ყაზახეთის 20 მლნ მაცხოვრებლიდან 15 მლნ Kaspi-ის მომხმარებელია – მიხეილ ლომთაძე

„ჩვენი მისია ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაა უნიკალური მობილური სერვისების განვითარებით. კომპანიის აღწერის მარტივი გზაა ის სერვისები, რომლით სარგებლობაც ადამიანებს ყოველდღიურ რეჟიმში შეუძლიათ ჩვენი აპის საშუალებით. ადამიანებს შეუძლიათ ონლაინ ვაჭრობა – Amazon-ის ტიპის სერვისი გვაქვს, შეუძლიათ გახსნან შემნახველი ანგარიში, მიიღონ სესხი, განახორციელონ მაღაზიებში გადახდები, შეიძინონ თვითმფრინავის, რკინიგზის ბილეთები, სამოგზაურო პაკეტები, იყიდონ სურსათი მიწოდების სერვისით, დაქორწინდნენ სახელმწიფო სერვისების […]
ლონდონში კარიბის კარნავალზე დანებით 11 ადამიანი დაჭრეს, დაკავებულია 300-ზე მეტი კანონდამრღვევი

ლონდონში 24-25 აგვისტოს გამართულ კარიბის კარნავალზე დანებით 11 ადამიანი დაჭრეს, კიდევ ერთს მჟავა შეასხეს. რადიოსადგურ “ბიბისის” ამის შესახებ პოლიციამ განუცხადა. სამი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, მათ შორის არის 32 წლის ქალი, რომელიც კარნავალზე პატარა ბავშვით იყო მისული. ეჭვმიტანილთა დაკავების შესახებ პოლიციის ანგარიშში არაფერია ნათქვამი. სხვადასხვა სახის ჭრილობა მიიღო 53-მა პოლიციელმა. მთლიანობაში დღესასწაულის განმავლობაში დააკავეს 330 ადამიანი. […]
გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძეზე წერს
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძეზე წერს. „აშშ ოპოზიციონერების მანდატების ჩამორთმევას არ დაუშვებს! – მ.ხაზარაძე. ახალგაზრდობაში, ლენინური კომკავშირის და კრემლის იდეოლოგიით, ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობას! დღეს, აშშ-ს ომის, კორუფციისა და ცენზურის პარტიის დავალებით, ქვეყნის სუვერენიტეტს ებრძვის!“ – წერს ხაინდრავა სოციალურ ქსელში.
ანტიკორუფციული ბიურო ოპოზიციურ პარტიებს ფინანსების გაუმჭვირვალობაში ადანაშაულებს

ანტიკორუფციული ბიურო, რომლის თავმჯდომარესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიშნავს, ოპოზიციურ პარტიებს ფინანსების გაუმჭვირვალობაში ადანაშაულებს და საუბრობს ეჭვზე, რომ ისინი კანონდარღვევით იღებენ დაფინანსებას საზღვარგარეთიდან. კონკრეტული პარტიების შესახებ ბიუროს თავმჯდომარემ, რაჟდენ კუპრაშვილმა გამართა. „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება”, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „ელენე ხოშტარია, ახალი ერთობა – გვარამია, მელია“ დაფინანსებას სრულად ან […]
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: საქართველოს ეკლესიას აქვს იგივე პოზიცია, რაც ადრე ჰქონდა

მე უშუალოდ ვესწრებოდი გუშინდელ შეხვედრას, რომელიც საპატრიარქოში მიმდინარეობდა. მინდა დაგიდასტუროთ, რომ ეს ძალიან კორექტული, მშივიდი და არგუმენტირებული საუბარია იმასთან დაკავშირებით, რაც ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის სამართლებრივ მოტივებს უკავშირდება. ამიტომ ამაზე შორს ნუ წავალთ. არავითარი საფუძველი ჯერ არ არსებობს იმისა, რომ ეს სამართლებრივი მოტივი შეიცვალოს. საქართველოს ეკლესიას აქვს იგივე პოზიცია, რაც ჰქონდა პატრიარქს ადრე. ხელისუფლებას ძალიან […]
ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინელები რუსეთში მეორე მონაკვეთიდანაც ცდილობენ შეჭრას

რუსეთში ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები საზღვრის გარღვევას ცდილობენ. „თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ვითარება საზღვარზე რთულია, მაგრამ კონტროლირებადი“ — წერს ბელგოროდის გუბერნატორი პირად „ტელეგრამ“ არხზე. მისი თქმით, რუსი სამხედროები „დაგეგმილ სამუშაოებს“ ასრულებენ, თუმცა არ აკონკრეტებს, თუ რა იგულისხმება ამაში. დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „მედუზა“ წერს, რომ რუსეთის პრო-სამთავრობო ტელეგრამ არხებში ვრცელდება ინფორმაცია, […]
ოსიმენმა “ჩელსის” შეთავაზება იუარა – ვიქტორს თამაში მხოლოდ ამ კლუბში სურს

აუუფ მოხარშული წაბლი არ სურს ?? ეს სულ მთლად დაქლიავდა უსაქმობით ? ამის მდგომარეობაში კიდევ პირობებსაც რომ აყენებს D ასე მეც მსურს მაიამიში თამაში მესისთან DD
პოლიციამ ქვემო ქართლში დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით 3 პირი დააკავა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარების, ასევე სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე სამი პირი დააკავეს – – ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. „დაკავებულები არიან: 1990 წელს დაბადებული ნ.ბ., 1993 წელს დაბადებული ტ.ნ. და 1998 წელს დაბადებული რ.ბ. დანაშაული […]
ხმელ სუნელში ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა

ბათუმში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი მაღაზიიდან ამოღებულ ხმელ სუნელში ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, მეწარმე 500 ლარით დაჯარიმდა, ხოლო ხმელი სუნელი და მისი შემადგენელი ინგრედიენტები (ქინძი, უცხო სუნელი, ძირა, ყვითელი ყვავილი, კურკუმა) დაილუქა. „სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ბათუმში, […]
მოლდოვას რესპუბლიკის ქალაქ კიშინეუში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ მკლავჭიდელებმა წარმატებით იასპარეზეს და სხვადასხვა სინჯის შვიდი მედალი მოიპოვეს

მოლდოვას რესპუბლიკის ქალაქ კიშინეუში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე “ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის” მკლავჭიდელებმა დიდი წარმატებით იასპარეზეს და სხვადასხვა სინჯის შვიდი მედალი მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა საბა დანელია (მარჯვენა მკლავით), ხოლო მარცხენა მკლავით ვერცხლის მედალი მოიპოვა. საბა დანელიამ, ასევე წარმატებით იასპარეზა უფროსი ასაკის კატეგორიაში, სადაც ბრინჯაოს […]