ხვალ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართება

ხვალ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს. ბრიუსელში, არაფორმალურ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინაში არსებულ ვითარებას განიხილავენ. შეხვედრას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებაც დაესწრება. მოგვიანებით, მინისტრები თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან თურქეთსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებს განიხილავენ. ასევე, ევროკავშირის საგარეო […]

,,გორმედში” მშობიარე ქალი გარდაიცვალა – რას ვარაუდობს კლინიკა

გორის სამშობიარო სახლში მშობიარე ქალი, 30 წლის მ. ბ. გარდაიცვალა. გორმედში ამბობენ, რომ ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, თუმცა, ვარაუდობენ, რომ პაციენტის გარდაცვალების მიზეზი სანაყოფე გზების თრომბოემბოლია გახდა. ,,გორმედში” მშობიარე პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა შესაბამისი სამსახურების მიერ. პაციენტი გორმედის სამშობიარო ცენტრში შეიყვანეს დაწყებული მშობიარობით. მშობიარეს აღენიშნებოდა პრეკლამფსია და ჩაუტარდა გადაუდებელი საკეისრო კვეთა. უნდა აღინიშნოს, რომ პაციენტთან […]

“არ შეიხედება ოპოზიციურ პარტიულ და ადმინ ფბ. გვერდებზე” – ეკა ბუჩუკური

ჟურნალისტი, ეკა ბუჩუკური: #ქართულიოპოზიცია არ შეიხედება ოპოზიციურ პარტიულ და ადმინ ფბ გვერდებზეც – ასეთი ლანღვა, გინება, ზიზღი და სიძულვილი, მეორე არ არსებობს- სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ. ყველა ოპოზიციურ პარტია ვგულისხმობ. რატომ შვებით ასე? რატომ გგონიათ ან ვინ აგიხსნათ, რომ ე.წ aggressive harassment ძალიან მომგებიანი თემაა ქართულ პოლიტიკაში, მითუმეტეს პარტნიორებთან? კი, პარტნიორებთან. თქვენ ერთად ამარცხებთ ოკუპანტ […]

“არც ესე მკაცრად არ დგას საკითხი” – ანდრია ჯაღმაიძე მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მოლაპარაკებებზე

საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენელი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მთავრობის წევრები მართლაც იმყოფებოდნენ საპატრიარქოში შეხვედრაზე, სადაც ისინი უშუალოდ მეუფე შიოს შეხვდნენ. მამა ანდრია უარყოფს, რომ მთავარი მომლაპარაკებელი საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილი იყო, თუმცა არ უარყოფს, რომ შესაძლოა, ეს ყოფილიყო პრემიერი ირაკლი კობახიძე და აცხადებს, რომ ეს იყო მთავრობის წარმომადგნელი: ეკლესიისათვის ძალიან ბევრ რამეს აკეთებს, ამიტომ ეს […]

მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების განაცხადი შეცდომაა – მეუფე ზენონი

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული შეცდომას უწოდებს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივას და ამბობს: “საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება არსებითად გულისხმობს ეკლესიის ინსტიტუციურ დაქვემდებარებას სახელმწიფო ხელისუფლებისადმი. ის, რომ საქართველოში ეკლესია არ წარმოადგენს სახელმწიფო-სახელისუფლებო დაქვემდებარების ადმინისტრაციულ ორგანოს თუ სტრუქტურას, ინსტიტუციას, ეს განპირობებულია პირველ რიგში ეკლესიის ბუნებიდან. ამასთანავე, ეკლესიის დამოუკიდებლობა სახელმწიფოსგან ესაჭიროება თავად სახელმწიფოს, ქვეყნის პოლიტიკური და სხვა […]

მთავარეპისკოპოსი ზენონი – საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების განაცხადი შეცდომაა

საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების განაცხადი არის შეცდომა, – ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, ზენონი (იარაჯული) სოციალურ ქსელში წერს. როგორც მთავარეპისკოპოსი აღნიშნავს, ეკლესიის დამოუკიდებლობა სახელმწიფოსგან ესაჭიროება თავად სახელმწიფოს. „საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება არსებითად გულისხმობს ეკლესიის ინსტიტუციურ დაქვემდებარებას სახელმწიფო ხელისუფლებისადმი. ის, რომ საქართველოში ეკლესია არ წარმოადგენს სახელმწიფო-სახელისუფლებო დაქვემდებარების ადმინისტრაციულ ორგანოს თუ სტრუქტურას, […]

ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს, რომ ხელისუფლება საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას სთავაზობს

ხელისუფლების მხრიდან მსგავსი შემოთავაზება იყო – ეს არის ხელისუფლების მხრიდან თავაზიანობის აქტი, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ ხელისუფლების გეგმაზე. ჯაღმაიძის განმარტებით, ამ ეტაპზე საპატრიარქოში მსჯელობენ, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს აღნიშნული შემოთავაზების ფორმულირება. მისივე თქმით, კატეგორიულად საკითხი დაყენებული […]

დმიტრო კულება პოლონეთსა და ბელგიას ეწვევა

დმიტრო კულება პოლონეთსა და ბელგიას ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დღეს, დმიტრო კულება პოლონელ კოლეგასთან, რადოსლავ სიკორსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს. მოგვიანებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ხვალ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. “განხილვის თემები ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების მხრიდან […]

„თბილსერვის ჯგუფმა“ ვარკეთილში გარე განათების ქსელი მოაწყო

ვარკეთილის დასახლებაში, ჯავახეთისა და კუპრაძის ქუჩებზე გარე განათების ქსელი მოეწყო. როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროექტის ფარგლებში, 58 ერთეული 12-მეტრიანი მრავალსანათიანი საყრდენი ბოძი და 696 ცალი პროჟექტორი დამონტაჟდა. ქსელის სიგრძე 3 200 მეტრია. მათივე ცნობით, განათების ახალი სისტემა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ საკრებულოში სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, რევაზ სოხაძესთან ერთად დაათვალიერა. […]

პენტაგონი: აშშ უკრაინას უფლებას არ აძლევს, ამერიკული იარაღი გამოიყენოს რუსეთის სიღრმეში არსებულ სამიზნეებზე

აშშ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კვლავ არ აძლევს უფლებას, ამერიკული იარაღი გამოიყენოს დარტყმებისთვის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სამიზნეებზე – ამის შესახებ 27 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა პატრიკ რაიდერმა, იუწყება “ამერიკის ხმა”. “უკრაინელებს შეერთებული შტატების მიერ უსაფრთხოების სფეროში გაწეული დახმარების გამოყენება შეუძლიათ თავდაცვისთვის საზღვრის მეორე მხრიდან განხორციელებული თავდასხმებისგან. ანუ სხვა სიტყვებით – საპასუხო […]