იუსტიციის სამინისტროს ეზოში ცხედარი ნახეს – ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, შენობის ფანჯრიდან გადმოვარდა

თბილისში, იუსტიციის სამინისტროს ეზოში ახალგაზრდა ქალი გუშინ გარდაცვლილი ნახეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ 28 წლის გოგო, სავარაუდოდ, შენობის მე-6 სართულიდან გადმოვარდა. გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მსგავს შემთხვევებზე, როგორც წესი, გამოძიება აღნიშნული მუხლით იწყება და შემდეგ ის შეიძლება გადაკვალიფიცირდეს. ქალი იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში მუშაობდა, პარალელურად ის მაგისტრატურის სტუდენტი […]
ბაქო ერევანს საზღვარზე სროლაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომეხმა სამხედროებმა ნახიჩევანის რესპუბლიკის საზღვარზე, სოფელ გეიდარაბადთან, აზერბაიჯანის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სროლა დაახლოებით 6:45 საათზე დაფიქსირდა. ჯერჯერობით სომხეთის თავდაცვის სამინისტროს არ გაუვრცელებია განცხადება მომხდართან დაკავშირებით. 26 ივლისს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა სომხური უპილოტო თვითმფრინავის შეჩერების შესახებ, რის შემდეგაც სომხეთი საზღვარზე სამხედრო პროვოკაციებსა და ახალი ომისთვის მზადებაში […]
იუსტიციის სამინისტროს ეზოში თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, იუსტიციის სამინისტროს შენობის ეზოში, ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა გუშინ, 27 აგვისტოს მოხდა, თუმცა მედიისთვის დღეს გახდა ცნობილი. 30 წლამდე ქალი სამინისტროს თანამშრომელია. ერთ-ერთი ვერსიით, იგი სამინისტროს შენობიდან გადმოვარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. სწორედ ამ მუხლით იწყება ხოლმე გამოძიება, როცა საწყის ეტაპზე არ იკვეთება დანაშაულის კვალი.
ეკონომიკის და დანაშაულთან ბრძოლის საკითხებში კლებულობს ტრამპის უპირატესობა ჰარისთან შედარებით – Reuters/Ipsos

ეკონომიკის და დანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე აშშ-ის ამომრჩევლებში იკლებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უპირატესობა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან მიმართებით – ამას აჩვენებს 27 აგვისტოს გავრცელებული გამოკითხვის შედეგი. Reuters/Ipsos-ის მიერ 23-25 აგვისტოს ჩატარებული გამოკითხვით, ეკონომიკის და დასაქმების საკითხებთან ტრამპის მიდგომებს უპირატესობას ანიჭებს რეგისტრირებული ამომრჩევლის 42 პროცენტი, ჰარისისას – 40 პროცენტი, რაც 3-პროცენტიან განსხვავებას შეადგენს. Reuters/Ipsos-ის მიერ ივლისის […]
დრონებით შეტევის შემდეგ როსტოვში ხანძარია ნავთობის საცავში – გუბერნატორი

უკრაინის მხრიდან დრონებით განხორციელებულმა იერიშმა 28 აგვისტოს, დილით, ხანძარი გამოიწვია ნავთობის საცავში, რუსეთის როსტოვის რეგიონში – ტელეგრამით იუწყება რეგიონის გუბერნატორი ვასილი გოლუბევი. ამავე პლატფორმით მანამდე გავრცელებული ცნობების თანახმად, ცეცხლის გაჩენამდე მძლავრი აფეთქება მოხდა საცავში, რომელიც მდებარეობს სოფელ მოლოდიოჟნისთან ახლოს, როსტოვის კამენსკის რაიონში. გოლუბევის თქმით, მსხვერპლი არ არის და ხანძარს საგანგებო ვითარებათა უწყების ძალები აქრობენ. “ხანძრის […]
იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი, უწყების შენობის მაღალი სართულიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა

იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი, უწყების შენობის მაღალი სართულიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 30-წლამდე ქალია. შემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ისრაელ კაცი – საფრთხეს ზუსტად ისე უნდა გავუმკლავდეთ, როგორც ამას ღაზაში, ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ვაკეთებთ – ეს ყველა გაგებით ომია

საფრთხეს ზუსტად ისე უნდა გავუმკლავდეთ, როგორც ამას ღაზაში, ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ვაკეთებთ, – ასე გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ დასავლეთ სანაპიროზე განხორციელებულ იერიშებს. „საფრთხეს ზუსტად ისე უნდა გავუმკლავდეთ, როგორც ამას ღაზაში, ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ვაკეთებთ, მათ შორის, პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დროებითი ევაკუაციისა და ნებისმიერი სხვა საჭირო ნაბიჯის გადადგმით. ეს […]
ირაკლი ფავლენიშვილი – ცივილიზებულ სამყაროში ოპოზიციის აკრძალვის დაანონსება სრულიად მიუღებელია

ცივილიზებულ სამყაროში ოპოზიციის აკრძალვის დაანონსება სრულიად მიუღებელია, – ამის შესახებ „ერთიანობა“ – „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა „პოლიტიკოს“ სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ის განმარტავს, „ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები ყველაზე ავტორიტარულ რესპუბლიკაშიც კი მიუღებელია“. „რა თქმა უნდა, ეს განცხადება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში შავ ლაქად შევა, იმიტომ, რომ გვქონდა ხელისუფლება, რომელიც ასე ღიად აანონსებდა დიქტატურას“, […]
უკრაინა რუსული მოიერიშე Су-25-ის ჩამოგდების შესახებ იუწყება

უკრაინული ოპერატიულ-სტრატეგიული სამხედრო დაჯგუფება „ხორტიცა“ ავრცელებს ინფორმაციას კრამატორსკის მიმართულებით რუსული მოიერიშე თვითმფრინავის, Су-25-ის განადგურების შესახებ. სახმელეთო ჯარების მეთაური ალექსანდრ პავლიუკი ვიდეოსაც აქვეყნებს. მისი განცხადებით, კადრში ჩანს უკრაინელი სამხედროების დარტყმის შედეგად Су-25-ის ვარდნა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ომის პირობებში რადიო თავისუფლება ვერ ახერხებს მხარეთა განცხადებების გადამოწმებას ოპერატიულად. მოიერიშე თვითმფრინავი Су-25 ემსახურება […]
თამარ კორძაია – დიახ, 26 ოქტომბერი არის ჩვენი გადაწყვეტილების დღე, სადაც უნდა ვთქვათ, რომ გვინდა კეთილდღეობით ცხოვრება ევროპაში და არ გვინდა სიღატაკით ცხოვრება იზოლაციაში!

დიახ, 26 ოქტომბერი არის ჩვენი გადაწყვეტილების დღე, სადაც ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ გვინდა კეთილდღეობით ცხოვრება ევროპაში და არ გვინდა სიღატაკით ცხოვრება იზოლაციაში! – ასე უპასუხა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას შეეხებოდა, სადაც ქვეყნის პირველი პირი ამბობს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმის ტოლფასი იქნება. როგორც […]