოგბურთელების სია გამოაქვეყნა

ამერიკულმა Forbes-მა 2024 წლისთვის მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჩოგბურთელების სია გამოაქვეყნა. გამოცემის დათვლებით, ტოპ-10-ში შემავალმა სპორტსმენმა გასული 12 თვის განმავლობაში კოლექტიურად $246 მილიონი გამოიმუშავეს. ეს მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2020 წლის რეკორდულ მაჩვენებელს, $343 მილიონს, როდესაც ახლა უკვე პროფესიონალური სპორტიდან წასული სერენა უილიამსისა და როჯერ ფედერერის შემოსავალმა $142 მილიონი შეადგინა. ამის მიუხედავად, მსოფლიოს ტოპ-10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჩოგბურთელის მიერ […]

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 აგვისტოს, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში ბრალდებულმა დანით ორ პირს დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად ერთ-ერთმა დაზარალებულმა სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო. დროული და გადაუდებელი სამედიცინო […]

გერმანიის კანცლერი მეტი დეპორტაციის პირობას დებს

ოლაფ შოლცმა, გერმანიის კანცლერმა პირობა დადო, რომ ქვეყნიდან დეპორტაციის ძალისხმევას გააძლიერებს. შოლცმა, განცხადება ორშაბათს, სლონგენში ვიზიტის დროს გააკეთა, სადაც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა პირმა, მასობრივი მკვლელობა მოაწყო. მომხდარის შემდეგ, მემარჯვენე ოპოზიციამ, ხელისუფლების იმიგრაციის პოლიტიკის კრიტიკა გაძლიერა. ”ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა უზრუნველვყოთ, რომ მათ, ვისაც არ შეუძლიათ და არ აქვთ უფლება დარჩეს გერმანიაში, რეპატრირებულნი […]

გასულ წელს, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის 281 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გასულ წელს, ფსიქოაქტიური ნივთიერებებით განპირობებული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის 281 ახალი შემთხვევა და გონებრივი ჩამორჩენის 1404 შემთხვევა დადასტურდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს, გასულ წელს, ასევე შიზოფრენიის 159 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ზოგიერთი ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება: პარანოიდული შიზოფრენია – 130; ხანგრძლივი ბოდვითი აშლილობანი […]

2024 წელს მსოფლიოში „ყველაზე დაკავშირებულ“ აეროპორტების სიის სათავეში სტამბოლის აეროპორტია – Cirium

2024 წელს მსოფლიოში „ყველაზე დაკავშირებულ“ აეროპორტების სიას სტამბოლის აეროპორტი სათავეში ჩაუდგა, აღნიშნულის შესახებ მასალები Cirium-მა შეაჯერა. კომპანიამ გამოთვალა თუ რამდენ მიმართულებას ემსახურებოდა თითოეული ჰაბი მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში. ამრიგად, სტამბოლის აეროპორტის განრიგი მოიცავს 309 მიმართულებას. მათ უმეტესობას ემსახურება Turkish Airlines-ი, გადამზიდავი მსოფლიოში ყველაზე ფართო მარშრუტების ქსელით. რეიტინგში მეორე ადგილზეა ფრანკფურტის აეროპორტი 296 მარშრუტით, […]

რუსეთმა უკრაინის ათობით რეგიონზე საჰაერო იერიში მიიტანა

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 100-ზე მეტი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. რაკეტებთან ერთად, გამოყენებული იყო ამდენივე დრონიც. თავდასხმა ღამით და დილით, პიკის საათშიც გრძელდებოდა. დაიღუპა, სულ მცირე, 5 ადამიანი. თავდასხმის სამიზნე მთელი ქვეყნის მასშტაბით ენერგეტიკული იბიექტებიც იყო. არაერთ დასახლებაში, მათ შორის დედაქალაქ კიევშიც, ბევრ საცხოვრებელ კორპუსს ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეზღუდული აქვს. ოფიციალური პირების თქმით, კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა […]

რამდენიმე ელჩს როტაციის ვადა ამოეწურა

მთავრობამ გამოაქვეყნა განკარგულებები იმ ელჩების გათავისუფლებაზე, რომელთაც როტაციის ვადა ამოეწურათ. ელჩებს, შორის, რომელთაც როტაციის ვადა ამოეწურათ, არიან: · ვიქტორ დოლიძე – ნატოში საქართველოს წარმომადგენელი · სოფიო ქაცარავა – დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი · ზურაბ პატარაძე – აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო […]

გურჯაანში გაზგასამართი სადგური აფეთქდა, დაშავებულია 3 ადამიანი

გურჯაანში გამთენიისას, 6 საათზე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა. დაშავებულია სამი ადამიანი, მათ შორის სადგურზე მომუშავე პირი, რომელიც თბილისში გადმოიყვანეს. მეორე დაშავებული მოგვიანებით ოჯახმა წაიყვანა და ის დამწვრობის ცენტრში იმყოფება. ხანძრისას ერთი მანქანა და სადგურის ტერიტორია დაიწვა. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთი დაშავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გავრცელებული ვერსიის საპირისპიროდ, აფეთქება მანქანის […]

ემანუელ მაკრონი – „ტელეგრამის“ დამფუძნებლის დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის

„ტელეგრამის“ დამფუძნებლის, პაველ დუროვის დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მისი თქმით, საფრანგეთის ტერიტორიაზე პაველ დუროვის დაკავება მიმდინარე სასამართლო გამოძიების ფარგლებში მოხდა. „ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება არავითარ შემთხვევაში არ არის. გადაწყვეტილება მოსამართლეებმა უნდა მიიღონ“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა. შეგახსენებთ, „ტელეგრამის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი საფრანეთის პოლიციამ პარიზის […]

მთავრობა შვეიცარიაში და დიდ ბრიტანეთში ელჩებს, ასევე ნატო-ში და ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლებს თანამდებობებიდან ათავისუფლებს

საქართველოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც შვეიცარიის კონფედერაციაში, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს სრულუფლებიან ელჩებს, ასევე ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლებს დაკავებული თანამდებობებიდან ათავისუფლებს. განკარგულება 26 აგვისტოთი თარიღდება და მასზე ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. შესაბამისი განკარგულებით მთავრობა საქართველოს პრეზიდენტს წინადადებით მიმართავს, რომ სოფიო ქაცარავა დიდი […]