პარიზის პროკურატურაში აცხადებენ, რომ „ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი საფრანგეთში კიბერდანაშაულის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს

პარიზის პროკურატურაში განაცხადეს, რომ „ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი საფრანგეთში კიბერდანაშაულის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. როგორც პარიზის პროკურორმა, ლორა ბეკომ თქვა, გამოძიება უკანონო გადარიცხვებს, ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას, თაღლითობასა და ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარს ეხება. გამოძიება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტმა გარკვეული პირის ან პირების წინააღმდეგ 8 ივლისს დაიწყო. კიბერდანაშაულისა და თაღლითობაზე მომუშავე გამომძიებლები სწავლობენ 12 სავარაუდო დანაშაულს, რომლებიც […]
ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებიც მწვანილის ექსპორტს ახორციელებენ

2024 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველომ მწვანილის იმპორტი გაზარდა, ხოლო ექსპორტი შეამცირა. წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში მწვანილის იმპორტი ღირებულებით ნაწილში 55,3%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობით – 38.5%-ით შემცირდა. მთავარი იმპორტიორი საანგარიშო პერიოდში ირანი იყო, რომელზედაც მთელი იმპორტის – 48,1% მოდიოდა. „კომერსანტი“ გთავაზობთ TOP-10 მწვანილის ექსპორტიორ კომპანიაა და მათ მფლობელებს: -ინდმეწარმე […]
საქართველოს პარალიმპიური ნაკრები პარიზში გაემგზავრა

ზაფხულის XVII პარალიმპიური თამაშები პარიზში ოფიციალურად 28 აგვისტოს გაიხსნება და 8 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს ნაკრები სპორტის 6 სახეობაში 14 პარაათლეტით იასპარეზებს. საქართველოს პარალიმპიური ნაკრები პარიზში გაემგზავრა. გუშინ პარალიმპიურ სოფელში პარატაეკვონდოს, პარამძლეოსნობის და პარაწოლჭიმის ნაკრები გუნდები დაიდეს ბინას. პარამსროლელი ლადო ჭინჭარაული უკვე პარიზში იმყოფება. ეტლით მოფარიკავეები 30 აგვისტოს ჩავლენ, 1 სექტემბერს კი საქართველოს დელეგაციას პარაძიოუდოს […]
ღვინის ეროვნული სააგენტო 100-მდე ახალგაზრდას ღვინის საწარმოებში დაასაქმებს

რთველი 2024 წლის მიმდინარეობის პერიოდში, ღვინის ეროვნული სააგენტო 100-მდე ახალგაზრდას ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე ასაქმებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ოპერატორის პოზიციაზე დასაქმების მსურველი ახალგაზრდები გასაუბრების საფუძველზე შეირჩნენ. შერჩეულ კანდიდატებს სპეციალური ტრენინგები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტებმა რთველის საკოორდინაციო შტაბში ჩაუტარეს. რთველის აღრიცხვის პროგრამა ქვეყანაში 2013 წლიდან მუშაობს. პროგრამა […]
საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეიდან 29 აგვისტოს ჩათვლით, მაღალი ტემპერატურის ფონზე, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ხანმოკლე წვიმა ელჭექით შესაძლოა აღინიშნოს თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთის როგორც დაბლობ, ისე მთიან რეგიონებში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ აღმოსავლეთშიც, შესაძლებელია სეტყვაც. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ქარის გაძლიერებაც.
რუსეთის დუმის სპიკერი – აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბაიდენისთვის „ტელეგრამზე“ კონტროლის დაწესება მნიშვნელოვანია

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბაიდენისთვის „ტელეგრამზე“ კონტროლის დაწესება მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა. „იმ მცირერიცხოვან და ამავდროულად უმსხვილეს ინტერნეტ პლატფორმებს შორის „ტელეგრამი“ ერთ-ერთია, რომლებზეც აშშ-ის არანაირი გავლენა არ აქვს. ამავდროულად, ის ბევრ ისეთ ქვეყანაში მოქმედებს, რომლებიც მათთვის საინტერესოა. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბაიდენისთვის „ტელეგრამზე“ კონტროლის დაწესება მნიშვნელოვანია“, – წერს […]
თელ-ავივში მძევლების ოჯახის წევრებმა გზატკეცილი გადაკეტეს და აცხადებენ, რომ „ნეთანიაჰუ მძევლებს მარხავს“

მძევლების ოჯახების წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა თელ-ავივში აიალონის გზატკეცილი გადაკეტეს, – ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსგან მოითხოვენ, მიაღწიოს შეთანხმებას მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ბანერები წარწერებით: „არ არსებობს უგუნური შეთანხმება, არამედ მხოლოდ მიტოვება“ და „ნეთანიაჰუ მძევლებს მარხავს“. შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე თვეა, ისრაელი და […]
წმიდა მღვდელმოწამენი: ნაზარი, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, გერმანე, იეროთეოს და სვიმონ ხუცესნი, ბესარიონ მთავარდიაკონი (1924) და ყოველნი ახალმოწამენი, ტოტალიტარული რეჟიმის დროს ურწმუნოთაგან წამებულნი (XX)

წმიდა მღვდელმოწამენი: ნაზარი, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, გერმანე, იეროთეოს და სვიმონ ხუცესნი, ბესარიონ მთავარდიაკონი (1924) და ყოველნი ახალმოწამენი, ტოტალიტარული რეჟიმის დროს ურწმუნოთაგან წამებულნი (XX) მიტროპოლიტი ნაზარი (ერისკაცობაში იოსებ ლეჟავა) დაიბადა 1872 წელს იმერეთის სოფელ დიდ ჯიხაიშში. მისი წინაპრები სასულიერო პირნი ყოფილან და მომავალი მიტროპოლიტი სიყრმიდანვე სარწმუნოებრივ-საეკლესიო გარემოში იზრდებოდა. ნაზარიმ დაწყებითი განათლება ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო. 1892 წელს […]
იაპონია ჩინეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევას სრულებით მიუღებლად აფასებს

იაპონიის საჰაერო სივრცის დარღვევა ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავის მიერ “სრულებით მიუღებელია”, განაცხადა 27 აგვისტოს იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა. მანამდე იაპონიამ პროტესტის ნიშნად ელჩი გამოიხმო ჩინეთიდან. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ჩინეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელიც. „საჰაერო სივრცის დარღვევა იყო არა მხოლოდ იაპონიის სუვერენიტეტის დარღვევა, არამედ ასევე საფრთხე ჩვენი უსაფრთხოებისთვის, რაც სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა იაპონიის მინისტრთა […]
27-29 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, […]