უნიჭო ქოფი-ფეისტი! ეს ახალგაზრდა ბოლშევიკი, ვერც კამალა ჰარისი გახდება და ვერც ხანგრძლივად ნაცმოძრაობის ლიდერი
“უნიჭო ქოფი-ფეისტი! გეუბნებით, ამ ადამიანებისთვის საქართველო არ არის სამშობლო, არც ამერიკაა სამშობლო, დაკარგულები არიან. ხან რესპუბლიკელების ყრილობას ესწრებიან, ხან დემოკრატების, თვითონაც არ იციან სად და რატომ დაბორიალობენ”- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა თინა ბოკუჩავას შესახებ. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, თინა ბოკუჩავა ვერც კამალა ჰარისი გახდება და ვერც ხანგრძლივად ნაცმოძრაობის ლიდერი. “უნიჭო ქოფი-ფეისტი! გეუბნებით, ამ ადამიანებისთვის საქართველო არ […]
შალვა ნათელაშვილი დავით კეზერაშვილის ტელევიზიის ფავორიტად იქცა

ბოლო დღეებია, შალვა ნათელაშვილი დავით კეზერაშვილის ტელევიზიის ფავორიტად იქცა. რამდენიმე დღის წინ ის თამარ ბაღაშვილის გადაცემაში, ვრცელ ინტერვიუში იღებდა მონაწილეობას, სადაც საუბრობდა ოლიგარქიაზე, ოლიგარქებზე, თუმცა, არაფერი არ უთქვამს დავით კეზერაშვილზე. ნათელაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციურმა ტელევიზიებმა “მთავარმა არხმა” და ტვ პირველმა დაბლოკეს და მხოლოდ “ფორმულა” დაინტერესდა მისი პოზიციით. საინტერესოა, რამ განაპირობა კეზერაშვილის ტელევიზიის დაინტერესება შალვა ნათელაშვილით.
ვასო ურუშაძე – სახეზე გვაქვს არაჯანსაღი პოლიტიკური გარემო, სადაც ხელისუფლებას აქვს ყველაფერი: სახელმწიფო სტრუქტურები,მათთან აფილირებული ბიზნესი და ოპოზიციურ პარტიებს არაფერი

„ერთიანობა-„ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივნის, ვასო ურუშაძის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის დაკავშირება ოპოზიციური პარტიების მონიტორინგთან იმის დასტურია, რომ დამოუკიდებელი სტრუქტურა ქვეყანაში არ არსებობს. აღნიშნულით ვასო ურუშაძე გამოეხმაურა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ და მათი საარჩევნო კამპანიები და აქტივობები, შესაძლოა, ფინანსდებოდეს უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან ან სხვა წყაროებიდან. ვასო […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ რუსეთს ამ და ყველა სხვა თავდასხმისთვის – კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დაუსჯელად დატოვება არ შეიძლება

უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებული მორიგი მასიური დარტყმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, სამაშველო ოპერაცია გრძელდება დარტყმისა და ნამსხვრევების ვარდნის ადგილებში უკრაინის იმ ოლქებში, რომლებშიც თავდასხმა განხორციელდა. „სამწუხაროდ, ჩვენი საჰაერო თავდაცვის ეფექტური მუშაობის მიუხედავად, დაიღუპა 4 და დაშავდა 16 ადამიანი. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და […]
მამაკაცს, რომელმაც მარტვილში მეზობელი სანადირო თოფით მოკლა, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

მარტვილში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს პროკურატურამ ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა მეზობელს ურთიერთშელაპარაკებისას სანადირო თოფიდან ესროლა. „საქართველოს პროკურატურამ მარტვილში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 აგვისტოს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო […]
იაგო ხვიჩია – არავისთან გადაჯგუფებას არ ვაპირებთ – „გირჩი“ არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა

როგორ შეიშლება მე სახელმწიფო მაკონტროლებელს ვენდობოდე ქვეყანაში, სადაც სასამართლო არ არსებობს და ვიცი, რომ როგორც ერთი კაცი გადაწყვეტს, ისე იქნება ყველაფერი? – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის ბრიფინგის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ისინი არც ელოდებოდნენ იმას, რომ ვინმე ფინანსების დამალვაზე რაიმეს ეტყოდა, რადგან ის ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია. […]
ენტონი ბლინკენი – მოლდოვის რესპუბლიკას 33-ე დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ – პარტნიორობის ერთგული ვრჩებით, მაშინ როცა იგი დემოკრატიული, წარმატებული და უსაფრთხო მომავლისკენ ისწრაფვის

ენტონი ბლინკენი მოლდოვას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, მოლდოვის რესპუბლიკას 33-ე დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ. მაისში მოლდოვაში ჩემი ვიზიტის დროს, თქვენმა ურყევმა ერთგულებამ დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარების, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების რეფორმების მიმართ, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“, – ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ აშშ მხარს უჭერს მოლდოველი ხალხის ძალისხმევას […]
მებაჟე ოფიცრების მიერ სარფში კანონდარღვევის ფაქტები გამოვლინდა – შემოსავლების სამსახური

მიმდინარე წლის 22 – 25 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ „სარფში“ მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური ასევე, ბარგის/ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 402,08 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს – ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 47 214,18 ლარი შეადგინა. აღნიშნულ […]
რა საკითხები განიხილა პრემიერ-მინისტრმა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახალ ელჩთან შეხვედრაზე?

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გარეტ უორდს შეხვდა – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. მთავრობის მეთაურმა გარეტ უორდს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ გაერთიანებული სამეფოს მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა […]
ბოკუჩავამ ეტყობა საკუთარი თავი ქართველ კამალა ჰარისად წარმოიდგინა
ბოკუჩავამ ეტყობა საკუთარი თავი ქართველ კამალა ჰარისად წარმოიდგინა. ზოგადად, ასლი ყოველთვის უარესია დედანზე, რაც არ უნდა კარგად იყოს გადაღებული. ამიტომაც ნაცების მიერ ამერიკული საარჩევნო კამპანიის ეს ხელოვნური და უშნო ასლი-ერზაცი იქნება, რომ წააგებინებთ არჩევნებს, – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში წერს. ექსპერტი აცხადებს, რომ ოპოზიცია არასოდეს იცნობდა ქართულ საზოგადოებას, რადგანაც სხვა „მარცვალზე“ გამოზარდეს […]