მაკრონი დუროვს სთავაზობდა, Telegram-ის ოფისი პარიზში გადაეტანა – WSJ

ბიზნესმენი, Telegram-ის დამფუძნებლი, პაველ დუროვი საფრანგეთში დააკავეს 25 აგვისტოს, აზერბაიჯანიდან კერძო თვითმფრინავით მგზავრობის შემდეგ. პარიზის პროკურატურამ 26 აგვისტოს განაცხადა, რომ ივლისში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა პლატფორმა Telegram-ის დახმარებით ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე. დუროვი ამ საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. სულ საუბარია 12 დანაშაულზე, მათ შორისაა სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმა, კიბერდანაშაული, ფულის გათეთრება […]
“თვითევაკუაცია და თვითევაკუირებულები” – რა ხდება რუსეთში? – თავდგირიძე

საქარველოს თავდაცვის ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე: საინტერესო ტერმინი, რომელიც უკრაინელების წარმატებულმა საბრძოლო ოპერაციებმა რუსების საინფორმაციო სივრცეში დაამკვიდრა, ზუსტად ასახავს რუსეთის სახელმწიფოს არს, აწმყოს და სავარაუდო მომავალს, თვითევაკუაცია და თვითევაკუირებულები. თვითევაკუაციის პროცესი შეიძლება ინტენსიური გახდეს ბრიანსკის და ბელგოროდის ოლქებშიც, გუშინ უკრაინულმა ქვედანაყოფებმა ბრიანსკის ოლქის სოფლებთან სამოქმედო არეალის რეკოგნოსცირება დაიწყო, პარალელურად, როგორც რუსი ვაინკორები […]
პაველ დუროვი წინასწარი დაკავებიდან გაათავისუფლეს, მას სასამართლოში დაკითხავენ

რუსი მილიარდერი, ტელეგრამის დამაარსებელი, პაველ დუროვი გაათავისუფლეს წინასწარი დაკავებიდან და პარიზის სასამართლოში გადაიყვანეს დასაკითხად. ამის შესახებ CNN-ი იუწყება პროკურორებზე დაყრდნობით. პარიზის პროკურატურა იტყობინება, რომ ახლა დუროვი წარდგება სასამართლოს წინაშე, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას მისთვის შესაძლო ბრალდების წაყენების თაობაზე. 39 წლის დუროვი კვირას დააკავეს პარიზის ლე ბურჟეს აეროპორტში. დაკავების მიზეზია ის, რომ ტელეგრამი არასაკმარისად აკონტროლებს თავის არხებს, […]
ამ არჩევნებისთვის „ლელომ“ სახელი გადაირქვა

მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართება, „ლელომ“ სახელი გადაირქვა. სახელის შესაცვლელად პარტიას რეესტრში თითქმის ერთთვიანი პერიოდი დასჭირდა. 22 აგვისტოდან „ლელო საქართველოს“ ნაცვლად პარტიის ოფიციალური დასახელებაა „ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ სახელის შეცვლა „ლელოს“ 2023 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე კანონში შეტანილი ცვლილებების გამო დასჭირდა. პარლამენტმა შეზღუდა პარტიები და მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება […]
უკრაინამ რუსეთის როსტოვის რეგიონში დრონებით ნავთობბაზას დაარტყა და შორეულ კიროვის რეგიონს შეუტია

უკრაინული დრონებით თავდასხმამ, რუსეთის როსტოვის რეგიონში ნავთობბაზაზე ხანძარი გააჩინა. ოფიციალურმა პირებმა ოთხშაბათს განაცხადეს, რომ დრონებით თავდასხმა უკრაინის საზღვრიდან 1500 კილომეტრით დაშორებულ კიროვის რეგიონზეც სცადეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, ნავთობბაზის ხსენების გარეშე განაცხადა, რომ ანტისაჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა რეგიონის თავზე ოთხი დრონი გაანადგურეს. უფრო ადრე, „ტელეგრამის“ არხმა „ბაზამ“, რომელიც რუსეთის უშიშროების სამსახურებთან არის დაახლოებული, განაცხადა, რომ ორი დრონის […]
ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე ოპერაცია ჩაატარა

ისრაელის ძალებმა, ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჯენინსა და ტულკარმზე, შვეულმფრენებისა და დრონების გამოყენებით, რეიდები მოაწყვეს. პალესტინელთა ლიდერების განცხადებით, შედეგად, სულ მცირე, 9 პალესტინელი დაიღუპა. თავდასხმას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო დასავლეთ სანაპიროზე ბოლო თვეების განმავლობაში, წინ უსწრებდა ამ მხარეში მცირე დარბევათა სერია. ბოლო კვირების განმავლობაში, ისრაელის ძალები ცდილობდა გაენადგურებინა პალესტინელი გასამხედროებული მებრძოლების ჯგუფები. ისრაელის […]
მედია – „ტელეგრამის“ შემქმნელი პაველ დუროვი პარიზში წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, მაგრამ შეიძლება ბრალდებები წარუდგინონ

„ტელეგრამის” შემქმნელი პაველ დუროვი პარიზში წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, მაგრამ შეიძლება ბრალდებები წარუდგინონ, – ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული ტელეარხი BFMTV-ი ავრცელებს. როგორც აღინიშნება, მოსამართლემ დუროვის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ტელეარხის ცნობით, ეს ნაბიჯი შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ დუროვს დაკითხავენ, რის შემდეგაც მას შეიძლება ბრალდებები წარუდგინონ. ცნობისთვის, “ტელეგრამის” შემქმნელი და საფრანგეთის მოქალაქე პაველ დუროვი პარიზში […]
კრემლი ამბობს, რომ არსებობს მესამე მსოფლიო ომის რისკი

კრემლი დასავლეთს მესამე მსოფლიო ომის შესახებ აფრთხილებს და მინიშნებებს ბირთვულ იარაღზე აკეთებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ფიქრობს, რომ შექმნილი ვითარება “ცეცხლთან თამაშს” ჰგავს, რომელიც საფრთხეს უქმნის “ზრდასრულ ბიძიებს და დეიდებს”. ეს იმ ფონზე, როცა ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ კურსკის რეგიონზე უკრაინის თავდასხმას რუსეთის მხრიდან ღირსეული პასუხი ექნება. სერგეი ლავროვს მიაჩნია, რომ […]
ტრამპისა და ჰარისის პირველი დაპირისპირება პირდაპირ ეთერში – როდის, სად, როგორ

შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი და მისი დემოკრატი კონკურენტი კამალა ჰარისი, ერთმანეთს მალე პირდაპირ ეთერში დაუპირისპირდებიან. პირველი საპრეზიდენტო დებატები ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს და მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს შორის, ორ კვირაზე ნაკლებ დროში გაიმართება. დაახლოებით 5 კვირის წინ, 21 ივლისს, 81 წლის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა, მომავალ არჩევნებზე პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლა შეეწყვიტა. მან გზა […]
გარდაიცვალა აკადემიკოსი, რომელიც რუსეთის პროკურატურისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდა

მოსკოვში გარდაიცვალა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ლაზერული ფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორი სერგეი ბაგაევი. 2022 წელს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა თაღლითობის ბრალდებით. „მოგვიანებით საქმე დაიხურა ისე, რომ გამოძიებას მეცნიერისთვის ბოდიში არ მოუხდია, როგორც ამას კანონი მოითხოვს“, – იუწყება რადიო თავისუფლების პროექტი Sibir.Realii. 82 წლის ბაგაევი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა მის მიერვე დაფუძნებულ ინსტიტუტს. მეცნიერი ეწეოდა […]