ხობში ძმამ ძმა ნამგლით დაჭრა

ხობის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა დაჭრა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაჭრილია 65 წლამდე ასაკის მამაკაცი. მას ჭრილობები ნამგლით თავისა და სახის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევას წინ ძმებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკება უძღოდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა. დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია. არსებული ინფორმაციით, მომხდარ შემთხვევაში სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის […]
„ქართველი ქალების პირველი დამოუკიდებელი ასვლა უშბის მწვერვალზე“ – რა ინფორმაციას ავრცელებს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია

„ქართველი ქალების პირველი დამოუკიდებელი ასვლა უშბის მწვერვალზე“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში, საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია წერს და ფოტოებს აქვეყნებს. “ქართველი ქალების პირველი დამოუკიდებელი ასვლა უშბის მწვერვალზე – არჩილ ბადრიაშვილის ჭაუხის სპორტული ბანაკის მონაწილეები მარიამ გელაშვილი და მაია სიჭინავა ჭაუხის მოსამზადებელი სპორტული შეკრების შემდეგ ესტუმრნენ სვანეთს, სადაც წყვილში დამოუკიდებლად გაიარეს მწვერვალ თეთნულდის სამიანი და ოთხიანი […]
კადიროვი: გაგლოევსა და ბჟანიას დამოუკიდებლობის მორიგ წლისთავს გულითადად ვულოცავ

დღეს ჩვენი ქვეყნის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების დღეა. ცხადია, ეს დღე ნათელი და ისტორიულია ორივე რესპუბლიკისთვის. მიხარია, რომ რუსეთი ამ მშვენიერი რეგიონების დაცვისა და შემდგომში განვითარების გარანტია. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ ალან გაგლოევს, აფხაზეთის პრეზიდენტ ასლან ბჟანიას და მოძმე რესპუბლიკების მოსახლეობას დამოუკიდებლობის მორიგ წლისთავს გულითადად ვულოცავ.
ტელეგრამის დამფუძნებელი პაველ დუროვი კიბერდანაშაულის საქმეზე დააკავეს – პარიზის პროკურატურა

პარიზის პროკურატურაში განაცხადეს, რომ „ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი საფრანგეთში კიბერდანაშაულის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. როგორც პარიზის პროკურორმა, ლორა ბეკომ თქვა, გამოძიება უკანონო გადარიცხვებს, ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას, თაღლითობასა და ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარს ეხება. გამოძიება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტმა გარკვეული პირის ან პირების წინააღმდეგ 8 ივლისს დაიწყო. კიბერდანაშაულისა და თაღლითობაზე მომუშავე გამომძიებლები სწავლობენ 12 სავარაუდო დანაშაულს, რომლებიც […]
რუსეთის სარაკეტო თავდასხმაზე პასუხს ვამზადებთ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრე სირსკისთან შეხვედრაზე უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის პასუხი განიხილა. „დღე დავიწყე ხანგრძლივი საუბრით მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკისთან: ვისაუბრეთ ამ სარაკეტო თავდასხმის მოგერიებაზე, ასევე რუსეთის მიმართ ჩვენს პასუხზე, რომელსაც ვამზადებთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, ასევე ისაუბრეს F-16 ტიპის გამანადგურებლების გამოყენებაზე და კურსკის ოლქში მიმდინარე ოპერაციაზე. „ვაგრძელებთ ჩვენს […]
ნახეთ, უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 აგვისტოსთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 27 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6998 ლარი ეღირება. ევრო – 3.0159 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5613 ლარი.
ანრი მექვაბიშვილი სექტემბრის სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს

ანრი მექვაბიშვილი სექტემბრის სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს, ამის შესახებ ინფორმაციას Geo team-ი ავრცელებს. რუმინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ქართველმა ნახევარმცველმა მუხლის მძიმე დაზიანება მიიღო. Geo Team-ის ცნობითვე, ფეხბურთელმა MRI გადაიღო და ჯვარედინი იოგების გაწყვეტას გადაურჩა, თუმცა 1.5 თვით დასვენება მოუწევს. სავარაუდოდ, ფეხბურთელი გამოტოვებს ოქტომბრის სანაკრებო შეხვედრებსაც, თუმცა ყველაფერი აღდგენითი პროცესის სისწრაფეზეა დამოკიდებული. როგორც ცნობილია, 7 სექტემბერს საქართველოს […]
ყოველთვიურად, სახელმწიფო პაციენტებს 4-დან 6 მილიონამდე ლარის მედიკამენტებს უფინანსებს

მიმდინარე წლის ივნისში, მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 4,3 მილიონი ლარის მედიკამენტები გაიცა. აქედან უმეტესი ნაწილი – 3 მილიონზე მეტი პენსიონერებზე მოდის, 850 ათას ლარზე მეტი – სოცდაუცველებზე, 385 ათასი ლარი კი შშმ პირებზე. თვეების მიხედვით, აღნიშნული პროგრამით მოსარგებლეებზე გაცემული მედიკამენტების ღირებულება შემდეგია: მაისი – 4,6 მილიონი ლარი, აპრილი 5,1 მილიონი, მარტი – 4 მილიონამდე, […]
ივლისის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაცია 55.76% იყო

2024 წლის ივლისის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.76 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.93 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.24 პროცენტული პუნქტით). ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. საანგარიშო პერიოდში, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), წინა თვესთან შედარებით 202.32 მლნ ლარით (0.35%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, […]
ბერლინში ახალი ქართული რესტორანი – Stumari – გაიხსნა

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში 5 ივნისს ახალი ქართული რესტორანი “სტუმარი” გაიხსნა, რომლის კონცეფციასა და გახსნის იდეაზე BM.GE-სთან მისი თანადამფუძნებელი, გიორგი რობაქიძე საუბრობს. “რესტორანი „სტუმარი” 2024 წლის 5 ივნისს ბერლინის ერთ ერთ ძველ და ულამაზეს უბანში, შონებერგში გაიხსნა. რესტორნის კონცეფციიდან და სლოგანიდან გამომდინარე: “იყავი ჩვენი სტუმარი”- ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ ქართულ ინტერიერს, და ქართული კერძების მრავალფეროვან არჩევანს. კედლებზე […]