სოფელ ნახიდურში ახალი გზა მოეწყო

ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში ახალი გზა მოეწყო. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ნახიდურში შიდა საავტომობილო გზის დასრულებული სამუშაოები მერის პირველმა მოადგილემ, ბუბა გობეჯიშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, თამაზ ჟორჟოლიანთან ერთად დაათვალიერა. მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ასფალტბეტონის საფარი 550 გრძივ მეტრზე დაიგო, ასევე, მოეწყო სანიაღვრე ქსელი. „ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით […]
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები აქტიურად ხორციელდება

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები აქტიურად ხორციელდება. ხობის მერიის ინფორმაციით, თორსა-დღვაბა-ხამისკურის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი 3,9-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია პირველ მოადგილესთან, რევაზ ზაქარაიასთან ერთად გაეცნო. „თორსა-დღვაბა-ხამისკურის დამაკავშირებელი გზის სავალი ნაწილი სრულად ამორტიზირებული იყო, მოქალაქეებს გადაადგილებისას პრობლემები ექმნებოდათ და გზა სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა. საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის სახელშეკრულებო […]
ცოფის შემთხვევები კახეთში – 90 ძაღლი თავშესაფარშია გადაყვანილი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა. სოფელ მელაანში ძაღლმა მცირეწლოვანი ბავშვი დაკაწრა, 10 დღის შემდეგ, ცხოველი ოჯახისთვის საეჭვო მდგომარეობაში დაიღუპა, რის გამოც ადგილობრივები სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდნენ. ოჯახის ყველა წევრი, ვისაც დაავადებულ ძაღლთან ჰქონდა შეხება, აიცრა. მელაანიდან და მიმდებარე სოფელ ჩალაუბნიდან მიუსაფარი ძაღლები ინტერმუნიციპალურ სააგენტოში გადაიყვანეს. თავშესაფარში 90 ძაღლი მოათავსეს, საიდანაც 14 დაიღუპა, თავშესაფარში კარანტინია გამოცხადებული. […]
რესლინგის ლეგენდა სიდ ვიშესი გარდაიცვალა

ლეგენდარული რესლერი სიდ იუდი 63 წლისა გარდაიცვალა. BBC-ს ცნობით, ის დიდი ხნის განმავლობაში სიმსივნეს იბრძოდა. სპორტსმენის გარდაცვალების შესახებ მისმა ვაჟმა, განერმა სოციალურ ქსელებში დაწერა. მან აღნიშნა, რომ მამამისი „ძალის, სიკეთისა და სიყვარულის“ განსახიერება იყო, რომელიც მას „ძალიან მოენატრება“. იუდი, რომელიც სიდ ვიშესის ფსევდონიმით იყო ცნობილი WWE-ს ჩემპიონი 6-ჯერ გახდა.
რაჟდენ კუპრაშვილი – დავუკავშირდით ყველა პოლიტიკურ პარტიას, მოვიკვლიეთ და დადასტურდა, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას „დემოკრატიის ფესტივალში“ მონაწილეობა არ შესთავაზეს

ჩვენ მოვიკვლიეთ, დავუკავშირდით ყველა პოლიტიკურ პარტიას და დადასტურდა, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას არ შესთავაზეს ამ ფესტივალში მონაწილეობა, – ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე „დემოკრატიის ფესტივალთან“ დაკავშირებით განაცხადა. მისივე შეფასებით, როგორი შინაარსითაც იყო პლატფორმა წარდგენილი, იმ შინაარსით არ წარმართულა. „ქართულ ოცნებას“, რომ მიმართეს ეს ჩვენთვის გამოსავალი არ არის, ძალიან ბევრ სხვა პარტიას […]
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს დავალიანება ჩამოეწერებათ – კახა კალაძე

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს დავალიანება ჩამოეწერებათ – კახა კალაძე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს დაგროვილი დავალიანება, რომელთა გადახდას წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ, ჩამოეწერებათ – ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კახა კალაძის განმარტებით, დავალიანებების ჩამოწერის შემდეგ, ისინი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამაში (ბმა) ჩართვას შეძლებენ. „2011-დან 2014 წლამდე თბილისის მერიამ და გამგეობებმა გასცეს სესხები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებზე, რომელთა დაბრუნების […]
„აგრარული სექტორისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია მარცვლეული, კარტოფილის და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ახალი პერსპექტიულ ჯიშების შერჩევა“ – იური ნოზაძე

„აგრარული სექტორისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია მარცვლეული, კარტოფილის და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ახალი პერსპექტიულ ჯიშების შერჩევა“ – იური ნოზაძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორ ლევან უჯმაჯურიძესთან ერთად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარცვლეული კულტურების კვლევის სამსახურის და სასოფლო-სამეურნეო კულტურათა სელექციური მიღწევების ეროვნული გამოცდის სამსახურის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს […]
დავით იოსელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელი მოეწყო

დავით იოსელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელი მოეწყო ნაძალადევის რაიონში, დავით იოსელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელის მოწყობა დასრულდა. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მიმდებარედ მცხოვრებ 270 ოჯახს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდა. „ადგილობრივ მოსახლეობას წყალარინების ქსელების არარსებობა წლების განმავლობაში აწუხებდა. ეს იყო უდიდესი პრობლემა. აღნიშნულ მისამართზე ხუთი მრავალსართულიანი კორპუსია, სადაც 270 ოჯახი ცხოვრობს. […]
აშშ-ში უნგრეთის მოქალაქე დააკავეს რუსეთისთვის ტექნიკის შეძენის საქმეზე

სან-ფრანცისკოს აეროპორტში პოლიციამ სანქციების გვერდის ავლით რუსეთისთვის სამხედრო პროდუქციის შეძენის საქმეზე უნგრეთის მოქალაქე ბენსე ჰორვატი დააკავა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი იუწყება, რომ ჰორვატმა შეიძინა 200 სამხედრო რადიოსადგური და სცადა მათი გაგზავნა რუსეთში. გამოძიების თანახმად, უნგრეთის მოქალაქე მართავდა შესყიდვების ქსელს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, კურსკის რეგიონში რუსეთ-უკრაინის საზღვრის გასწვრივ რადიოკავშირის სისტემების აღჭურვით იყო დაკავებული. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს […]
ანტიკორუფციულმა პოლიტიკურ პარტიებს ბოლო 8 თვის ფინანსური ანგარიშის წარდგენა დაავალა

ანტიკორუფციულმა ბიურომ პოლიტიკურ პარტიებს ბოლო 8 თვის ფინანსური ანგარიშის წარდგენა დაავალა. ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგზე ოპოზიციურ პარტიებზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ისინი სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ დაფინანსებას. “ანტიკორუფციული ბიუროს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ პოლიტიკური პარტიები, კერძოდ: „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის, „კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი“, „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, […]