პოლიციამ 3 პირი დააკავა, რომლებიც საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებს დიდი ოდენობით თანხების გამოძალვაში ეხმარებოდნენ

სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით 3 პირი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებს დიდი ოდენობით თანხების გამოძალვაში ეხმარებოდნენ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით […]

ქუთაისში, დევნილებისთვის განკუთვნილი კორპუსების მშენებლობა დასასრულს უახლოვდება – ბინას 720 დევნილი ოჯახი მიიღებს

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, სამი, 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში, 720 დევნილი ოჯახი თანამედროვე სტანდარტების, გარემონტებულ ახალ ბინებს მიიღებს. „პროექტის ღირებულება 77 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. პარალელურ რეჟიმში, მიმდინარეობს დევნილი ოჯახებისთვის ბინების მშენებლობა ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზეც. ჯამში, რამდენიმე თვეში, ქუთაისში, სრულად […]

პირველი ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულმა საველე სიტუაციური სწავლება ჩაატარა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულის საველე სიტუაციური სწავლება დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება მდინარის სანაპირო ზოლზე ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. „სწავლების სცენარის მიხედვით, სადაზვერვო ქვედანაყოფების ამოცანას სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება, მდინარის ფონის მახასიათებლების შესწავლა და მდინარეზე ფორსირება წარმოადგენდა. დაზვერვის ქვედანაყოფის ათეულებმა მდინარეზე ფორსირება, ჩასაფრება და ევაკუაცია წარმატებით განახორციელეს“,- ნათქვამია უწყების მიერ […]

ფილიპინების თავდაცვის მდივანი – ჩინეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მშვიდობის ყველაზე დიდი დამრღვევია

ჩინეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მშვიდობის ყველაზე დიდი დამრღვევია, – ამის შესახებ ფილიპინების თავდაცვის მდივანმა, ჟილბერტო თეოდორომ განაცხადა. „ჩინეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში საერთაშორისო მშვიდობის ყველაზე დიდი დამრღვევია. ანტიდოტი ჩინეთის წინააღმდეგ უფრო ძლიერი კოლექტიური მრავალმხრივი მოქმედებაა“, – განაცხადა ჟილბერტო თეოდორომ. თეოდორომ აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნებმა ჩინეთს უკანონო ქმედებების შეწყვეტისკენ უნდა მოუწოდონ. „სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციას, რათა აქტუალური და სანდო […]

კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? – ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან…

ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ ქართველი ფეხბურთელების უკეთეს კლუბებში ტრანსფერების მიმართ დიდი მოლოდინი შეიქმნა. უფრო მეტის სურვილიც გვქონდა, თუმცა სადმე ჩარიცხვაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ისაა, გუნდს რამდენად სწრაფად მოერგები და აკლიმატიზაციის პროცესს გაივლი. ამ მხრივ საუკეთესო ხვიჩა კვარაცხელიასა თუ გიორგი მამარდაშვილის მაგალითებია. სასიამოვნო სიახლეებისთვის სექტემბრამდე ჯერ კიდევ დროა… ივა გელაშვილი იტალიაში ჩვენებურების რაოდენობის ზრდა აშკარაა და […]

კახეთი ყველაზე პრორუსული რეგიონია – დავით ზურაბიშვილი

აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რა ილაპარაკა ბერძენიშვილმა ერეკლეზე და რას ამბობდა გვარამია ტელევიზიით, – წერს ოპოზიციონერი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში, კახეთის რეგიონთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, კახეთი განსაკუთრებით ახლა გამოირჩევა ხელისუფლების მხარდაჭერით. შესაბამისად, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ კახეთი პრორუსული რეგიონია და იქ მაცხოვრებლებისთვის, რუსეთი ღვინის გაყიდვასთან ასოცირდება. “აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რა ილაპარაკა ბერძენიშვილმა ერეკლეზე […]

აზერბაიჯანი მაიმუნის ყვავილის საფრთხის გამო სასაზღვრო კონტროლს აძლიერებს

აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი მაიმუნის ყვავილის ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად აეროპორტებსა და ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის სხვა გამშვებ პუნქტებზე მთელ რიგ ზომებს აწესებს. ამის შესახებ საბაჟო კომიტეტში სააგენტო Report-ს განუცხადეს. უწყების ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით იდენტიფიცირებულია მაიმუნის ყვავილის რისკის მქონე ქვეყნები, საიდანაც შესულ მგზავრებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევათ. კერძოდ, აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის სხვა გამშვებ […]

„საკუთარ ეზოში იჯდა, მეზობელი მივიდა და ესროლა…“ – მარტვილში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

სოფელ აბედათში, გასროლის ხმა დილის 6 საათზე გაიგეს. მკვლელობის ადგილას მისულ ადგილობრივებს, მძიმე სურათი დახვდათ. 60 წლის ჯამბულ კიტარია, ყელის არეში მიყენებული ცეცხლსასროლი ჭრილობით, უკვე გარდაცვლილი იყო. ირკვევა, რომ 60 წლის კაცი გამთენიისას საკუთარ ეზოში იჯდა. მოულოდნელად მასთან, სანადირო თოფით შეიარაღებული მეზობელი მივიდა და კინტარიას დამიზნებით ესროლა. გასროლის დროს, სახლში მოკლულის მეუღლე და შვილიც იმყოფებოდა. […]

დღეს შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები

კომპანია თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 27 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის და კავსაძის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა […]

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდება – ვის შეეხება შეზღუდვა

GWP-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება: სამგორი, ნაკადულის ქ. 6 გას N 10 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 8/26/2024 22:00 დან 8/27/2024 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ნაკადულის ქუჩას და წმ. ბარბარეს უბანს. სამგორი, ჯავახეთის ქ. 1 შეს. N 1 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 8/26/2024 20:30 დან 8/27/2024 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: […]