,, ის რომ 12 წლის მერე „ნაცების“ სიძულვილი რაღაც დონეზე ისევ მუშაობს, ამაში ნაცებმა მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულონ” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი: ,,ბიძინას გადმოსახედიდიან მრავალპარტიულობამ ვერ გაამართლა, რადგან ყველა „განაცდა“. შესბამსიად, ყველა ასაკრძალია. 🙂 რა თქმა უნდა, რამდნეიმე პარტია დარჩება, ვინც სატელიტობას დათანხმდება, მაგრამ ეს იქნება რელაური მრავალპარტიულობა? ამას ვინ ჭამს? ასეთ ქვეყანაში უკვე ვცხოვრობდით, სადაც კანონით მხოლოდ ერთი პარტია იყო დაშვებული. რეალაურად „ოცნება“ გვეუბნება, რომ მზად არის ხელისუფლებაში დიდი ხნით დასარჩენად, თუ დაჭირდა, […]
პრემიერ-მინისტრი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახალ ელჩს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გარეტ უორდს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. მთავრობის მეთაურმა გარეტ უორდს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ გაერთიანებული სამეფოს მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და დიპლომატიურ მისიაში წარმატებები უსურვა. […]
ზუგდიდში, 1700 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 7 მრავალსართულიანი კორპუსი აშენდება

ზუგდიდში, 1700 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 7 მრავალსართულიანი კორპუსი აშენდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია და მშენებლობა უახლოეს დღეებში დაიწყება. პროექტის ღირებულება 191 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური […]
გერმანიამ Ryanair-ის მოთხოვნა არ გაითვალისწინა – კომპანია ბერლინიდან ფრენების 20%-ს აუქმებს

გერმანიის მთავრობამ Ryanair-ის მოთხოვნა, რომელიც გადასახადების შემცირებას ეხება, არ გაითვალისწინა, რის გამოც ევროპის უმსხვილესი ავიაკომპანია ბერლინიდან ფრენების 20%-ს გააუქმებს, რაც 750 000 ადგილია. ავიაკომპანია ბრანდენბურგის აეროპორტიდან გაიყვანს 2 ბაზირებულ ხომალდს და ფრენებს 6 მარშრუტზე შეამცირებს. ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ გერმანიის მთავრობას გასულ კვირას მიმართა, შეემცირებინა საავიაციო გადასახადები, წინააღმდეგ შემთხვევაში ფრენების მნიშვნელოვანი ნაწილის გაუქმებით დაიმუქრა. ავიაკომპანიის ცნობით, […]
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გადადგა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი გადადგა. როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადებაშია აღნიშნული, რიგგარეშე სხდომა ჩატარდა, სადაც დეპუტატებმა ცნობად მიიღეს ინფორმაცია ზალკალიანის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. “ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო წარმატებებს უსურვებს ბატონ ლევან ზალკალიანს მომავალ საქმიანობაში”, – აღნიშნულია განცხადებაში. საკრებულო სხვა დეტალებზე ინფორმაციას არ ავრცელებს.
ცაგერის მერი გადადგა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ზალკალიანი გადადგა. ამის შესახებ ცაგერის საკრებულოს დღევანდელ განცხადებაშია ნათქვამი. ,, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე, დეპუტატებმა ცნობად მიიღეს ინფორმაცია ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის ლევან ზალკალიანის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო წარმატებებს უსურვებს ბატონ ლევან ზალკალიანს მომავალ საქმიანობაში.“
ჯეიკ სალივანი ჩინეთში ჩავიდა

ჯეიკ სალივანი ჩინეთში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს. Associated Press-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ იის შეხვდება. საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ ვიზიტის შემდეგ ოფიციალური განცხადებების გაკეთება არ იგეგმება, მაგრამ პეკინში გამართულმა შეხვედრებმა შეიძლება ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და […]
დავით მათიკაშვილი ანტიკორუფციული სამსახურის განცხადებაზე – სახეზეა ოპოზიციური პარტიების მხრიდან თაღლითობის კიდევ ერთი სავარაუდო ფაქტი

ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელის დღევანდელი ბრიფინგი არის დასტური იმისა, რაც მმართველ გუნდს არაერთგზის განუცხადებია, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ცალკეული პოლიტიკური ძალები, ძირითადად რადიკალური ოპოზიცია, იყენებს NGO სექტორს, საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას უკანონოდ და არალეგალურად აფინანსებს, რაც მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ აკრძალულია. „ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელის დღევანდელი ბრიფინგი […]
აკადემიკოსი როინ მეტრეველი საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიის წევრად აირჩიეს

კაცობრიობის საკეთილდღეოდ ცოდნის, კვლევისა და მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, აკადემიკოსი როინ მეტრეველი საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის – CORE აკადემიის წევრი გახდა. აღიარება საქართველოსა და კავკასიის, შუა საუკუნეების ისტორიის, წყაროთმცოდნეობის, ისტორიოგრაფის, სოციალური პროცესებისა და დიპლომატიის ისტორიაში აკადემიკოსის კვლევით ნაშრომებს ეფუძნება. ამის შესახებ ინფორმაციას მეცნიერებათა აკადემია ავრცელებს. მათი ცნობით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი […]
ანტიკორუფციული ბიურო პოლიტიკურ პარტიებს ფინანსური ანგარიშების წარდგენისთვის ვადას 31 აგვისტომდე აძლევს

ანტიკორუფციული ბიურო პოლიტიკურ პარტიებს ფინანსური ანგარიშების წარდგენისთვის ვადას აგვისტოს ბოლომდე აძლევს. როგორც ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი ფინანსური დეკლარაციები ხელმისაწვდომია, თუმცა „არსებობს პარტიები, რომელთა ფინანსური მდგომარეობა გამჭვირვალობის გარეშე დარჩენილი“. „ჩვენ ყველა პოლიტიკური ორგანიზაციის ფინანსურ მონიტორინგს ვახორციელებთ, მათ შორის “ქართული ოცნების”, იმისთვის, რომ კიდევ უფრო უზრუნველყოფილი იყოს მაღალი […]