ყაზახეთის 20 მლნ მაცხოვრებლიდან 15 მლნ Kaspi-ის მომხმარებელია – მიხეილ ლომთაძე

„ჩვენი მისია ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაა უნიკალური მობილური სერვისების განვითარებით. კომპანიის აღწერის მარტივი გზაა ის სერვისები, რომლით სარგებლობაც ადამიანებს ყოველდღიურ რეჟიმში შეუძლიათ ჩვენი აპის საშუალებით. ადამიანებს შეუძლიათ ონლაინ ვაჭრობა – Amazon-ის ტიპის სერვისი გვაქვს, შეუძლიათ გახსნან შემნახველი ანგარიში, მიიღონ სესხი, განახორციელონ მაღაზიებში გადახდები, შეიძინონ თვითმფრინავის, რკინიგზის ბილეთები, სამოგზაურო პაკეტები, იყიდონ სურსათი მიწოდების სერვისით, დაქორწინდნენ სახელმწიფო სერვისების […]
კაცმა საკუთარი ძმა ნამგლით დაჭრა – სად მოხდა ძმებს შორის დაპირისპირება და რას მოჰყვა ანგარიშსწორება?

ხობის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა დაჭრა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაჭრილია 65 წლამდე ასაკის მამაკაცი. მას ჭრილობები ნამგლით თავისა და სახის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევას წინ ძმებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკება უძღოდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა. დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია. არსებული ინფორმაციით, მომხდარ შემთხვევაში სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.
გარდაიცვალა ანსამბლ „რიჰოს” ერთ-ერთი უხუცესი წევრი

„დიდი დანაკლისია სვანეთისთვის და სრულიად საქართველოსთვის. გარდაიცვალა ანსამბლ „რიჰოს” ერთ-ერთი უხუცესი თვალსაჩინო წევრი, სვანური სიმღერის უბადლო შემსრულებელი მურად ფირცხელანი” – ამის შესახებ ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლავა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, განუზომელია მურად ფირცხელანის წვლილი სვანური სიმღერის პოპულარიზაციაში: „დიდი დანაკლისია სვანეთისთვის და სრულიად საქართველოსთვის, გარდაიცვალა ანსამბლ „რიჰოს” ერთ-ერთი უხუცესი თვალსაჩინო წევრი სვანური სიმღერის უბადლო შემსრულებელი მურად […]
ხობში ძმამ ძმა ნამგლით დაჭრა

ხობის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა დაჭრა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაჭრილია 65 წლამდე ასაკის მამაკაცი. მას ჭრილობები ნამგლით თავისა და სახის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევას წინ ძმებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკება უძღოდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა. დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია. არსებული ინფორმაციით, მომხდარ შემთხვევაში სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის […]
კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი დაიხარჯა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამასთან, როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღის 12 შენობას უტარდება სრული განახლების სამუშაოები; 3 საბავშვო ბაღში მიმდინარეობს ეზოს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია; 11 საბავშვო ბაღის შენობას კი უტარდება სახურავის რეაბილიტაცია. „აქტიური […]
ირაკლი ნადირაძე – არჩევნებზე კრემლშიც და „ქართულ ოცნებაშიც“ ერთნაირად ნერვიულობენ – რუსეთში ძალიან კარგად იციან, რომ მათი პარტნიორი, რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ქართველ ხალხთან ამ არჩევნებს აგებს

კრემლში ძალიან კარგად იციან, რომ მათი პარტნიორი, რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ქართველ ხალხთან ამ არჩევნებს აგებს, ამიტომ შემთხვევითი არ არის კამპანიის ის დეზინფორმაციული ნიაღვარი, რომელიც მოემართება კრემლის მხრიდან და ატაცებული აქვთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებას, რომ ამერიკელები […]
კოჯორში, დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება

მთაწმინდის რაიონის გამგეობა კოჯორში, კვინიტაძის ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, საგზაო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარია გამოყოფილი. „პროექტის ფარგლებში, 7 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება და 2 500 მეტრი სიგრძის ბორდიური მოეწყობა. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე აღნიშნულ ქუჩაზე […]
ქუთაისელ სპორტსმენებს შევხვდით, საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატება მივულოცეთ და სიმბოლური საჩუქრები გადავეცით – ზაზა ლომინაძე

დღეს, ქუთაისელ სპორტსმენებს შევხვდით, მათ, საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატება მივულოცეთ – ამის შესახებ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე სოციალურ ქსელში წერს: “დღეს, ქუთაისელ სპორტსმენებს შევხვდით, რომლებმაც მოლდოვაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს. მათ, საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატება მივულოცეთ და სიმბოლური საჩუქრები გადავეცით. ჩემპიონებმა და პრიზიორებმა განსაზღვრული ფულადი ჯილდოც მიიღეს,”- წერს ზაზა […]
„შენ ძალიან ძლიერი ბიჭი ხარ, ყველა შენს გვერდზე ვართ“ – ხვიჩა კვარაცხელია დათი ქოქრაშვილს ამხნევებს – ემოციური კადრები

2 წლის წინ, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილი მკურნალობას უცხოეთში აგრძელებს. დათის დედა ხვიჩა კვარაცხელიას ვიდეოს გვიზიარებს, სადაც ფეხბურთელი დათის თანადგომას უცხადებს და ამხნევებს. „შენ ძალიან ძლიერი ბიჭი ხარ, გახსოვდეს. ყველაფერი კარგად იქნება, ღმერთი შენთან არის, ჩვენ ყველა შენს გვერდში ვართ. ძლიერად იყავი და გახსოვდეს, რომ ძალიან ძლიერი ადამიანი ხარ“, – საუბრობს […]
ღვინის ეროვნული სააგენტო 100-მდე ახალგაზრდას ღვინის საწარმოებში დაასაქმებს

რთველი 2024 წლის მიმდინარეობის პერიოდში, ღვინის ეროვნული სააგენტო 100-მდე ახალგაზრდას ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე ასაქმებს. ოპერატორის პოზიციაზე დასაქმების მსურველი ახალგაზრდები გასაუბრების საფუძველზე შეირჩნენ. შერჩეულ კანდიდატებს სპეციალური ტრენინგები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტებმა რთველის საკოორდინაციო შტაბში ჩაუტარეს. რთველის აღრიცხვის პროგრამა ქვეყანაში 2013 წლიდან მუშაობს. პროგრამა უზრუნველყოფს ჩაბარებული ყურძნის შესახებ სრული და დაზუსტებული მონაცემების შეგროვებას, […]